რამდენ ენერგიას ხარჯავენ დედები იმის გამო, რომ მათი შვილები სხვა შვილებისგან "განსხვავებულები" არიან... ტრანსპორტში ახალგაზრდა გოგო ამოვიდა 4 წლის ბავშვით. ისეთი ცელქი ბავშვი იყო, ვერ დასვა დედამ სკამზე - ფეხი ხან ვის წაუსვა, ხან ვის. შეწუხდნენ. დედა ვერ უბრაზდებოდა. სიხარულო, სიხარულო, მშვიდადო, - ჩურჩულებდა დედა და იხუტებდა შვილს, რომ ფეხები არ გაექნია. მგზავრები თავს აქნევდნენ, როგორც იციან: - რა ბავშვები იზრდებიან, ან ასე გაზრდა როგორ შეიძლებას, რომ ნიშნავს.
დაიძაბა დედა. მომუჭა ხელები. ბავშვმა უცნაური ბგერების გამოცემა დაიწყო - არ ჰგავდა სიტყვებს, არც ყვირილს. დაკვირვებულ თვალი იმასაც შეამჩენვდა, რომ მას ყურზე აპარატი ეკეთა...
გამახსენდა ბევრი დედა ჩემ გარშემო, გამახსენდა საკუთარი თავიც... რამდენ ენერგიას ხარჯავენ დედები იმის გამო, რომ მათი შვილები სხვა შვილებისგან "განსხვავებულები" არიან... როდის შეეძლებათ მათ, მომუჭული ხელებით არ იმგზავრონ და არ იჩურჩულონ:
- გაჩუმდი სიხარულო, არ შევაწუხოთ სხვები...
მაიკო ქსოვრელი