გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს ძალიან სახიფათოა... ხანდახან ისეც ხდება, რომ მშობლებს, უბრალოდ გასართობად ან ვითომდა პატარის დასაცავად, მოაფიქრდებათ ხოლმე მათთან ერთად სასრიალოდან ჩამოსრიალება. ექიმები აუცილებელ გაფრთხილებას გვაძლევენ - მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს კიბეებზე ასვლასა და სასრიალოზე ჩამოსრიალებაში, ოღონდ არა მასთან ერთად - არამედ მარტო.
ა.შ.შ.-ში 2002 წლიდან 2015 წლამდე 350 000 ბავშვი დაშავდა დედასთან ერთად ჩამოსრიალების დროს. უმრავლესობას ფეხების მოტეხილობა აღენიშნებოდა. ”ასეთი ტრავმა მარტომაც შეიძლება მიიღოს, მაგრამ მისი წონა ნაკლები სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას იძლევა, რაც ამცირებს რისკს. ასე რომ, ბავშვი რომც გამოედოს ნაპირებს, მოტეხილობით მაინც არ დასრულდება ეს შემთხვევა", - ხსნის პედიატრიის აკადემიის წამყვანი მეცნიერი ჩარლზ ჯენისონი.
"უმრავლეს შემთხვევაში, რასაც ვაკვიკრდებოდი, მშობლები ვერც კი ხედავენ ვერანაირი ტრავმის საშიშროებას", - ამბობს მკვლევარი.
ბავშვთა მოედნებზე არსებობს გარკვეული შეზღუდვები წონაზე. საქანელები და სასრიალოები გათვლილია პატარა ბავშვებზე. ასე რომ, უფროსი სჯობს დაეხმაროს პატარას ჩამოსრიალებაში ვიდრე თავად ისრიალოს ბავშვთან ერთად, რაც საკმაოდ რისკის შემცველია.