გამოცდილებამკითხველების ამბები
"40 წლისა გავხდი დედა... შვილის გაჩენის გამო დავთანხმდი უსიყვარულო ურთიერთობას..."
"40 წლისა გავხდი დედა... შვილის გაჩენის გამო დავთანხმდი უსიყვარულო ურთიერთობას..."
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიას მეანგინეკოლოგის ნააზრევის შესახებ (იხილეთ სტატია), რამდენიმე კომენტარი მოჰყვა საიტსა და ფეისბუქზე. ერთ-ერთი კომენტარი-ამბავი საჭიროდ ჩავთვალეთ, გამოგვექვეყნებინა და ამ ქალბატონის ამბავი მკითხველისთვისაც მოგვეყოლა.

"40 წლის ასაკში გავხდი დედა, მართალია, მთელი ცხოვრება მინდოდა გულით მყოლოდა შვილი, გავთხოვდი, მალევე დავშორდით, შვილის გაჩენის გამო კიდევ დავთანხმდი მეორე (უკვე უსიყვარულო) ურთიერთობას. ჩემს ცუდს ვამბობ, მაგრამ დროსა და სიტუაციში ვიჭედებოდი.
მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ორსულობა მქონდა ისეთი, მგონი ასეთი ჯანმრთელი არ ვყოფილვარ ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე.
მეორე ცუდს ვიტყვი, მთელი ცხრა
თვე არაფერს ვგრძნობდი ბავშვის მიმართ, რომელიც ჩემში იზრდებოდა, თავს ვიდანაშაულებდი კიდევაც ამის გამო, ხანაც ვსაყვედუროდბდი, რა ქალი და დედა ვარ, თუ ამას ყველა გრძნობს და მე ვერა-მეთქი... თუ ბავშვი, იმის გამო, რომ მამამისი არ მიყვარს, გარკვეულწილად დაჩაგრული იქნება-მეთქი...

მოკლედ გაჩნდა (საკეისროთი, არც ტკივილები და არც სხვა განცდები გამივლია). რომ დავინახე, გული ლამის შემიწუხდა, ისეთი საშინელება იყო... ბევრი სხვადასვაგვარი ემოცია და განცდა გამოვიარეთ მას მერე (ჯერ მარტო ის, რომ გოგო მინდოდა და ბიჭი აღმოჩნდა).

ჰოდა რისი თქმა მინდა..მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს მის გაბრწყინებულ თვალებს და პაწაწუნა, კისერზე შემოჭდობილ თითებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რა დონის
დებილი უნდა იყო ქალი, რომ ამაზე უარი თქვა და თუნდაც ერთხელ არ განიცადო ის ბედნიერება, რასაც შვილის სიყვარული ჰქვია? არ აქვს მნიშვნელობა, ვისგანაა, ვის ჰგავს (მამაა ფრჩხილებიდან თმის ღერებამდე, ხასიათითაც კი). ხანდახან ისე მღლის, რომ მინდა სადღაც მოვისროლო ხოლმე, მაგრამ მერე როცა მის თვალებს და ფაცულებს ვუყურებ, ეს ყველაფერი სადღაც ისე ქრება, ვერც კი ვიხსენებ ხოლმე.

გააჩინეთ, გამრავლდით, ხალხო... ასაკი რომ მიწყობდეს ხელს, მყავდეს ადამიანი, ვინც მეყვარება და იქნება ჩემს გვერდით, კიდევ ორ-სამს გავაჩენდი-მეთქი ვფიქრობ. ეს უდიდესი ბედნიერებაა და ყველა ქალს ვუსურვებ ამის განცდას. უფალი იყოს ჩვენი ყველაას შემწე და ჩვენი შვილების მფარველი!!!"
ეკა
ბეჭდვა