"მოგვატყუა, გამოცდებზე მაღალი ქულები ავიღეო, არადა, ბარიერიც ვერ გადალახა თურმე... მაინც თავზე აზის მთელს ოჯახს"
"მოგვატყუა, გამოცდებზე მაღალი ქულები ავიღეო, არადა, ბარიერიც ვერ გადალახა თურმე... მაინც თავზე აზის მთელს ოჯახს"
"ყოველთვის მინდოდა მეცხოვრა სახლში, რომელსაც ექნებოდა პატარა ეზო ბაღით. მიყვარს ყვავილები და ზოგადად, მიწასთან ურთიერთობა მამშვიდებს. წლები დამჭირდა ჩემი ოცნების ასახდენად, ჯერ ისეთი არ არის, როგორიც მინდა იყოს, თუმცა ნელ-ნელა საბოლოო სახეს იღებს.

წელს შვებულება ვერ ავიღე, ვიფიქრე ეზოში პატარა აუზს ჩავდგამ და საღამოობით სამსახურის შემდეგ განტვირთვას მოვიწყობ-თქო. ერთად შევარჩიეთ მე და ჩემმა მეუღლემ და ეზოში პატარა კუთხე მოვაწყვეთ.
წვიმიანი ამინდების შემდეგ, როგორც იქნა მზემ გამოანათა.

სამსახურში ვზივარ და ვფიქრობ, როდის მივალ სახლში, რომ დავისვენო, ნანატრი შაბათ-კვირაც მოახლოვდა.
თვალი საათზე
მიჭირავს, როგორც კი ექვსს წუთები
დააკლდა, სასწრაფოდ შევაგროვე ჩემი ნივთები.
გარეთ ძალიან ცხელა, სუნთქვა მიჭირს, ჩემი აუზი ახლა შვება იქნება- ვფიქრობ გულში, გოგოები საღამოს კაფეში აპირებენ წასვლას, თავის ტკივილი მოვიმიზეზე, დღეს მარტო დასვენება მირჩევნია.

როგორც იქნა, თავი დავაღწიე საცობებს, მივუახლოვდი სახლს. კარი არ იყო ჩაკეტილი, ხმაური შემომესმა, გამიკვირდა. წესით, არც ჩემი მეუღლე უნდა ყოფილიყო სახლში, დღეს გვიანობამდე აპირებდა სამსახურში დარჩენას.
შევედი ეზოში და რას ვხედავ, უცხო გოგო-ბიჭები, ასე, ალბათ, 18-20 წლის, ჩემს აუზთან ნებივრობენ. ირგვლივ მიმოუფანტავთ სასმლის ბოთლები, კისკისებენ, მხიარულობენ.
ჩემი შესვლა ვერ გაიგეს, თუ არც შემიმჩნიეს, ვერ მიხვდი. სიბრაზისაგან უკვე ვეღარაფერს ვხედავ, ვგრძნობ, რომ სახეზე წამოვწითლდი, ცეცხლი მიკიდია.

"ვაა, თამ, მოხვედი?! - ღრეჭვით მეუბნება ნაცნობი სახე და თურმე მთელი ამ "ფართის" სულისჩამდგმელი, ჩემი უმცროსი მაზლი, რომელსაც მთელი ოჯახი ისე ანებივრებს და ატუტუცებს, გეგონება დიდი ვინმეც ჰყავდეთ.
ყველას თავზე აზის და ეს პატარა თავხედი, როგორც ჩანს, მეც გადმომწვდა.
სკოლა გასულ წელს დაამთავრა, გამოცდებზე მაღალი ქულები ავიღეო, მოგვატყუა, შემდეგ კი გამოჩნდა, რომ თურმე ბარიერიც ვერ გადალახა და დარჩა გარეთ. უმუშევარი და მუქთახორა, თავში უქრის და გართობის მეტი არაფერი ახსოვს.

"შემოგვიერთდი,"- აგრძელებს თავხედი, დანარჩენებიც გაღრეჭილები შემომცქერიან.
სიბრაზისგან და დაბნეულიბისგან აღარ ვიცი რა გავაკეთო. იმდენად დავიბენი, რომ თავში აზრადაც არ მომსვლია იმის გარკვევა, აქ როგორ შემოაღწიეს. გასაღები მარტო მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს. რა გამოდის, ლაშამ მისცა ნებართვა ჩემს გარეშე?!- ახლა უფრო ავენთე.

- თუ შეიძლება, დატოვეთ აქაურობა!-მაქსიმალურად ვცდილობ ზრდილობისა და თავაზიანობის ჩარჩოებს არ გავცდე. გონებაში ფლეშ კადრივით ათასი სცენარი წარმოვიდგინე, როგორ ვყრი კინწისკვრით თითოეულ მათგანს. პირველ რიგში კი ჩვენი ოჯახის "ამომავალ ვარსკვლავს" - მაზლს!

- ერთი წუთით მოდი...-თავისი ჭკუით ცდილობს "გამანეიტრალოს"- ახლა გოგოებთან ნუ შეგვარცხვენ ბიჭებს...

ისევ ხმამაღლა და მკაცრად ვიმეორებ, რომ წავიდნენ.
რადგან ჩემი მაზლია, თავზე ხომ არ უნდა დამაჯდეს, აქედან მოშორდნენ და სადაც უნდათ, როგორც უნდათ, რითაც უნდათ, ეტრაბახონ გოგოებს.

როგორც იქნა, იკადრეს და ადგნენ ზლაზვნით. აალაგეს თავიანთი ნივთები და დამიტოვეს ნაგავი, მაგრამ მაგას ვინღა სჩიოდა ოღონდ წასულიყვნენ.

-"ისტერიჩკა" - მომესმა ზურგს უკან ქირქილი, მივიხედე და გაკნაჭული გოგო ტუჩაბზეკილი, ირონიულად მიღიმის... ნაცნობი სახე აქვს, სადღაც მყავს ნანახი, ოჰ გამახსენდა, შეყვარბულად გაგვაცნო გასულ წელს, ერთ თვეში დაშორდნენ, ახლა შერიგდნენ ეტყობა... აგიშენდათ ოჯახი, ეს გაკნაჭული მაკლია ნათესავად, თავისნაირს თუ იპოვის, თორემ, აბა მუქთახორა ვის უნდა მოეწონოს ნორმალურს...

...ვზივარ გაოგნებული, ტუტუცი ბავშვების დატოვებულ ნაგავში, ესეც ჩემი შაბათ-კვირის დასვენება: გადავლილი და გადათელილი ეზო, სავსე ნაგვით...

მალე ალბათ ყველაფერს ჩაუკაკლავს დედამისს თავისი ინტერპრეტაციებით, „დედიკოს ბიჭი“.
მეტი არ მინდა ვინმემ საყვედურის კილოთი რამე მითხრას. ისწავლონ ჭკუა, ყველამ უნდა იცოდეს, სად გადის ზღვარი".

თამუნა, 29 წლის

alt "რამდენიმე დღეა სტუმრად ვარ მეგობართან დასავლეთში... ეს ყველაფერი ჩემი თვალით რომ არ მენახა, სხვას არ დავუჯერებდი"

alt "დედაშენი პირდაპირ ბოსლიდან მოვიდა ბავშვებთან, ისეთი სუნი იდგა, ფუუ.... ვერც ვეკარები საჭმელს, ხომ ხედავ?!" - რძლის ამ სიტყვებმა სამუდამოდ მოუკლა გული

alt"რად გინდა ძიძა... დაბადების დღის გადახდა რა საჭიროა ამ ასაკში, გგონია, დაამახსოვრდება?" - გაეცალეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ტოქსიკურად მოქმედებენ

 

90370
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
მარი–ს
0
გეთანხმები, ვერა და ვერ ისწავლა ჩვენმა ხალხმა კულტურა, რომ წინასწარ დაურეკონ როცა სტუმრობა უნდათ
10:14 / 10-08-2022
ხათუნა
17
არ ვეთანხმები ამ ქალბატონს! მე 57 წლის ვარ,ამას ვერ ვიკადრებდი .რძალი ახალგაზრდა დედაკაცად მომეჩვენა.მოცემულობა რომ შენი ხასიათისთვის მიუსაფარი აღმოჩნდება რომელიმე დღეს,იქ დისბალანსი უნდა შეინარჩუნო თუ შენ ხარ სწორედ აღზრდილი.რაც მან მოიმოქმედა ,პრიმიტიული თვითდამკვიდრების უხეში ფორმა იყო და იმ გოგო- ბიჭებზე უპირატესობის დემონსტრირება
09:49 / 10-08-2022
მარი
2
იმიტომაც გარბიან ევროპაში,რომ მეგობარს თუ ნათესავს საერთოდ არ აინტერესებს გინდა თუ არა დაუპატიჟებელი სტუმარი.დაადებენ თავს და მოდიან
09:26 / 10-08-2022
ზვიადი
9
მოკლედ ეს ქალბატონი მხოლოდ ერთ რამეშია მართალი, იმაში რომ მისმა ქმარმა არ გააფრთხილა იმის შესახებ რომ გასახები მის ძმას მიცა სხვა სადრთოდ არაფერში არ არის მართალი .პირველ რიგში ეს ამბავი რომ მოხდაა ოჯახა გარეთ არ უნდა გასულიყო ეს ელემენტარული ოჯახის პატივისცემაა და ეგ თუ არ გესმის ოჯახი არც უნდა შექმნა . მეორე მაზლზე ეგრე არ უნდა საუბრიბდე რაც არ უნადა ცუდი იყოს , თუ ეგრე საუბრობ აგმოდისს რომ შენც მისნაირი ცუდი ხაარ . მესამე იქ რომ მივიდა ერთი ამბავი არ უნდა აეტეხა უნდა დალაპარაკებოდა მაზს მოხოდ და შეეძლო ეთქვა რომ ეს ასეთი ამბავი აქ ბოლოაო დღეს არაფერს გეტყვი და ამით მოტჩება ყველაფერიო მაგრამ რა თქმა უნდა ამას არ გააკეთებდა რადგან თვითონ არ არის კარგი ადამიანი ასე ვთქვათ და მეოთე აქ მხოლოდ შეეძლო პასუხი მოეთხოვა მის ქმარზე რადგან მან მიიღო იმის გადაწყვეტილება რომ მისი ძმისთვის მიეცა გადაღები . მართლა ვერ ვხვდები რა გჭირსთ ხალხო ეს ფემინიზმი რა მოდაში შემოვიდა და ეს კაცები ფემინისტენი რამ გაგხადათ საიდსნ მოგაქვთ ასეთი აზრები რავი . ეს ოჯახი ოჯახი არაა ჩემი აზით და ოჯახს ოჯახი მაშინ ქვია როცა ერთნანეთის პატივისცმეაა, ურთიერთაგებაა და ოჯახის პატივისცემა და
15:20 / 09-08-2022
...
5
ამ თემის ავტორი მართალია. ადამიანმა იწვალა, ფული შეაგროვა, რომ დასვენების დღეებში აგარაკზე, თავის გემოზე გაატაროს დღეები. არა აქვს უფლება? საკუთარ სახლში მახლი უნდა გიწესებდეს რა აკეთო? როდის იბანაო აუზში და როდის არა? იქნება სიწყნარე უნდა ადამიანს და არა ხმაური და ღრიანცელი, არა აქვს უფლება რომ სიჩუმით დატკბეს? არ უნდა ადამიანს რომ ბევრ ხალხს უყუროს და რა ქნას? არა აქვს უფლება თავისი ფულით ნაყიდ აგარაკზე, როგორც უნდა ისე მოიქცეს? იქნება ან წამოწოლა უნდა, ან დასვენება უნდა, ბოლოს და ბოლოს იქნებ უნდა რომ სრულიად შიშველმა იაროს სახლში და აუზში ინებივროს. ამ დროს კიდევ სტუმრების რია რია და ღრიანცელი. ძალიან სწორი ქნა სახლიდან რომ გაყარა. ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. მაზლიო იძახით, მაზლი არა იხვი, ისედაც არავინ გამოგადება ცხოვრებაში, მარტო მაშინ გაახსენდები როცა ჭირდები. ასე რომ ატარეთ დრო თქვენს გემოზე
18:24 / 08-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები