ნეტავ ჩემი შვილების ხელში პლანშეტი და ტელეფონი არ დამანახა და რას არ დავთმობდი... რა სიამოვნებით ვიტყამპალებდი გუბეებში ნეტავ ჩემი შვილების ხელში პლანშეტი და ტელეფონი არ დამანახა და რას არ დავთმობდი... ნეტავ იცოდნენ, რომ ეს სიგიჟეები ალამაზებს ბავშვობას, ეს საოცარი მოგონებები გვეხმარება დიდობაში სიძნელეების დაძლევაში, გადატყავებული მუხლები და იდაყვები გვაძლევს გამოცდილებას და არა ქაუნთერი ან ჯეტია (თუ რაღაც ჯანდაბა). გული მწყდება, რომ ჩემმა შვილებმა არ იციან, როგორი გემრიელია მეზობლის ბაღში მოპარული ბალი და ყანაში მოტეხილი სიმინდი, არ იციან რა საოცარი შეგრძნებაა მეზობლის ჭიშკარზე გაფარებული ფარდის უკან რომ იმალები და გული გიფანცქლებს, რადგან კონცერტისთვის ემზადები. ეჰ, კიდევ იმდენი რამე არ იციან...
მერი ბლიაძე
წაიკითხეთ ასევე: 5 რჩევა მშობელს, თუ ბავშვს სველ ამინდში ფეხები დაუსველდა