"მეუღლის დაკარგვის შემდეგ სულში სიცარიელეს ვგრძნობ... შვილები და შვილიშვილებიც არ მახარებენ..." - მკითხველის ამბავი და რჩევები სპეციალისტისგან
"მეუღლის დაკარგვის შემდეგ სულში სიცარიელეს ვგრძნობ... შვილები და შვილიშვილებიც არ მახარებენ..." - მკითხველის ამბავი და რჩევები სპეციალისტისგან
ერთ-ერთი მკითხველი, რომელმაც მეუღლე დაკარგა და დროსთან ერთად მეგობრები და ნათესავებიც ჩამოსცილდნენ, საკუთარ ამბავს გვიზიარებს და ყვება, რომ საშინელ დეპრესიას, მარტოობასა და სიცარიელეს გრძნობს:

"აღარ ვიცი, როგორ ვიცხოვრო. თითქოს, სიცოცხლის არსი გამიქრა და ვეღარაფერს ვაკეთებ. 62 წლის ვარ და მარტო ვცხოვრობ. ქმარი ერთი წლის წინ გარდამეცვალა და მწუხარებისგან დღემდე ვერ მოვდივარ გონს. მასთან ყველანაირი ურთიერთობა მქონდა, ხშირად ვჩხუბობდით, კვირების განმავლობაში ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით, მაგრამ ახლა მგონია, რომ ეს ყველაფერი ისეთი წვრილმანი იყო, ყურადღება არც უნ
და გამემგახვილებინა. 40 წლის განმავლობაში მას
ჩემთვის სერიოზული შეურაცხყოფა არ მოუყენებია და სულ ერთად ვიყავით...

ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი მყავს. ვგრძნობ, რომ მათ ვჭირდები, მაგრამ ძალა აღარ მაქვს. შეიძლება, რომ ვმუშაობდე, ასე აღარ ვიყო, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პენსიაზე გასვლა მომიწია. პროფესიით ეკონომისტი ვარ. სახლში ისე ვარ, როგორც ციხეში და მგონია, რომ მალე გავგიჟდები... ისე მენატრება წარსული. ადრე იმდენი მეგობარი, ნათესავი მყავდა, მათთან ერთად ვერთობოდი, შვებულებას ვატარებდი, მოსანახულებლად მივდიოდი. მაგრამ, დროსთან ერთად სოციალური წრე ვიწროვდება. ადამიანებს საკუთარი პრობლემები, გასაჭირი და დარდი აქვთ, ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა, ზოგს ხალისი აღარ აქვს და წარსულის დაბრუნება შეუძლებელი ხდება...

ჩემი ქალიშვილები მსაყვედურობენ, შვილიშვილები მოჰყავთ, რომ გავერთო, მაგრამ ეს ხმაურიც მაწუხებს, ძალა აღარ მაქვს. ქსოვასა და სხვა ხელსაქმესაც ვეღარ ვახერხებ - დიაბეტის გამო მხედველობა საგრძნობლად დამიქვეითდა. მაგრამ ფიზიკურ სისუსტეზე მეტად, სულიერი სიცარიელე მაწუხებს. როგორც ჩანს, ემოციები ჯანმრთელობასთან ერთად ქრება."


სპეციალისტის პასუხი:


- აუცილებელია, თითოეულმა ადამიანმა ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვოს. ქმართან ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების მიუხედავად, თქვენ თქვენი პირადი ცხოვრება გაქვთ. მასთან ერთად გატარებული პერიოდი თუ დასრულდა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, მაგრამ თქვენი ცხოვრება გრძელდება და როგორ შეავსებთ მას, მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, გჭირდებათ მოტივაცია, ხალისი, რაც ცხოვრების გაგრძელებისკენ გიბიძგებთ. თუ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებით, დაფიქრდით, იქნებ იყო თქვენს ცხოვრებაში ისეთი სურვილი, ოცნება, რომელიც ვერ აისრულეთ? იქნებ მთელი ცხოვრება ცურვის, ინსტრუმენტზე დაკვრის, ხატვის სწავლა გინდოდათ? რატომაც არა - სწორედ ახლა დაიწყეთ, მიეცით საკუთარ თავს მოტივაცია, გაისეირნეთ, დაკავდით საყვარელი ჰობით, თუ შესაძლებლობა გაქვთ, წადით სამოგზაუროდ. საკუთარ თავს ბედნიერებას ნუ აუკრძალავთ. როცა იპოვით საქმეს, რომელიც გაგახალისებთ, აუცილებლად მოგეცემათ ძალაც და ენერგიაც. მწუხარების ჟამს შესაძლოა იზოლაცია გსურდეთ, ან კიდევ დეპრესია, გაბრაზება, წყენა გიტევდეთ. ისწავლეთ ამ ემოციების კონტროლი. შესაძლოა, დღიური დაგეხმაროთ. ჩაწერეთ მნიშვნელოვანი ფაქტები და ყოველდღე დააკვირდით, როგორ იცვლება თქვენი გრძობები და ემოციები.
მთავარია, პირველი ნაბიჯი გადადგათ და მეორეც არ დააყოვნებს. ნახავთ, რომ თქვენს ცხოვრებას აზრი დაუბრუნდა, რომელიც ახალი მიზნებითა და ღირებულებებითაა სავსე. შვილები და შვილიშვილებიც მეტ ხალისს და ბედნიერებას მოგიტანენ და ცხოვრებაც უფრო სავსე გახდება.

4055
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
:)
0
ქალბატონო, ძალიან მოხუცი ნამდვილად არ ბრძანდებით. დამიჯერეთ თქვენს ასაკში კიდევ შეიძლება ბედნიერების პოვნა. მოძებნეთ მამაკაცი, რომელიც თქვენ გაგიგებთ და დაიწყეთ მასთან ურთიერთობა, თავიდან მეგობრობით, შემდეგ უფრო ახლოს და იქნებ დაქორწინდეთ კიდევ ერთხელ თუ სურვილი გაჩნდება. დამიჯერეთ ეს გიშველით
14:24 / 14-09-2022
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები