"ცუდად ვიქცევი, სამაგიეროს რომ ვუხდი ნათესავებს, მაგრამ ის მეზობელი ჩემთვის უფროა ნათესავი!"
"ცუდად ვიქცევი, სამაგიეროს რომ ვუხდი ნათესავებს, მაგრამ ის მეზობელი ჩემთვის უფროა ნათესავი!"
სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ძალიან ხშირია, როცა ოჯახში გადაჭარბებულ ყურადღებას აქცევენ ვაჟს, ხოლო ქალიშვილს ხანდახან ყურადღების ღირსადაც არ ხდიან. ხანდახან ნათესავების მხრიდანაც კი იგნორირებულია ხოლმე გოგონა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომელზეც ჩვენმა მკითხველმა გვიამბო:

"მე პირადად მართლა დაჩაგრული ვიყავი ოჯახში, იმიტომ რომ უმცროსი ვიყავი და თანაც - გოგო! მშობლებიდან დაწყებული ბებიით დამთავრებული სულ ჩემი ძმა იდგა ყურადღების ცენტრში! საჩუქრები იყო თუ ნივთების ყიდვა, ჯერ ჩემს ძმას და მერე, თუ რამე დარჩებოდა - მე!ძალიან მწყდებოდა გული, განსაკუთრებით, როცა 15 წლის გოგოს 10-ლარიანი
ფეხსაცმელი მეცვა და ჩემი ძმისთვის 70-ლარიან ბოტასებს ყიდულობდნენ, ის ბიჭია და უნდაო, არადა 1 წელი იყო ჩვენ შორის სხვაობა! რა, გოგოს არ უნდა? ნათესავებიც კი, თუ ვინმე საზღვარგარეთ იყო, ყველა გაიძახოდა: უი, ზუკას ამას გამოვუგზავნით და იმას, მე არავის ვახსოვდი!
დღეს თვითონ ვარ დედა და მალე მეორე მეყოლება. ვერც წარმომიდგენია, შვილი ასე დავჩაგრო! არც ერთ ნათესავთან არ მაქვს კავშირი, საზღვარგარეთ ვცხოვრობ და აქ რომ წამოვედი და ცხოვრება ავიწყვე, მერე გავახსენდი ყველას! ზაფხულში რეზინის "ტაპკებით" რომ დავდიოდი 16 წლის გოგო და ჩემი ნათესავები ფულით სკდებოდნენ, მაშინ არავის ვახსოვდი! ახლა მსაყვედურობენ, ერთს არ დარეკავ და არ
გაგახსენდებითთ.
ამას წინათ ერთს ვუთხარი, როგორც მე გახსოვდით, ზუსტად ისე მახსოვხართ-მეთქი და მამიდაჩემმა ტირილი დაიწყო! დედაჩემი ახლა კი ხვდება, რაც გამიკეთა ბავშვობაში, მაგრამ გვიანია! მთელი ბავშვობა არავის ვაინტერესებდი, სულ ჩემს ძმას პატიჟებდნენ ზაფხულობით აგარაკებზე, მე არავის ვახსოვდი, დღეს არც მე მჭირდება არავინ!
ერთი მეზობელი მყავდა, რომელსაც მართლა ვეცოდებოდი და მისი შვილის რაღაცეებს მჩუქნიდა. იმას დახმარება რომ დასჭირდა, ევროპაში სესხი ავიღე, სიცოცხლეს მივცემ, რომ დასჭირდეს... ნათესავებმა მისაყვედურეს, ჩვენ ყურადღებას არ გვაქცევ და იმას რატომ მიეცი ამდენი ფულიო... ვიცი, ცუდად ვიქცევი, სამაგიეროს რომ ვუხდი ნათესავებს, მაგრამ ის მეზობელი ჩემთვის უფროა ნათესავი, ვიდრე ჩემი ღვიძლები! ნუ დაანაწილებთ ბავშვებს, მშობლებო და ნათესავებო! სიყვარული ყველა ბავშვს ერთნაირად სჭირდება და ყურადღებაც!"
9535
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
mariko
0
კი მე ბევრი ვიცი ასეთი სიტუაცია ერტი ეცოდებატ რაგაცის გამო და მასზე არიან გადაყოლილები და ამ დროს მეორეს აკლდება ყურადგებაც და სიყვარულიც მიტომაც იზრდებიან კომპლექსებიტ
01:26 / 02-07-2016
lika
0
რა სისულელეა, თუ ადამიანი შვილებს არჩევს ვერ იქნება კარგი მშობელი ვერც ბიჭისთვის ვერც გოგოსთვის, გოგო ვარ მაგრამ მამაჩემი გიჟდება ჩემზე. დაც მყავს და ძმაც,ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ახლობელი ადამიანები.
17:06 / 01-07-2016
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი