"დედამთილმა მითხრა, გააჩინე მეხუთე და მიეცი შენს მაზლს, სხვისი გენის რატომ აიყვანონ, როცა შეიძლება, ჩვენი იშვილონო"
 "დედამთილმა მითხრა, გააჩინე მეხუთე და მიეცი შენს მაზლს, სხვისი გენის რატომ აიყვანონ, როცა შეიძლება, ჩვენი იშვილონო"


ბავშვების გაშვილების თემა ყოველთვის აღელვებს საზოგადოებას. ამ თემაზე გამოგზავნილ წერილებსაც გულგრილად ვერავინ კითხულობს. წარმოგიდგენთ კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა. 

"მე ჩემი შვილი არ გამიყიდია, მაგრამ მაზლის ოჯახს გადავულოცე. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, რასაც უფროსები მეტყოდნენ, უსიტყვოდ ვასრულებდი. ჩემმა შვილმა, სანამ მოსკოვში წამოვიდოდი, ორი წლით ადრე გაიგო,­ რომ მისი ბიცოლა კი არა, დედა ვიყავი და ძალიან განიცადა. 16 წლის გოგომ ძალიან მძიმედ გადაიტანა სიმართლე, თუმცა, თავიდან დავიწყებ...

აჭარაში ბევრი მრავალშვილიანი ოჯა­ხია.­ რაც უფრო მეტი შვილი ჰყავს ცოლ-ქმარს, მით უფრო პატივს სცემს მთელი სოფელი. მე და ჩემს ქმარს სკოლიდან გვიყვარდა ერთმანეთი. სკოლა რომ დაამთავრა, მითხრა,
გავიგე, შენს მშობლებს უნდათ, ვიღაც
მდიდარს მიგათხოვონ, ამას ვერ ავიტან, ამიტომ ჯობს, სანამ სკოლას დაამთავრებ, გამომყვეო. მეც ბევრი აღარ მიფიქრია, რადგან ნოდარის გარეშე ვერ წარმომედგინა ცხოვრება და გავიპარეთ. ცოტა ხანს ივიშვიშეს დედამ, ბებიამ და ნათესავებმა, მამამ კი თქვა, ვინც უყვარდა, იმას გაჰყვა და ღმერთმა ბედნიერი ამყოფოსო. ოჯახში მე მეექვსე, ნაბოლარა შვილი ვიყავი, მამის ნებიერა, ამიტომაც არავის გაჰკვირვებია, რომ მამა მალევე შეგვირიგდა და დიდი ქორწილიც გადაგვიხადა­. ნოდარის ოჯახიც მრავალშვილიანი იყო - უფროსი ძმა და სამი და ჰყავდა, ყველა დაოჯახებული. უფროს ძმასაც სიყვარულით ჰყავდა ცოლი მოყვანილი, მაგრამ შვილი არ უჩნდებოდათ და ეს იყო ჩვენი დიდი ოჯახის სადარდებელი. სამაგიეროდ, მე მივაყოლე და ოთხი გავაჩინე, მეტს კი აღარც ვაპირებდი. მართალია, დედამთილი მეხმარებოდა, მაგრამ 22 წლის გოგოს მაინც მიჭირდა ამდენი ბავშვის მოვლა-პატრონობა... როცა ბავშვები წამოიზარდნენ­ და უმცროსი ხუთის გახდა, დედამთილმა თავისთან მიხმო, შენთან სერიოზული საქმე მაქვსო. ისეთი დრო შეარჩია, როცა სახლში არავინ იყო, მერე კი, გაბზარული ხმით, თავისი ტკივილი და ჩანაფიქრი გამანდო: კი იცი შენ, რომ ჯემალიკო და ციალა 12 წელია ერთად არიან და ბავშვი არ უჩნდებათ. ისე უყვართ ერთმანეთი, ვინ გოუბედავს ჩემს შვილს, სხვა ქალი მეიყვანეო. ციალა გვეგონა უშვილო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯემალი ყოფილა. ბავშვის აყვანა უნდათ, მაგრამ სხვისი გენის და სისხლის რეიზა აიყვანონ, როცა შეიძლება, ჩვენი იშვილონ და გაზარდონ? მოდი, გააჩინე მეხუთეც და მიეცი იმ საწყლებს, დღე და ღამე შვილზე რომ ოცნებობენ, ხომ იცი, არაფერი მოაკლდება შენს პატარას, გააბედნიერებ ახლობელ ადამიანებს და თან შენ თვალწინ გაიზრდებაო...

ძალიან დავიბენი, მაგრამ მაზლიც და რძალიც ისე მიყვარდა, დავთანხმდი... სხვების თვალის ასახვევად, მაზლი და რძალი­ ვითომ სამკურნალოდ ცოტა ხნით თბილისში გადავიდნენ, მე კი ბოლო ოთხი თვე ბათუმში ვიყავი. ბავშვი რომ გავაჩინე, ისევ დედამთილის რჩევით, ძუძუც კი არ მოვაწოვე, რომ უფრო მეტად არ გამჭირვებოდა განშორება, მაგრამ სოფელს რას მოატყუებ? ხმამაღლა არაფერს ამბობდნენ, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ ჩემი და მათი გაუჩინარება ახალდაბადებულ თეაკოს უკავშირდებოდა, რომელიც ძვირფასი ძღვენივით მივართვი მაზლსა და რძალს. გაგიკვირდებათ და, ერთი პერიოდი კმაყოფილიც კი ვიყავი, ასე რომ გავაბედნიერე ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, მაგრამ, იცით, როდიდან გამიჭირდა? როცა თეაკო ატიტინდა და ბიცოლა-ბიძას დედიკო და მამიკო დაუძახა. იზრდებოდა ჩემი გოგო და იზრდებოდა ჩემი დარდიც. უკვე ვიცოდი, რომ ვერასოდეს ვაპატიებდი­ ჩემს თავს ასეთ ნაბიჯს. მას მართლაც ყველაფერი ჰქონდა. საქართველოში უკვე მძიმე დრო იდგა, თეაკოს კი არც ჩაცმა-დახურვა აკლდა, არც სწავლა-განათლება. ცეკვაზეც დაჰყავდათ, ინგლისურშიც ამზადებდნენ და თუ რამე შემოვიდოდა საქართველოში, პირველს მას ეცვა. თან მსიამოვნებდა, რომ დალხენილად იყო ჩემი შვილი, მაგრამ თან ვბრაზობდი... ზოგჯერ საკუთარი თავი მეზიზღებოდა.

ერთ დღესაც მოხდა ის, რაც ნებისმიერ დროს იყო მოსალოდნელი. თეაკოს ვიღაცამ "გაანდო" ჩვენი ოჯახის დიდი საიდუმლო: შენ რომ ბიცოს ეძახი, ის შენი დედაა, ბიძა კი - მამა, შენ ვინც ბიძაშვილებად მიგაჩნია, შენი და-ძმა არიანო. გაგიჟდა გოგო, ძალიან განიცადა. არავის დანახვა აღარ უნდოდა, არც "მშობლების", არც "ბიძა-ბიცოლის". მეგობართან იყო ერთი კვირა. მერე, როგორც იქნა, მოუბრუნდა გული გამზრდელ მშობლებზე, ბებიასაც აპატია, ბიოლოგიურ მამასაც... პატარაობიდანვე გიჟდებოდა "ბიძაშვილებზე" და ამ საიდუმლოს მერე უფრო მიეკედლა უფროს და-ძმას. მხოლოდ მე ვერ მაპატია. ერთადერთხელ დამიჯდა სალაპარაკოდ განაგრძეთ კითხვა
8062
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
რას არ გაიგებ
0
რა კარგია გააჩინე და მიეცი.. ჰმ .. თუმცა ყველაფერი ხდება და არსებობს თვით არარსებულიც კი.
18:43 / 07-09-2022
დათო
5
სად იზდებიან ასეთები! პაპუასები არ იქცევიან უკვე ასე! თუ დედამთილს უნდა თავად გაუჩინოს... საიდან მოზდით ასეთი აზრები... ან დედამთილი რა შუაშია შვილის ოჯახში რო ერევა... თავის შვილს და მის ოჯახს გამოდის პატივს არ სცემს... საოცრებაა მოკლედ...
18:58 / 27-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები