თბილისში მომხდარი შემაშფოთებელი ისტორია წერილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, ნამდვილად შემაშფოთა. 15 წლის ეკატერინე (კატო) თავის ისტორიას გვიყვება:
„2015 წლის აპრილის თვეში ბებო (დედაჩემის დედა) ავად გახდა და მშობლებმა მის საპატრონოდ სოფელში გამიშვეს. ჩვენი სოფელი ულამაზესი მთის ფერდობზეა, მაგრამ სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ბებოს წნევა აწუხებდა, ხშირად იწვა, მე სახლ-კარს ვპატრონობდი, საჭმელს ვამზადებდი, მასთან ერთად დიდ დროს ვატარებდი, წიგნები უყვარდა, ამიტომ პატარ-პატარა მოთხრობებსაც ვუკითხავდი. თუ ბებიას ეძინა, ტყეში ვსეირნობდი ან მეზობლებში გადავდიოდი. მართალია, სკოლას ვაცდენდი, მაგრამ ჩემი დამრიგებელი დედაჩემის დაქალი იყო და მასწავლებლებს თხოვდა ჟურნალში ჩემი გაცდენები არ აღენიშნათ.
ლაზარე ჩემი მეზობლის ბიჭი იყო, ბავშვობაში არავის ემეგობრებოდა, თავის თავში ჩაკეტილიაო, ხშირად ამბობდნენ. ერთ-ერთ წვიმიან დღეს, ტყეში შემთხვევით ერთმანეთს შევეჩეხეთ. ორივე დავიბენით. მე მივესალმე, მან კი მომიკითხა. ძალაუნებურად საუბარი გავაბით და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი საერთო გვქონდა. ლაზარე ჩემზე ორი წლით უფროსია. მსმენია, რომ ჩვენს ასაკში ჰორმონები საღ გონებას სჯობნის და თინეიჯერები სულელურ საქციელებს ჩავდივართ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მეც დიდ შეცდომას დავუშვებდი.
მე და ლაზარე ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდით, შეშას მიჩეხავდა, საქონელს უვლიდა, რითაც შეეძლო მეხმარებოდა. ბებია ნელ-ნელა გამოკეთდა. ჩემი წასვლის დრო ახლოვდებოდა. ერთ დღეს ნალიაში ავძვერით, ჩვენს ოცნებებზე და სიყვარულზე ვლაპარაკობდით. ვუთხარი, რომ თბილისში დაბრუნება მიწევდა. მაკოცა და დარჩენა მთხოვა. მართალია, სწავლა დიდად არ მსიამოვნებდა, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ სკოლა უნდა დამემთავრებინა. ჩვენს სოფელში კი სასწავლო დაწესებულება, რა თქმა უნდა, არ იყო. კოცნაში ავყევი, რადგან არ მეგონა, ძალიან ღრმად თუ შევტოპავდით....
ორ დღეში დედაქალაქში დავბრუნდი. ყოველთვის არეული ციკლი მქონდა, ამიტომ თავიდან ვერც მივხვდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. გულისრევა და თავბრუსხვევა რომ დამეწყო, შევშინდი და ჩემს უფროს მეგობარ, თიკას ორსულობის ტესტის ყიდვა ვთხოვე. ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ძალიან შევშფოთდი, მაგრამ ვიმედოვნებდი რომ ტესტი შეცდა.
მშობლებისთვის არაფერი მითქვამს, როგორ გავუმხელდი, რომ რამდენიმე კვირის გაცნობილ ბიჭთან, 15 წლის ასაკში, ჯვრისწერის გარეშე სექსი მქონდა? განაგრძეთ კითხვა