„ნეტა ავად ვიყო... დედას უფრო ვეყვარებოდი...“ - პატარა ბიჭუნას ამაღელვებელი წერილი
„ნეტა ავად ვიყო... დედას უფრო ვეყვარებოდი...“ - პატარა ბიჭუნას ამაღელვებელი წერილი
სამწუხაროდ, ხანდახან ისე ხდება, რომ მშობლები ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად შვილებს ერთმანეთისგან არჩევენ, ან უბრალოდ ყურადღებას და სიყვარულს ვერ ანაწილებენ სწორად. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგმა ვრცლად ისაუბრა და მათ შორის ისეთ შემთხვევაზეც, რომელზეც ახლა ეს პატარა ბიჭი გვიამბობს (იხილეთ სტატია ვრცლად).
იმედია, მშობლები, რომლებსაც ეცნობათ საკუთარი სიტუაცია, გაითვალისწინებენ ამ ჩანაწერს, რომელსაც მისი და დედამისის ნებართვით ვაქვეყნებთ... წერილი 10 წლის ბიჭმა დაწერა და დედამ რომ ნახა, ბევრი იტირა... მერე ორივემ გადაწყვიტა, სხვებისთვისაც წაეკითხებინათ, რათა გაითვალისწინონ მათი შემთხვევა და მისი გადაწყვეტის
გზებიც ურჩიონ ისევ მშობლებმა:

"ალბათ უნდა მიხაროდეს, რომ ჯანმრთელი ვარ და არაფერი მჭირს. მაგრამ სულაც არ მიხარია... წუხელაც დამესიზმრა, ვითომ კოჭლი ვიყავი და მშობლები ხელით დამატარებდნენ. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერც აღვწერ...
ბევრჯერ მესიზმრება ასეთი რამეები. და სულ ვფიქრობ, ნეტავი გიოსავით მეც ავადმყოფი დავბადებულიყავი... გიოს დედა და მამა სულ თავს ევლებიან - ხან ექიმებში დაატარებენ, ხან სასეირნოდ დადიან ერთად (მისთვის ეს აუცილებელია), ხან მასაჟისტები მოჰყავთ მისთვის... მთელი ყურადღება და სიყვარული გიოსია... მეც მათთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ დედა ფიქრობს, რომ უკვე დიდი ბიჭი ვარ და შემიძლია, საკუთარ თავს მივხედო. ჩემით ვაკეთებ ყველაფერს, დილით ვემზადები, ვსაუზმობ,
დავდივარ სკოლაში, მაღაზიაში, ვმეცადინეობ, საღამოს მივდივარ სპორტზე... სინამდვილეში, მარტო ვიზრდები, რადგან დედიკო და მამიკო ან სახლში არ არიან გიოს გამო, ან სახლში არიან, მაგრამ მაინც სულ გიოსთან ატარებენ დროს...
განა არ მეცოდება გიო, ასეთი როა. მაგრამ მშურს მისი... დედიკო და მამიკო მთლიანად იმისები არიან, უფრო უყვართ, უფრო ეცოდებათ, სულ მასზე მსჯელობენ და სულ მას დასტრიალებენ... ნეტავ, მეც ავად ვიყო გიოსავით, დედას და მამას ხომ მეტად ვეყვარებოდი და მომივლიდნენ..."
23550
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნინო
0
ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ძმის სიყვარული რა კავშირშია დედ-მამის სიყვარულთან? ბავშვი მშობლის ყურადღების ნაკლებობას განიცდის. გასაგებია მეორე ავადაა და მეტი ყურადღება სჭირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჯანმრთელ ბავშვს ყურადღება არ მიაქციო. სითბო და სიყვარული ყველას სჭირდება.
18:45 / 26-03-2017
მანანო
2
აჰა.... აი თემა რომელსაც სულ ველოდი.მადლობა ლელა. დავიწყოთ იქიდან რომ,ეს ბიჭი,რომელიც 10 წლისაა,ეგოისტობს და შურს....მხოლოდ იმიტომ რომ,მას არ მისცეს საშუალება ეზრუნა თავის ძმაზე.... ის გარიყულია ოჯახის ყოველდღიური,უმნიშვნელოვანესი საქმიანობიდან... მან არ იცის რომ უნდა თავადაც იზრუნოს თავის ძმაზე. ანუ აქ მშობლების ბრალეულობა იმაში კი არაა რომ ერთ შვილს ყურადღება მოაკლდა... არა... ის რომ ვერ დააკავშირა ბავშვები ერთმანეთს,სიყვარული ზრუნვაა... ამ ბიჭმა არც ის იცის რომ,ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავისთვის დამღუპველია,რომ ადამიანი გაჩენილა ერთადერთი მისიით,ემსახუროს ღმერთს და ადამიანებს... ეკლესიას მოწყვეტილი,სულიერება ნაკლული ოჯახი ასე მახინჯდება... "სამ ზა სებია" არაა სწორი აზროვნება.... ჯობია ასწავლოთ შვილებს ერთმანეთზე ზრუნვა... ეს ბიჭი რომ ჩართონ დედმამამ პატარას მოვლაში... რომ გააკეთებინონ რაიმე... დაავალონ... ნახავთ შედეგს... სულ რაღაც 2 ან სამ თვეში.... სამყაროს ერჩივნება თავისი ძმა და ასეთი უგუნური აზროვნებაც შეეცვლება.... როცა განსაცდელია ოჯახში... როცა მოავადეა ვინმე.... ყველა წევრი ვალდებულია იზრუნოს მასზე.... ჩემთან ასეა...ჩემი გიო სულს ურჩევნიათ თავის უფროს და ძმას.... არასოდეს დაუწუწუნიათ ყურადღების ნაკლებობაზე... რადგან თავადაც ზრუნავენ მასზე!
12:06 / 26-03-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი