"დედა-შვილმა მთელი პაკეტი მზესუმზირა დაცალა მშვენიერ ბაღში, დატოვეს ასე და წავიდნენ... აი, ასე "ვასწავლით" შვილებს ქვეყნის სიყვარულს" - ამბავი თბილისური რეალობიდან
"დედა-შვილმა მთელი პაკეტი მზესუმზირა დაცალა მშვენიერ ბაღში, დატოვეს ასე და წავიდნენ... აი, ასე "ვასწავლით" შვილებს ქვეყნის სიყვარულს" - ამბავი თბილისური რეალობიდან
სამწუხაროდ, ის, რის შესახებაც ჩვენი მკითხველი გვწერს, არც ახალი ამბავია და არც იშვიათად ხდება. ქალაქში თუ სოფელში, მთაში, ბარში თუ ზღვაზე, ძალიან ხშირად ვაწყდებით გულგრილობას, დაუდევრობას, გაუფრთხილებლობას და ვანდალიზმსაც კი, რისი შედეგიცაა დაბინძურებული გარემო, განადგურებული ინფრასტრუქტურა და იდევ უფრო სამწუხაროდ, ხშირად მშობლები აძლევენ შვილებს უკულტურობის მაგალითს. ჩვენი მკითხველი მხოლოდ ერთ ასეთ შემთხვევაზე გვიამბობ გულისტკივილით:

"ამასწინათ ბოტანიკურ ბაღში მყავდა ბავშვები. ბევრი დამთვალიერებელი იყო. ძირითადად - უცხოელები. ძალიან მოვლილი და სუფთაა იქაურობა, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანას მისი მცხოვრებლების სახით
ჰყავს უფრო მეტი მტერი, ვიდრე
ვინმე უცხო ძალებს შორის...

იმ სისუფთავეში, სიმწვანეში და სილამაზეში დედა და ორი ქალიშვილი, ქართულად მოსაუბრენი, ამ ქვეყნის მცხოვრებნი, იდგნენ და ერთი პაკეტი მზესუმზირა მთლიანად დაცალეს ძალიან ლამაზ და მოვლილ ფანჩატურში, ზედ მის მოაჯირებზე ყარეს... არადა, ზუსტად ორ-სამ ნაბიჯში ორი ურნა იდგა.
მცირეხნიანი წვიმა იყო და იმ ფანჩატურს ვიყავით შეფარებული. სანამ წვიმამ გადაიღო, ვიდექით ჩვენ, ისინი და ფრანგების წყვილი. ფრანგები გაოცებულები უყურებდნენ, მე - გაბრაზებული... ერთხელ ვუთხარი, რომ დააჯარიმებდნენ ასეთი ქცევისთვის (გამოცდილი მეთოდი მაქვს, ასე უფრო ესმით ხოლმე, ვიდრე შენიშვნის სახით)... თუმცა ამ შემთხვევაში არ გაჭრა... წარბიც არ შეუხრიათ... რომ გადაიღო, თავაწეულები გავიდნენ და მზესუმზირის ჩენჩოებით მოფანტული დატოვეს საჩრდილობელი.

ძალიან მომეშალა ნერვები. ჩემი შვილი გაოცებული უყურებდა: დედა, ასე დატოვესო?
ჰო, ასე დატოვეს. იქვე ბუჩქის ძირას ალბათ მეეზოვეების მიერ საგანგებოდ ასეთი სიტუაციებისთვის დატოვებული ძველი ცოცხი აღმოვაჩინე და არ შემრცხვა, ის ნაგავი მოვაცილე იქაურობას... მგონია, დაყრა უფრო დიდი სირცხვილია, ვიდრე სხვისი ნაგვის აღება. თუმცა ამით ნამდვილად არაფერი შეიცვლება - უბრალოდ ჩეს შვილებს ვაჩვენე, რომ მომავალში ასე საზიზღრად არ მოიქცნენ...

ამ ქვეყნის მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს ფეხებზე კიდია ეს ქვეყანა, მისი ბუნებაც, გარემოც, კულტურაც და არცაა გასაკვირი ამდენი პრობლემა, რაც გვაქვს და ის დამოკიდებულება, რაც ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს ამ ხალხის მიმართ - იქაც ან თავად ასეთები სხედან, ან ასეთებად მიაჩნიათ დანარჩენები და ფიქრობენ, რომ რაც არ უნდა დააშავონ, ყველაფერი გაუვათ... ასე ვიქცევით ჩვენ და ასე "ვასწავლით" შვილებს ქვეყნის მოვლა-პატრონობას თუ ბუნების გაფრთხილებას..."


alt„სანაპიროს ქვიშა სავსეა ნახმარი ერთჯერადი შპრიცებით“ - ერთი დედის წერილი


alt"მშობლებო, თავისუფლად გაზრდა არ ნიშნავს იმას, რომ შენიშვნა არ მისცეთ შვილებს და არ აღზარდოთ... რასაც ვუყურებ, გადარეული ვარ..." - მშობლის წერილი


2716
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
Miranda
0
Kultyra sad akvs kartvelebs
18:00 / 09-08-2022
საქართველო
0
ყოჩაღ, ქალბატონო! რა გულისამრევები არიან ზოგიერთი ადამიანისმაგვარი არსებები. პრინციპულად, სხვის გასაღიზიანებლად იქცევიან მასე. ეგ ნაგავი პირში უნდა ჩაუყარო, მაგ ღორებს და მათნაირებს
18:20 / 04-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები