დავოჯახდი და ამის გამო საკუთარი მშობლების წინააღმდეგ წასვლამ მომიწია 28 წლის თემო დიდი ხანი ფიქრობდა, სანამ ამ ისტორიას საზოგადოების წინაშე გამოიტანდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. სამი თვეა რაც დაოჯახდა და პრობლემის შესახებ უახლოეს მეგობარსაც ვერ უყვება.
- სამი თვეა რაც დავოჯახდი და ამის გამო საკუთარი მშობლების წინააღმდეგ წასვლამ მომიწია. მიზეზი ის იყო, რომ ჩემი მომავალი მეუღლე შვილიანი გახლდათ და ამის გაგონება მშობლებს სასტიკად არ უნდოდათ. ლენკა საერთო მეგობრების წრეში გავიცანი. არ დაუმალავს, რომ შვილი ჰყავდა. მეუღლეს დაშორებული იყო, თან ის ბიჭი ნარკომანი ყოფილა და ამათი გაყრიდან მალე გარდაცვლილა. ტირილით მომიყვა ყოფილი დედამთილი მადანაშაულებს, შენ რომ არ წასულიყავი, დღეს ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდაო.
- როგორც ვხვდები, მალე დაახლოვდით.
- გაცნობიდან ერთ კვირაში სიყვარული ავუხსენი. რაღაცნაირი გოგო აღმოჩნდა. თან ვითომ თავისუფალი, მაგრამ ზედმეტად ახლოს არ მიკარებდა. სახლში ბავშვთან ერთად ცხოვრობდა და არასოდეს მეპატიჟებოდა მარტოს თუნდაც ჭიქა ყავაზე. უხერხულია, მაგრამ გაცნობიდან ერთ თვეში კოცნაზეც ძლისვ დავითანხმე.
- ფიზიკური ურთიერთობა პირველ რიგში რას შეცვლიდა?
- ალბათ იმას, რომ დღეს მისი ქმარი აღარ ვიქნებოდი და საყვარლის სტატუსს იდეალურად მოვირგებდი. მე კი ისე მინდოდა მისი დაუფლება, რომ ყველაფერზე მზად ვიყავი. ცოლობა რომ ვთხოვე, თითქოს ელოდა, მაგრამ თან ძალიან გაუკვირდა. პასუხის მაგიერ მკითხა, ჩემმა მშობლებმა თუ იცოდნენ. რა თქმა უნდა, არ იცოდნენ, მაგის თქმას როგორ გავბედავდი. ბოლოს როდესაც ლენკას ცოლად მოყვანა გადავწყვიტე, მაშინაც ჩემმა დებმა უთხრეს და დღემდე ჩემი დანახვა არ უნდა არცერთს.
- ასე მძიმედ რატომ მიიღეს.