დედას რეაქცია არ ჰქონდა “უნივერსიტეტიდან მიკროავტობუსით მოვდიოდი. უკან იჯდა დედა 10 წლის შვილთან ერთად. ბიჭუნა წიხლებს იქნევდა და ბინძური ფეხსაცმლით თეთრ შარვალს მისვრიდა, თანაც ამას სპეციალურად აკეთებდა. ვფიქრობ, მოეწონა.
მე შევბრუნდი დედამისისკენ და ზრდილობიანად ვთხოვე ბიჭუნას დაწყნარება. რაზეც მან მიპასუხა, რომ თურმე, ბავშვს ზრდის რაღაც განსაკუთრებული მეთოდით, როდესაც ბავშვისთვის ყველაფერი ნებადართულია, არაფერს ვუკრძალავო და არ ვუბრაზდებიო...
ნაწყენი შევტრიალდი. უცებ გვერდით მჯდომი უცნობი ბიჭი ადგა, პირიდან გამოიღო საღეჭი რეზინი და შუბლზე მიაკრა დედას: „იცით, მეც ამ მეთოდიკით აღმზარდეს“, - თვალი ჩამიკრა და შემდეგ გაჩერებაზე მშვიდად ჩავიდა.