"დედებო, შვილები ცემას და შეურაცხყოფას არასდროს გაპატიებენ"
"დედებო, შვილები ცემას და შეურაცხყოფას არასდროს გაპატიებენ"
ჩვენს საიტზე ყოველთვის განსაკუთრებული გამოხმაურება აქვს სტატიებს, სადაც მშობლებისგან გულნატკენი შვილების ამბებია აღწერილი. ეს შვილები დღეს თავად არიან მშობლები ან ბებია-ბაბუები, მაგრამ მშობლების წყენა იმდენად ღრმად აქვთ გულში, რომ საოცარ, სულისშემძვრელ ამბებს იხსენებენ. ესეც ერთ-ერთი გამოხმაურებაა სტატიაზე "ფიზიკური დასჯა ბავშვის თვალებით - ყველა მშობლის საკითხავი".

"40 წლის ქალი ვარ, დედა 60-ის. მთელი ბავშობა მცემდა, საზიზღარს, საშინელს მახინჯს და კიდე უამრავ რამეს მეძახდა. მეუბნებოდა რომ არ ვიყავი სიხარულის ღირსი და არ გავიხარებდი. უბედური იქნებოდა ის ოჯახი სადაც მე შევიდოდი. არასოდეს არ
ჯეროდა ჩემი სიმართლის, ყოველთვის და ყველგან მე მამტყუნება. ცამდე მართალიც რომ ვყოპილიყავი. ეს ხდებოდა იმიტომ რომ არ მოწონდა ჩემი დალაგებული, თვითონ არასოდეს არ ალაგებდა. არ მოწონდა როცა მის უაზრო ფულის ფლანგვას ვეწინააღმდეგებოდი და სახლში ლამაზი ფარდის ან თეფშის ყიდვას ვთხოვდი. კარებისკენ გაიშვირდა თითს და მეუბნებოდა რომ მივბრძანებულიყავი თუ მისი წესები არ მომწონდა. აი ესე დავკარგე თავის რწმენა. 30 წლის გაუთხოვარი გადმოვიხვეწე საქართველოდან. ვირივით ვმუშაობ და მთელ ფულს მას ვუგზავნი რომ ჩემსავით დაკომპლექსებული და დანევროზებული და, რომელიც 10 წელია ნევროპათოლოგთან ინტენსიურად მკურნალობს, და დედას არაფერი მოვაკლო. არაფრით არ გამიხარია აქამდე, მარტო ვწვალობ და სულ
მათ ვუგზავნი. ეხლა რომ ვუსმენ როგორ ხოტბას მასხამს ნერვები მეშლება. მისგან ეხლა სიყვარული , მოფერება და გვერდში დგომა უკვე თამაში მგონია. მე ხომ დედისგან ნდობა, სიყვარული და პატივისცემა საერთოდ არ მქონია როცა მჭირდებოდა. აბა ეხლა ტელეფონზე რაღად მინდა. თვითონ იყოს კარგად თორემ მე სულ მარტო მივეჩვიე ჩემი ცხოვრების ტვირთის თრევას, რომელსაც ის არასოდეს მიმსუბუქებდა. დედებო, შვილები ცემას და შეურაცხყოფას არასდროს გაპატიებენ".
13052
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
გოგა
0
პრობლემა ის არის, რომ ერთი და ორი საქმეს ვერ გამოასწორებს, მაგრამ თუ ერთი და ორი დაიწყებს, ნელ-ნელა გამრავლდება საზოგადოებაში მენტალიტეტი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ბავშვი მხოლოდ სიყვარულით უნდა აღზარდო. ის ჯერ პატარაა, მაგალითებით და მიმბაძველობით სწავლობს, რასაც ასწავლიან, იმას სწავლობს, მერე იწყებს გაანალიზებას და უჩნდება თავისი აზრი, რომელიც აქცევს პიროვნებად და თუ ბავშვს დაარტყამ, ის ძალადობას სწავლობს და რომ გაიზრდება, შედეგებზე აღარაფერს ვამბობ. ნუ გონია მშობელს, რომ მისნაირი უნდა გახდეს, ისწავლოს ის, რისკენაც აქვს მიდრეკილება და თუ რამე მშობელს არ მოწონს, ეს მშობლის პრობლემაა და არა შვილის. ჯერ დაანახეთ რისი სწავლა შეიძლება, მერე თვითონ აირჩევს, რომელიც მოეწონება და ასწავლეთ ის სიყვარულით, თან აუხსენით რა როგორ არის, მაგრამ დღეს ჯერ მშობლებმა უნდა ისწავლონ და მერე ასწავლონ ბავშვებს. თუ ყველა ბავშვი სიყვარულით აღიზრდება, მისი გარემოც სიყვარულით იქნება გარშემორტყმული და რომ გაიზრდებიან, სულ სხვანაირ სახელმწიფოს ჩამოაყალიბებენ, მუდმივად არ იქნებიან ჩვენი მთავრობის წევრები და მათ უნდა შეცვალონ ისინი, მაგრამ რასაც ხელისუფლებები გვასწავლიან, ეს არასწორია და სკოლიდან აჩვევენ უკვე ბავშვებს არასწორ მიმართულებებეს, მასწავლებლებმაც უნდა ისწავლონ ჯერ სწორად სწავლება და საერთოდ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს ქვეყანაში, რომელიც უყვარს. ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული ცხოვრებაში და როგორი ცხოვრებაც შევქმენით, ისეთში ვცხოვრობთ და ღმერთი არაფერ შუაშია აქ, ჩვენ ვანადგურებთ ყველაფერს კარგს, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს ყველა, მაშინაც კი, როდესაც ბავში იძულებით ასრულებს მშობლის მითითებებს, მაგრამ ბავშვზე მშობელი არ ფიქრობს, რადგან ის პატარაა და ფსიქოლოგიურ ტრამვას ღებულობს ამ დროს. არ უნდა ეჩხუბო, უნდა აუხსნა, უნდა მოანდომო ის, რომ არაფერი გააფუჭოს. ან თუ რამე გატეხა, მერე რა, ნივთი არაფერს ნიშნავს, გატეხოს, მაგრამ ამის გამო არ უნდა დასაჯო, კიდევ ვიმეორებ, რომ უნდა აუხსნა თუ რა ზიანი მიაყენა ამ საქციელით მან მშობლებს: ის, რომ გული ატკინა და ა.შ. მეორედ გაუფრთხილდება და აღარ გატეხავს, რადგან ეცოდინება, რომ ამით ის გულს ატკენს მშობელს. ჯერ სიყვარულის განცდა შეიძინოს ყველამ და მერე შექმნან ოჯახები, თორე ქვეყანა რომ იღუპება დავიჯერო მხოლოდ მე ვხედავ ამას? გამოსავალი არის ყოველთვის. ყველა საკუთარ თავზე რომ ფიქრობს, ეგრე არაფერი გამოვა, ჩვენ ერთმანეთზე უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ, რადგან ერთმანეთით ვქმნით ცხოვრებას. წარმოიდგინე, რომ მარტო ხარ დედამიწაზე, რას გააკეთებდი? დაიწყებდი შენნაირის ძებნას და როდესაც დარწმუნდებოდი, რომ ვერ იპოვე, მერე მოიწყენდი და რავიცი, ათას სისულელეს მოიფიქრებდი. ზუსტად ეგრეა ეხლა, ათას სისულელეს ფიქრობენ და შედეგად ხელოვნურ ინტელექტამდე მივიდა მსოფლიო, მალე რობოტები ჩაანაცვლებენ ადამიანებს და რა გამოვა? ჩვენ აღარ ვიქნებით, ისედაც აღარ ვიქნებით, დროებითია ეს ყველაფერი, მაგრამ სანამ ვართ, ვიყოთ უკეთესად და შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენი შვილების დამსახურებით.
23:21 / 29-07-2019
0
ახლა მაინც გაიაზრეთ,რომ დროა თქვენი ცხოვრება უკეთესი გახდეს! სისულელეა მთელი ცხოვრება ეგეთი დედის და თუნდაც ავადმყოფი დის რჩენას მიუძღვნათ, დაეხმარეთ მცირეოდენით,დანარჩენით კი საკუთარი ცხოვრება აიწყვეთ,თქვენ პირად ბედნიერებაზე იზრუნეთ,მორჩით წუწუნს და წადით წინ,მიაყარეთ მიწა იმას რაც იყო და რასაც არაფერი შეცვლის, მიხედეთ თავს,ვიდრე ახალგაზრდა ხართ და შეგიძლიათ!!!
16:20 / 27-07-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი