"გავყვებოდი, მაგრამ თავი მაქვს გასახმობი, ფეხები მქონდა გასაპარსი და მასე ხომ ვერ გავყვებოდიო?"
"გავყვებოდი, მაგრამ თავი მაქვს გასახმობი, ფეხები მქონდა გასაპარსი და მასე ხომ ვერ გავყვებოდიო?"
X კლასში ვიყავი, ჩემზე 2 წლით უფროს მეგობარ გოგონას რომ შეყვარებული ჰყავდა და გამუდმებით მასზე მიყვებოდა...
ჩუმჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს...
მაშინ ის დრო იყო, გოგო და ბიჭი ერთად რომ ვინმეს დაენახა, ომს გამოუცხადებდა გოგოს ოჯახი...
ჰოდა, ერთ საღამოს ასე შეხვდნენ და ღობეღობე და ბნელბნელი ქუჩებით მისეირნობდნენ და გოგოს ნათესავმა დაინახა...
აუუუ, პანიკაში ჩავარდა გოგო, ახლა მივა ჩვენებთან და ამბავს მიუტანს, მომკლავენ, სახლში რომ მივალო...
სხვა გზა არ იყო და ბიჭმა უთხრა,
- გავიპაროთ, ცოლად გამომყევი, რომ ჩხუბს გადარჩეო...
გოგომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა...
არაფრით გაჰყვა...
- მირჩევნია, მომკლან შინო.
ბიჭმა დაუჩოქა, ოღონდ გამომყევი, ცივ ნისვს არ მოგაკარებო...
ვერ დაითანხმა...
მეირე დღეს მეგობარმა ტირილით მომაკითხა სკოლაში და სლუკუნით მომიყვა ყველაფერს...
- რატომ არ გაყევი, ხომ გიყვარს-მეთქი და - გავყვებოდი, მაგრამ თავი მაქვს გასახმობი, ფეხები მქონდა გასაპარსი და მასე ხომ ვერ გავყვებოდიო?
მაშინ არც ის დრო იყო, შეყვარებულთან ისე ახლოს ყოფილიყავი, ამ თემაზე გელაპარაკა...
მოკლედ, ამ ბიჭს ვერც მიზეზი უთხრა, რატომ არ გაჰყვა და ისიც გაიბუტა და ერთ კვირაში დაქორწინდა სხვაზე...
ძლივს გადაიტანა ამ ჩემმა მეგობარმა ეს ამბავი, მაგრამ გავიდა დრო და მოუშუშდა იარა...
თუმცა,
ჩვევად ექცა და ყოველ საღამოს იპარსავდა ფეხებს... მაგრამ ამაოდ...
გასათხოვარია დღესაც...
ბიჭს კი შვილიშვილები ჰყავს უკვე...
ჰოდა, ამ ბიჭმა ფეუსბუკზე მოძებნა ძველი შეყვარებული და კი ღუღუნებენ გემრიელად...
ახლა ის კაცი ცოლს ღალატობს და ეს ქალი - პრინციპებს და ბავშვის ყოლასაც აპირებენ...
პ.ს. რა ხშირად ხდება, როცა გაუმართლებელი სიყვარულის მონაწილენი წლების მერე პოულობენ ერთმანეთს...
ადამიანთა თითქმის 90% იქცევა ასე თურმე...
რისი ბრალია, ნეტავ?
მარი ჯაფარიძე
51917
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
gvsnca
3
ვინ უყურებს პირველ ღამეს ფეხებს:D ეტყობა იქაც ჯეჯილი ქონდა გაშენებული.ეტქვა ამაღამ ვერაოოო შიში მაქვსო და დაეძვრინა თავი. მერე რაღაცას იზავდა:Dეხ ბედი არიყო თორეეე
18:34 / 04-11-2016
nino
5
მეც მომივიდა ზუსტად ასე.სირცხვილით მაგას როგორ ვეტყოდი. ცოლი არ მოუყვანია მაგრამ .სხვასთან დაიწყო სიარული.არასერიოზულად აღმიქვა.თვეობით არ მირეკავდა და აღარ მაქცევდა ყურადღებას.დამიკიდა რა.ძალიან მეტკინა გული. ავდექი და გამწარებულმა პირველივე თაყვანისმცემელს გავყევი.დამირეკა და დაბრუნება მთხოვა მეხვეწებოდა არ გამწიროო რადგან შენ ფასს ვერ ვხვდებოდიო.მაგრამ ვეღარ ვენდე.რომ არ გამოსულიყო ყველაფერი ისე სახელს ვეე რ შევირცხვენდი თუმცა ძალიან მიყვარდა და ეხლაც რომ დავინახო ალბად ჩავიკეცები.ვნანობ რომ ვიჩქარე.არც ბედნიერი ვარ. სამწუხაროდ ასეთი რამეებიც ხდება. არვიცი ვიქნებოდი კი ბედნიერი? მაგრამ ყოველთვის გგვგონია ისე რომ მოვქცეულიყავი უკეტ ვიქნებოდიო.მაგრამ ეს არავინ იცის.
18:31 / 04-11-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?