როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვმა ფული დახია - რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვმა ფული დახია - რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს
ძალიან პატარამ უფროსების საუბარში მოვისმინე, რომ ვინმე ეკა დეიდას ქმარი ძალიან ბევრ ფულს "ჭამდა", ეკა დეიდას აღშფოთებისა და ცრემლების ფონზე დავასკვენი, რომ ეს საშიში რამ იყო. შემდეგ დედას ვკითხე, "მამაც ჭამს ფულს-მეთქი?"" დედამ სასხვათაშორისოდ მიპასუხა " კი, როგორ არა, აბა რას შვება მეგობრებთან ერთად?" ჩემმა პატარა ტვინმა რამდენჯერმე წარმოიდგინა ფულის "ჭამის" ეს კოლექტიური სცენა და მახსოვს ერთხელ წითელ კუპიურასაც გავუსინჯე გემო. საბედნიეროდ, ჩავთვალე რომ, ეს მხოლოდ დიდი კაცების საქმე იყო და ამით ჩემი ჯანმრთელობა არ გართულებულა.
სამაგიეროდ, ფულისა და პატარა
ბავშვის ურთიერთობა ყოველთვის უმტკივნეულოდ არ სრულდება. ცნობისმოყვარე პატარები მონდომებით ათვალიერებენ, პირისკენ მიაქანებენ და უფრო ხშირად კი ხევენ საინტერესო უცხო "ქაღალდებს".
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დედამ ნაკუწებად ქცეული ფულის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მისი 2 წლის შვილის "ნავაჟკაცარი" აღმოჩნდა. დედა წუხდა, რა შეიძლება შველებოდა დაქუცმაცებულ და ნახევრადშეჭმულ 500 ლარს... ჩავთვალეთ, რომ ეს ბევრი მშობლისთვის ნაცნობი პრობლემა იქნებოდა და ვეცადეთ, პასუხი გაგვეცა ამ კითხვისთვის.
თუ თქვენმა პატარამ ფული დახია, ან დააზიანა, გამოსავალი არსებობს... თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუპიურის 51 პროცენტზე მეტს მოიძიებთ, ანუ ნახევარზე მეტს მაინც თუ შეაწებებთ და შეაკოწიწებთ. როგორც " საქართველოს ბანკში"
განმარტავენ, ასეთი მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ მოქალაქემ ორჯერ არ მოახერხოს დაზიანებული კუპიურის გამოცვლა. ანუ, "ნაწილის" ერთ ბანკში და მეორე "ნაწილის"" სხვა ბანკში "გასაღება". დახეული ფულის გამოცვლის სურვილით მივმართეთ ოთხ კომერციულ ბანკს. ოთხივე მათგანმა გამოთქვა მზაობა ფულის გამოსაცვლელად, ყოველგვარი პროცენტის ჩამოჭრის გარეშე. თუმცა როგორც "საქართველოს ეროვნული ბანკის" ოფისში აცხადებენ, ეს კომერციული ბანკებისგან მხოლოდ კეთილი ნებაა, მათთვის კი, კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. დაზიანებული კუპიურის მიტანა შეგიძლიათ სანაპიროს 2 ნომერში "საქართველოს ეროვნულ ბანკში."
რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, მისი დახევის შემთხვევაში ვერაფერი გიშველით. "საქართველოს ეროვნული ბანკს "" უცხოურ ვალუტასთან არანაირი შეხება არ აქვს. კომერციულ ბანკები კი დახეულ ვალუტას საერთოდ არ ღებულობენ, საშუალო ცვეთის ან დაზიანების შემთხვევაში, მათი ნაწილი, 10 პროცენტიანი საკომისიოს აღების შემთხვევაში, ახდენს ეროვნულ ვალუტაში კონვერტაციას. მოკლედ, ჯობია ისევ ფულს გაუფრთხილდეთ, ვიდრე მისი აღდგენის გზები ეძებოთ...
სხვათაშორის, პატარებზე მეტად, ჩვენი საფულე ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც იზიდავს... ასე რომ, ვთანხმდებით - ფულს შენახვა უყვარს!!!



4664
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი