"15 წლისას ორი შვილი მყავდა... ახლა 24 წლის ვარ და მეხუთე შვილზე ვარ ორსულად" - ქართველი გოგონას ნაამბობი
"15 წლისას ორი შვილი მყავდა... ახლა 24 წლის ვარ და მეხუთე შვილზე ვარ ორსულად" - ქართველი გოგონას ნაამბობი
სამწუხაროა, მაგრამ ნაადრევი ქორწინების თემა საქართველოში კვლავაც საკმაოდ აქტუალური და ამოუწურავია. არა მხოლოდ წარსულის, თანამედროვე ამბებიც სულის შემძვრელია. ყოველ ახალ სტატიას აღნიშნულ თემაზე ახალ-ახალი გამოხმაურებები მოჰყვება ხოლმე და მორიგ გამაოგნებელ ამბავს ვისმენთ. ამჯერად წარსულში ჩვენი უახლოესი წინაპრების ნაადრევ ქორწინებებზე ნაამბობს (იხილეთ სტატია), რამდენიმე კიდევ უეფო საინტერესო ისტორია მოჰყვა. ერთი ალბათ განსაკუთრებულია და ამიტომაც, მასზე ცალკე უნდა დაიწეროს.

ეს გოგონა 24 წლის თიკოა. როგორც თავად გვიამბო, 15 წლისას უკვე 2 შვილი ჰყავდა. ახლა კი 24 წლისაა და მეხუთე შვილს ელოდება.

"13
წლის ვიყავი, ჩემმა ქმარმა რო მომიტაცა. ის 14 წლის იყო. შეყვარებულები ვიყავით, თუმცა ჩემები იყვნენ წინააღმდეგი. მათემატიკაზე დავდიოდი და გაკვეთილის მერე მომიტაცა. ახლაც უდევს მანქანაში ჩემი მათემატიკის წიგნი...
კარგა ხანს ვერ მომაგნეს და მართალია, მეც არ მინდოდა გათხოვება, უარი რომ მეთქვა, ციხეში გაუშვებდნენ და ამიტომ ბოლოს ვთქვი, რომ ჩემი ნებით გავთხოვდი.
საკმაოდ მალე დავორსულდი, თუმცა სკოლაში სიარული არ შემიწყვეტია. სანამ სკოლას დავამთავრებდი, მეორეც მეყოლა. თუმცა ვერ გეტყვით, რომ სწავლაში ხელი შემეშალა - დედამთილი ყველაფერში მეხმარებოდა. პირველი შვილი რომ მყავდა, სულ ვამბობდი,
ღამე არ ტირის-თქო, თავს ვიწონებდი. არადა, თურმე ჩემს დედამთილს გაჰყავდა და მთელი ღამე ის უვლიდა, რომ მე არ შევწუხებულიყავი.
სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ამასობაში მესმაე მეყოლა. ახლა 24-ის ვარ და მეხუთე შვილს ველოდები... თან მილებს ვიკეტავ...
ახლანდელი გადასახედიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ძალიან ადრე იყო ეს ყველაფერი. მე უბრალოდ გამიმართლა, რომ კარგი ოჯახი შემხვდა. ჩემი ქმარი ჩემზე გაცილებით მომზადებული იყო და უფრო მალე შედგა მამად... და პრაქტიკულად, დედამთილმა გამიზარდა შვილები. რეალურად, მეოთხე რომ გავაჩინე, მაშინ გამიჩნდა ნამდვილი დედობის განცდა.
ერთადერთი, რაზეც მწყდება გული, საზღვარგარეთ სწავლა მინდოდა და ვერ შევძელი".

53752
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (18)
tengo
1
შენნაირი ლამაზი გოგონები გვიმრავლოს ღმერთმა გენაცვალე
12:11 / 12-07-2018
ბელა
2
მიხარია ასეთ მასალას რომ აღმოვაჩენ! უფრო მეტი დაბეჭდეთ მგავსი ისტორიები! ბედნიერება და წარმატებები ცხოვრებაში!!!!!
23:12 / 24-06-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?