როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, ჩემი უმცროსი ვაჟი 6 თვის იყო, უფროსი - 11-ის წავიკითხე თქვენი სტატია აბორტებთან დაკავშირებით და გამოჩნდა სურვილი, ჩემი ამბავი მომეყოლა.
როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, ჩემი უმცროსი ვაჟი 6 თვის იყო, უფროსი - 11-ის. იმ მომენტში უკვე სამსახურში გავედი, ქმარი მეხმარებოდა პატარასთან. როცა ვამცნე, რომ დავორსულდი, მაშინვე მითხრა: "არა უშავს, ვაჭმევთ! ერთი მუჭით მეტს ჩაყრი საჭმელს ქვაბში და ეგაა". მაგრამ მე ისტერიკა მქონდა. ძირითადად, თავი მეცოდებოდა – ისევ ორსულობა, ისევ ზედმეტი წონა, უფულობა, ნერვიულობა პატარაზე, მოვლა...
დედაც გვერდში ამომიდგა: "გააჩინე! იქნებ გოგოც იყოს!"
უფროსმა ბიჭმა მკითხა ერთხელ, რატომ ვიყავი ასე დადარდიანებული და რატომ ვტიროდი. როცა ვუთხარი, რომ ისევ ბავშვს ველოდებოდი, მასაც გაუხარდა – ჩემმა ბიჭმა სულაც არ იცოდა, რომ შეიძლება არსებობდეს კიდევ სხვა გამოსავალი, გარდა ბავშვის დაბადებისა...
მე კი თავს ვებრძოდი. ჩემს პატარა შვილს ვუყურებდი და ვფიქრობდი – იმან რაღა დააშავა, რომელიც მუცელშია? ის რითია ამაზე უარესი?
ერთი სიტყვით, ამ დარდში გაიარა ორმა კვირამ. ბოლოს გინეკოლოგთან მივედი, აბორტზე ავიღე მიმართვა, ჩავაბარე ყველა ანალიზი და შინ დავბრუნდი. მეორე დღისთვის დამიბარეს.
ბოლო წვეთი იყო რომელიღაც საიტზე განთავსებული აბორტის საწინააღმდეგო ფოტოები და სტატია, რომელსაც შემთხვევით მოვკარი თვალი... ტექსტი არც წამიკითხავს, მხოლოდ ფოტოს შევხედე...
მივედი ქალთა კონსულტაციაში და ექიმებს ვუთხარი, რომ ბავშვს ვიტოვებდი – აღრიცხვაზე ავედი. ექიმს ისე გაუხარდა, თითქოს ეს მისი გადაწყვეტილება უოფილიყოს...
მშობიარობის დღეც დადგა და ნანატრი გოგონა დაიბადა – ეს ნამდვილი ბედნიერება იყო! ვერ აღვწერ სიტყვებით, რამდენი საოცარი და მშვენიერი რამ გადამხდა ცხოვრებაში ამ პატარა არსების წყალობით...
მერე ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი, გაცილებით უფრო მძიმე და გაუნელებელი განსაცდელი დადგა – როცა ჩემი პატარები 3 და 2 წლისანი იყვნენ, ჩემი უფროსი ვაჟი გარდაიცვალა...
მადლობა ღმერთს, რომ არ დამანება ჩემი პატარის მოკვლა! საყვარელო ქალებო, გაუფრთხილდით თქვენს შვილებს!!! ეს ღვთის საჩუქარია!
ლანა, 35 წლის
ასევე იხილეთ:
ის სიცოცხლის მე-5 კვირაში მოკლეს!