რატომ აკრიტიკებენ ბებიები დედებს შვილიშვილების აღზრდის საკითხებში? ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მეცნიერ-მუშაკებმა ელიზავეტა სივაკმა და იანა კოზმინმა ბებიების ძიძებით შეცვლის მიზეზს მიაკვლიეს. ჩაატარეს 670 ონლაინ გამოკითხვა და ჩაწერეს 50 ინტერვიუ დედებთან, რომლებსაც 1-დან 7 წლამდე ბავშვები ჰყავდათ. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს კარგი ფინანსური შესაძლებლობის, უმაღლესი განათლების მქონე გათხოვილმა ქალებმა, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობდნენ.
შეგროვილი მასალის გაანალიზების შემდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მიზეზი არის ნათესავებთან კონფლიქტი ბავშვების აღზრდის საკითხებში. "ბებიები და ბაბუები ხშირად აკრიტიკებენ დედებს შვილიშვილების აღზრდასთან დაკავშირებით. ამის გამო დედასა და ოჯახის წევრებს შორის იწყება უთანხმოება". "მქონდა ძალიან მტკივნეული და უსიამოვნო საუბრები ბავშვის ბაბუასთან", - იხსენებს ერთ-ერთი მონაწილე. "ნათესავების რჩევები და შენიშვნები - "ზედმეტი ხმაურია" და ა.შ. - ეს ყველაფერი მინდა, რომ "მოვიშორო", - ამბობს მეორე.
აღმზრდელობითი უთანხმოების საწყისები შეიძლება იყოს სხვადასხვა. შეხედულება "სწორ" მეთოდებზე იცვლება თაობიდან თაობამდე. თანამედროვე ოჯახები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვების ღზრდა სხვაგვარად უნდოდათ და არა ისე, როგორც ბებიები ზრდიდნენ თავიანთ შვილებს თავის დროზე. მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ დედები თავს გრძნობენ როგორც "დანაღმულ მინდორზე": ყოველი შეცდომით გადადგმული ნაბიჯი აღიქმება დამღუპველად.