თემურ მიქელაძე:
- ბურღულეულში მატლი ჭუპრის ან უკვე მწერის სახით გვხვდება და საშიში არ არის... ვინ მოთვლის, რამდენ თმას და ასეთებს ვყლაპავთ. ბავშვისთვისაც ამას მავნებლობა არ მოაქვს. რასაკვირველია, არ უნდა იყოს მწერი
- ბავშვმა რომ ხილი შეჭამოს, რომელზეც ჭიანჭველა იქნება?
- ჭიანჭველა არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც ხილს ბუზი აზის და ფეკალური მასებით არის დაბინძურებული, ეს ძალიან საშიშია. დედამ ხილი დიდი რაოდენობით წყალში უნდა გარეცხოს! მთავარია, ხილი გამდინარე წყალში მოათავსონ და არც ჭიანჭველა დარჩება იქ და არც სხვა მწერი! ვიმეორებ, რომ ჭიანჭველა საშიში არ არის.
- როგორ უნდა მოიქცეს დედა როცა ბავშვს აწყენს ასეთი საკვები?
- თუ პირღებინება და დიარეაა, ბავშვი სითხით უნდა დაიტვირთოს. მარილიანი
მიუხედავად იმისა, რომ მატლს მავნებლობა არ აქვს, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ დედა ყურადღებით უნდა იყოს და ბავშვს მატლიანი საკვები არ მისცეს. საზღვარგარეთ არის რესტორნები, სადაც მატლები დელიკატესად ითვლება და სიამოვნებით მიირთმევენ. არანაირად საშიში არ არის.. ბავშვის კუჭის წვენი ისეა მოწყობილი, რომ ტოქსინებს ანეიტრალებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვები მატლიანი საკვებით ვკვებოთ.
ყველაზე საშიში არის ბუზი! იგი ფეკალიებით აბინძურებს საკვებს, რაც კვებითი ტოქსიკოინფექციების წყაროა! ბუზს შეუძლია გაფუჭებულ საკვებში თავის კვერცხები დადოს და უამარავი დაავადება გამოიწვიოს!
მანანა გაბრიჭიძე