ფეისბუქზე გამოქვეყნებული სურათის გამო დედამ, შესაძლოა, ვეღარასოდეს ნახოს შვილი
ფეისბუქზე გამოქვეყნებული სურათის გამო დედამ, შესაძლოა, ვეღარასოდეს ნახოს შვილი
არაერთხელ გვისაუბრია იმ საფრთხეებზე, რომლებიც თან ახლავს ინტერნეტს და სოციალურ ქსელს. ეს საფრთხეები ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ჯერ არ არის ისეთი აქტუალური, მაგრამ საზღვარგარეთ უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ბავშვები სწორედ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე გაიტაცეს ბოროტმოქმედებმა, ან მშობლების მიერ გამოქვეყნებული მათი ფოტოები გამოიყენეს პედოფილებმა თუ ბავშვთა პორნოგრაფიაში მოღვაწე უსინდისო ადამიანებმა. საფრთხე დღითიდღე იზრდება, ამიტომ არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც ჯობს ყველა მშობელმა დაიცვას (იხილეთ დაწვრილებით). 

აი, როგორი სქემა ირთვება, როდესაც სოციალურ ქსელში პატარების
ფოტოებს ადგილის მონიშვნით აქვეყნებენ.

"წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ თქვენს საყვარელ Facebook-ში და მოგივიდათ უცნობისგან მეგობრობის შემოთავაზება. მართალია, უცნობია, მაგრამ მისი ფოტო ნდობას იმსახურებს. ან რა მნიშვნელობა აქვს, დაუდასტურებთ მეგობრობას და დაივიწყებთ... უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალიც გაქვთ, მაგალითად: თქვენი საამაყო შვილი მომავალ კვირას ხომ პირველ კლასში მიდის. აი, დადგა ეს დღეც... უღებთ ფოტოს, ათავსებთ თქვენს Facebook-ის გვერდზე და აკეთებთ შემდეგ კომენტარს:

"როგორ გაირბინა დრომ! არ მჯერა, რომ ჩემი პატარა ასე გაიზარდა!"

შემდეგ მიუთითებთ სკოლის მისამართს და ახლა "მოწონებების დროა"... თითქოს საშიში არაფერია, მაგრამ მალე თქვენი ცხოვრება კოშმარს დაემსგავსება...
თქვენს მიერ დავიწყებული უცნობი "მეგობარი" (რომელიც სულ ახლახან დაიმატეთ მეგობრებში), ინახავს თქვენი შვილის ფოტოს თავის კომპიუტერში, უგზავნის თავის უცნობ "მეგობრებს" მთელ
მსოფლიოში და ფოტოს უწერს შემდეგ კომეტარს:
"ახალი სისხლი. 6 წლის! მხოლოდ 5 000 დოლარად!"


ასევე იხილეთ: სოციალური ექსპერიმენტი, რომელიც ნებისმიერ მშობელს შეაძრწუნებს!


ყველაფერი თქვენს ზურგს უკან ხდება, თქვენ ვერასდროს გაიგებთ ვერაფერს (ძალიანაც რომ მოინდომოთ). ერთხელაც, როდესაც მიაკითხავთ შვილს სკოლაში, ის აღარ დაგხვდებათ იქ. დაიწყება პანიკა, შემოირბენთ სკოლას, მასწავლებლებს, მიმართავთ პოლიციას. ყველაფრისთვის მზად იქნებით, ოღონდაც შვილი იპოვოთ.

ბოლოს და ბოლოს მიხვდებით, რომ ყველაფერი ამაოა. მაინც არ შეწყვეტთ შვილის ძიებას და... დანაშაულის გრძნობა არ მოგასვენებთ მთელი დარჩენილი სიცოცხლე.
წარსულს ვერ დააბრუნებთ, შეცდომებს ვეღარ გამოასწორებთ... არ დაამატოთ უცნობი "მეგობრები"! ჯობს იცხოვროთ ნაკლები რაოდენობის "მეგობრებით" სოციალურ ქსელში, ვიდრე მთელი ცხოვრება უგზოუკლოდ დაკარგულ შვილი ეძებოთ.

გახსოვდეთ, ნუ დაპოსტავთ ბავშვების ფოტოებს, განსაკუთრებით მათი ადგილმდებარეობის მითითებით, რადგან "უცნობი მეგობრები" მაშინვე იპოვიან მათ. დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ბავშვებით მოვაჭრეებს და პედოფილებს ადამიანობის და სინდისის ნატამალიც არ გააჩნიათ... 
გთხოვთ გაავრცელოთ ეს გაფრთხილება მთელ მსოფლიოში"...

საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო 5 წლის (2012 – 2016 წწ.) განმავლობაში საქართველოში უგზო-უკვლოდ 1069 ადამიანი დაიკარგა. მათ შორის 114 არასრულწლოვანია.

ასევე იხილეთ: ასწავლეთ ბავშვებს უსაფრთხოების წესები, სანამ არ არის გვიან!
122897
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
4
რას ატყუებთ ამ ხალხს? თუ რუსულ შეკვეთას ასრულებთ? ან რუსული საიტებიდან თარგმნით? ამ ფოტოზე რომ ბავშვია , აი იმის პატრონმა რომ აღმოაჩინოს ეგ სტატია საციხოდ უნდა გაგიხადოთ საქმე და მერე აღარ დაწერთ მსგავს ტყუილებს. წარმოდგენა თუ გაქვთ ამერიკულ სკოლებში როგორ იცავენ ბავშვებს?
08:56 / 07-12-2017
მაგნოლია
3
აი რა იდიოტობა აღარ მოსდით თავში რა, რეებს წერთ ხალხო,
14:43 / 21-09-2017
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?