სველი ხელსახოცები ისედაც არ ყოფილა უსაფრთხო და კიდევ კარგი, არც მივძალებივარ ჩემს პატარასთან წავაწყდი სწორედ ასეთ პრობლემას – ნებისმიერი სველი ხელსახოცი კანს უღიზიანებდა. მოგეხსენებათ, ჩვილს ხშირად სჭირდება გასუფთავება, ჰიგიენის დაცვა. არადა, ზამთარში დაიბადა და დღეში რამდენჯერმე ძნელი იყო მისი წყლით დაბანა. არც პირობები მქონდა სათანადო და გაციებისაც მეშინოდა. მაშინ აღმოვაჩინე ძალიან მარტივი და შესანიშნავი საშუალება, რასაც ვურჩევ, ჩემს მდგომარეობაში მყოფთ – მაგალითად, აგარაკზე ან სხვაგან, სადაც ძნელია მაქსიმალური კომფორტის შექმნა ბავშვისთვის.
ყოველთვის მქონდა ჩაიდანში ან თერმოსში თბილი წყალი და როცა საჭირო იყო ბავშვისთვის საფენის გამოცვლა, ამისთვის განკუთვნილ პატარა ჯამში ვასხამდი თბილ წყალს, ვასველებდი მასში ჩვეულებრივ ბამბას და იმით ვწმენდდი პატარას. მერე ვამშრალებდი. დილა-საღამოს კი ჩვეულებრივ ვბანდი. არც ალერგიას აძლევდა არაფერზე, სუფთადაც იყო. მით უმეტეს, მერე გავიგე, რომ სველი ხელსახოცები ისედაც არ ყოფილა უსაფრთხო და კიდევ კარგი, არც მივძალებივარ.