მივხედოთ ყველამ საკუთარი დედობის გამოწვევებს, რა! ცოტა ხნის წინ ვწერდით იმაზე, თუ რა "რჩევები" აღიზიანებთ ყველაზე მეტად დედებს, ეს თემა ნამდვილად აქტუალურია, რადგან ზოგადად უყვართ ადამიანებს შენიშვნების მიცემა, განსაკუთრებით კი "გამოცდილ დედებს" - ახალგაზრდა დედებისთვის, თუმცა ხშირად თავადაც ბევრ რამეში ტყუიან. შენიშვნას კი ალბათ უბრალო, მეგობრული რჩევა ჯობს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ახლობელი ხარ და ძალიან ახლოს ხარ ადამიანთან, და კიდევ იმ შემთხვევაში, თუ მართლა რაღაც ისეთს არ ხედავ, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
სწორედ ამ თემის ერთგვარი გამოძახილია ერთი ახალგაზრდა, თანამედროვე დედის პოსტი, რომელიც, როგორც ჩანს, დაღალეს შენიშვნებით და "რჩევებით". გთავაზობთ ამ პოსტს და რამდენიმე კომენტარს. ეს პოსტი კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს დედების და ზოგადად მშობლების პოზიციას და გვახსენებს, რომ "სხვა სხვის საქმეში ბრძენია" და ჯობს, ყველამ თავის საქმეს მიხედოს და თავად აღზარდოს თავისი შვილი კარგად.
"დედების უმრავლესობა ფიქრობს, რომ კარგი დედაა და დარწმუნებული სახით მარიგებენ ჭკუას, როგორ უნდა გავზარდო შვილი, განსაკუთრებით მოსწონთ იმის აღნიშვნა, თუ რას არრრრრრრრ ვაკეთებ სწორად. ამ დროს ვუყურებ მათ შვილებს, მათ დამოკიდებულებას შვილებთან, მათ ცხოვრების სტილს და რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია - მაგალითს, რასაც შვილებს აძლევენ. უამრავი კითხვა მიჩნდება... გვერდიდან კარგად ჩანს მათი პრობლემები, რასაც თვითონაც გულის სიღრმეში ხედავენ და ებრძვიან... სწორედ ვერ ებრძვიან და ამის საკომპენსაციოდ ცდილობენ, სხვა წარმოაჩინონ ცუდ დედად!
მივხედოთ ყველამ საკუთარი დედობის გამოწვევებს, რა!"
მარიამი
"ბავშვი კუსტბაზე უწინდოდ მყავდა, მომვარდა ვიღაც გადაპრანჭული დეიდა, რჩევა-დარიგებითა და მაღალი ტონით მითხრა, რომ ბავშვს გაჩენის გარდა გაზრდა უნდა:) ასე ხომ გაცივდება და დავღუპავ, უშვილოს დავტოვებ!!!"
თიკა
"ეგ ნუ გეწყინება, საუკუნეების თემაა და საქართველოში მუდამ იქნება. უბრალოდ გაატარე. მეც იგივეს გავაკეთებ, მეტიჩრად მოვიქცევი და როგორც ექიმი და მამა, რჩევას მოგცემ, გადახედე სპოკის პედიატრის მეთოდს, დღესდღეობით ყველაზე გამართლებული მეთოდია და დანარჩენს გზა გიჩვენებს, შენ შენნაირი რომ გაზარდო ჩვენ დროში, უკვე გმირი იქნები".
უჩა
"ბაბულიკების გამზრდელი დედები".
მაცაცო
"მარიამ, ასეთი "ჭკუის დამრიგებლები” ბევნი იქნებიან. ჯერ ბაღი და სკოლა წინ გაქვთ. ირონიული გაღიმებაა თავდაცვა".
ეკატერინე