ახალდაბადებული ბავშვი დიდ სიხარულთან ერთად, უამრავ პრობლემასა და თავსატეხთანაა დაკავშირებული. ახალდაბადებული ბავშვი დიდ სიხარულთან ერთად, უამრავ პრობლემასა და საზრუნავთანაა დაკავშირებული. ამ დროს ახალბედა დედებს ბევრი რამის სწავლა, შეგუება და ათვისება უწევთ. მშობიარობის შემდგომი დღეები, კვირები და ხშირად თვეებიც მეტად რთულია. ამ დროს ემოციები მოჭარბებულია და ხშირად მშობლები ამა თუ იმ საკითხის სათანადოდ მოგვარებას ვერ ახერხებენ. ყველაზე ხშირად კი იმ ნივთების მომარაგება ავიწყდებათ ხოლმე, რაც მშობიარობის შემდეგ დედასა თუ ახალშობილს აუცილებლად დასჭირდება. ფაქტის წინაშე აღმოჩენილები კი თავქუდმოგლეჯილები დარბიან მაღაზიებსა თუ აფთიაქებში.
სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მშობიარობის შემდგომი პერიოდის გამარტივებაში დაგეხმაროთ და გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც მშობიარობის შემდგომ პერიოდში სახლში აუცილებლად დაგჭირდებათ. საჭიროებები ორად იყოფა იმის მიხედვით, ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა თუ ბუნებრივზე.
მეძუძური დედის ბიუსტჰალტერი - თუ თქვენი პატარა ბუნებრივ კვებაზეა, აუცილებლად იქონიეთ მეძუძური დედის ბიუსტჰალტერი და სპეციალური საფენები მკერდისათვის. ეს ნივთები ბავშვის ძუძუთი კვების პროცესს უფრო მოსახერხებელს გახდის. არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ კანპოლის ბრენდზე.
საკვები ბოთლი და საწოვარა - საჭირო ნივთების ჩამონათვალი გაცილებით ვრცელია, როცა ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა. ამ დროს თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ მინიმუმ 2 ბოთლი. უმჯობესია თუ ბოთლი - მინის, საწოვარა კი მაღალი ხარისხის ლატექსის ან სილიკონისგან იქნება დამზადებული. აქ "დოქტორ ბრაუნის"ბოთლზე შეგიძლიათ შეჩერდეთ, რომელსაც სპეციალური მოწყობილობა აქვს ჩამონტაჟებული გაზებთან საბრძოლველად.
ჭურჭლის სარეცხი საშუალება - ბავშვის ჭურჭელს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ბოთლზე და საწოვარაზე დარჩენილმა მცირეოდენმა საკვებმაც კი შეიძლება არასარურველი შედეგი მოიტანოს. სპეციალურად უნდა შეარჩიოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება, რომელიც მცენარეული ინგრედიენტებისგან შედგება და ყოველგვარ უკურეაქციას გამორიცხავს. ამ მხრივ, გამორჩეულია "ფროშის" ჭურჭლის სარეცხი საშუალება, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის არის წარმოებული. არ შეიცავს კონსერვანტებს და საღებავებს და არის სრულიად გამჭვირვალე. ის კარგად აშორებს რძის ცხიმს და ბოთლზე მისი მცირე რაოდენობით დარჩენის შემთხვევაშიც კი გამორიცხულია ალერგიული რეაქციები. ზოგადად, ალერგია 21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებში, რომელთა ორგანიზმიც გარემოსთან ადაპტაციას გადის.
ტანსაცმლის სარეცხი საშუალება - აუცილებლად დაგჭირდებათ ბავშვის ტანსაცმლის სარეცხი საშუალება, რომელიც იქნება ჰიპოალერგიული და ამავდროულად, კარგად ამოიყვანს ლაქებს. გაითვალისწინეთ, რომ ფხვნილს ყოველთვის სჯობს სითხე, რადგან ბოლომდე იხსნება წყალში, არ ტოვებს ნადებს ტანსაცმელზე და მინიმუმამდე დაჰყავს ალერგიის რისკები, განსაკუთრებით მაშინ,თუ სითხე ეკოლოგიურად სუფთაა. უმჯობესია თუ ჩვილის სარეცხს ცალკე გარეცხავთ. თუ ბავშვის სარეცხის გასარეცხადაც "ფროშის" საშუალებას გამოიყენებთ, კიდევ უფრო შეამცირებთ ალერგიის გაჩენის რისკებს.
საფენები - არ დაგავიწყდეთ დიდი რაოდენობით საფენების მომარაგება. გაითვალისწინეთ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მეტი საფენი დაგჭირდებათ. პატარებს კუჭის მოქმედება ეტაპობრივად ურეგულირდებათ და საწყის ეტაპზე უფრო ხშირად მოგიწევთ მათთვის საფენის გამოცვლა. საფენებში შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ბრენდზე გააკეთოთ არჩევანი.
ჰიგიენური საშუალებები - წინასწარ შეიძინეთ ბავშვის ჰიგიენური საშუალებები, მათ შორის, შამპუნი, ტანის დასაბანი გელი, დამატენიანებელი და საფენის ქვეშ წასასმელი საცხი. ამ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საშუალებები არ შეიცავდეს პარაბენს. ამ კუთხით შეგვიძლია გამოვყოთ ფრანგული ბრენდი "ოე ბეიბი", რომელიც არც პარაბენს შეიცავს და მისი შამპუნები ცრემლდენას არ იწვევს, რაც ასევე გასათვალისწინებელია ახალშობილებში.
ყურის ჩხირები და სველი ხელსახოცი - თუ თქვენი პატარა არ არის ალერგიული, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი ხელსახოცი ყოველდღიური საჭიროებებისთვის. იტალიური ბრენდი "ფარმაკოტონი" 100%-ით ნატურალურ, ბამბისგან დამზადებულ ყურის ჩხირებს და სველ ხელსახოცებს აწარმოებს, რომლებიც არ ტოვებენ წებოვან შეგრძნებას და არც ბავშვის კანს აღიზიანებენ.
უმჯობესია, თუ ყველა საშუალებას ორგანიზებულად მოუყრით თავს. ასე უფრო მარტივად მონახავთ სასურველ ნივთებს და არეულობაში არ დაიწყებთ მის ძებნას მაშინ, როცა ბავშვი ტირის.