"არ ვიცი, რამდენ ხანს ვიცოცხლებ... ოჯახის წევრებმა სიკვდილამდე მიმიყვანეს..."
"არ ვიცი, რამდენ ხანს ვიცოცხლებ... ოჯახის წევრებმა სიკვდილამდე მიმიყვანეს..."
სამწუხაროდ, ეს ქალბატონი ოჯახის წევრების მხრიდან მორალური ძალადობის ჩვეულებრივი მსხვერპლია და სამწუხაროდ, მთავარ "დამნაშავეებად" ისევ ქმარის ოჯახში დამხვედრი ადამიანები გამოდიან. ბევრი ამბობს, რომ რძალ-დედამთილიანი აღარ არის აქტუალური, თუმცა ჩვენთვის მოწერილი წერილები თუ მათი გამოქვეყნების შემდეგ გაკეთებული კომენტარები საპირისპიროს ამტკიცებს. ძალიან მცირე პროცენტია რძლებისა და დედამთილებისა, რომლებიც ერთმანეთით კმაყოფილია, უმეტესობა კი პირს უკან ლანძღავს. რაც ყველაზე მტკივნეულია, არის ფიზიკური ზეწოლის, აგრესიის და ცოლ-ქმრის  ცხოვრებაში უხეშად ჩარევის ბევრი ფაქტი... ეს ქალბატონიც, რომელიც ერთ-ერთ ასეთ წერილს გამოეხმაურა, საკმაოდ მძიმე რეალობაში ცხოვრობს. იმედს ვიტოვებთ,
რომ მომავალი მაინც შედარებით ნათელი და მშვიდი ექნება:

„ყველაფერი, რაც მჭირს, ჩემმა დედამთილმა დამმართა. ჩემი ოჯახში მისვლის დღიდან წუწუნებდა, ვის არ უნდოდა ჩემი შვილი და ვინ შემომივიდა სახლშიო, გამუდმებით მგესლავდა, გული ამომომაჭამა. არაფერი არ მოსწონდა ჩემი გაკეთებული, მამამთილსაც და მულსაც ჩემ წინააღმდეგ განაწყობდა. ერთხელ მული სახლში მომივარდა და გამომიცხადა, ჩემს ძმას უნდა დაგაშოროო. 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი, ისე მომშალა ემოციურად თუ ფიზიკურად, მთელი დარჩენილი დრო მშობიარობამდე ტირილში გავატარე...
ბავშვი ისე დაიბადა, ნერვიული სისტემა არ ჰქონდა წესრიგში და დღემდე ვმკურნალობთ. მადლობა ღმერთს, ახლა უკეთაა. თუმცა მე მისმა ჯავრმა გადამიყოლა და ავთვისებიანი სიმსივნით დავაადდი... მკერდი
მომკვეთეს და ახლაც ქიმიაზე ვარ... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიცოცხლებ, მაგრამ ის მაინც არ ცხრება... მე მაგალითად ჯანმრთელი ვიყავიო, - გულს მიხეთქავს ასეთი შხამიანი ტექსტებით...
ვიცი, თავიდანვე არ უნდა ავყოლოდი, მაგრამ ბოროტებას ასე პირისპირ არასოდეს შევჯახებივარ.  ჩემი ქმარი კი ისე ჰყავს დედამისს დაჩიავებული, სიტყვას ვერ უბედავს. მასაც, ლოცვების წიგნი უჭირავს ხელში, ვითომ წმინდანია, სინამდვილეში კი...
მე თუ წავედი ამ ქვეყნიდან ნაადრევად, ჩემი პატარა შვილების ცოდვით არ გაახარებს უფალი..."
ტანჯული ქალი
10401
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (30)
Emili
0
Tu ded-mamis mxardacheris imedi gaqvs wadi da shen qmars tu col-shvili unda shentan mova.,sxva shemtxvevashi qmaric mtrad mogitrialdeba da cxovrebas jojoxedat giqceven.
20:07 / 26-02-2016
mmp
0
რა ვიცი რა ვტქვა. ადამიანებს უყვარტ ყველაფრის ატანა. ტუ ვერ ეწყობიტ მასჰინ იქნებ ჯობდეს ცალკე და სჰორს იცხოვროტ? მარა არის მრავალი მიზეზი რის გამოც ამჯობინებტ ვაი ცხოვრებას. პირველი მიზეზი კი დამოუკიდებელი ცხოვრების სჰისჰი. 1 სად ვიცხოვრო? 2 ბინის ქირა როგორ გადავიხადო? 3 სამსახური რომ დავიწყო ბავსჰვი ვის დავუტოვო და კიდევ მრავალი უაზრო ტავის სამარტლებელი მიზეზები. მე ბრწყინვალე დედამტილი მყავდა მარა სიტუაცია არ სჰეცვლილა საკუტარი დედა იყო მუდამ უკმაყოფილო და ყოველივე რასაც ხალხის ტვალის დასანახად აკეტებდა 100 ჯერ ცხვირიდან გვადენდა. ამიტომაც მოვკიდე ცჰემს ქმარსჰვილს ხელი და გადავიხვეწე მისგან სჰორს. სიმზიმეებიტ და გაცჰირვებიტ დავდექიტ ფეხზე და ეხლა სჰვილებსაც და რზალსიზესაც გვერდიტ ვუდგევარ უანგაროდ უკამატოდ დადაუმადლებლად. არცჰევანი მუდამ ცჰვენზეა რა ცხოვრება გვინდა.
20:15 / 18-06-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```