"რა სიამოვნებით ვიტყამპალებდი გუბეებში, გული მწყდება, რომ ჩემმა შვილებმა ბევრი რამ არ იციან"
"რა სიამოვნებით ვიტყამპალებდი გუბეებში, გული მწყდება, რომ ჩემმა შვილებმა ბევრი რამ არ იციან"
რა სიამოვნებით ვიტყამპალებდი გუბეებში ნეტავ ჩემი შვილების ხელში პლანშეტი და ტელეფონი არ დამანახა და რას არ დავთმობდი... ნეტავ იცოდნენ, რომ ეს სიგიჟეები ალამაზებს ბავშვობას, ეს საოცარი მოგონებები გვეხმარება დიდობაში სიძნელეების დაძლევაში, გადატყავებული მუხლები და იდაყვები გვაძლევს გამოცდილებას და არა ქაუნთერი ან ჯეტია (თუ რაღაც ჯანდაბა). გული მწყდება, რომ ჩემმა შვილებმა არ იციან, როგორი გემრიელია მეზობლის ბაღში მოპარული ბალი და ყანაში მოტეხილი სიმინდი, არ იციან რა საოცარი შეგრძნებაა მეზობლის ჭიშკარზე გაფარებული ფარდის უკან რომ იმალები და გული გიფანცქლებს, რადგან კონცერტისთვის ემზადები.
ეჰ, კიდევ იმდენი რამე არ იციან...
მერი ბლიაძე
წაიკითხეთ ასევე: 5 რჩევა მშობელს, თუ ბავშვს სველ ამინდში ფეხები დაუსველდა
6430
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ზურა
0
ნუ გამოხტებით ხოლმე მორალისტები.ცხოვრება და ეპოქა მოვიდა ასეთი.უცხო არავისთვისაა, რომ დღევანდელი ბავშვების ინტერესის სფერო ძირითადად ტექნიკაა. არ მითხრათ ეხლა, რომ თქვენი შვილები კომპიუტერს არ ეკარებიან და მთელი დღე ქვიშაში და ტალახში თამაშობენ. უსაქმურები ხართ და მარტო სხვისი ჭკუის სასწავლებლად ხართ დაბადებული.
14:15 / 13-04-2017
123
0
ვაიმე გამოართვი ეგ პლანშეტი მერე და შეუქმენი ნორმალური ბავშვური გარემო. მაგრამ თავს რომ გაბეზრებს მაგით იშორებ თავიდან და შენ როცა გინდა თვითონ აღარ უშვებს ხელიდან და ასე....
13:58 / 13-04-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი