ხერხემლთან დაკავშირებეული პრობლემები 4 წლის ასაკში ბავშვების 10 პროცენტს უვითარდება
ხერხემალთან დაკავშირებეული პრობლემები 4 წლის ასაკში ბავშვების 10 პროცენტს უვითარდება, 5-6 წლის ასაკში 15-20 პროცენტს. ასწავლეთ ბავშვებს სპეციალური და მარტივი ვარჯიშები.
1. ხის ადამიანი
ბავშვი კედელთან ზურგით დააყენეთ. გაასწოროს მხრები, ხელები ასწიოს, თითები გაშალოს, კუნთები დაჭიმოს. გამოვიდეს კედლიდან 3-4 ნაბიჯი. ხელები შეუძლია დაუშვას, ზურგი სწორად ეჭიროს, კუნთები დაჭიმული ჰქონდეს და ასეთ მდგომარეობაში ოთახში გაიარ-გამოიაროს.
2. ხე იზრდება
დადგეს სწორად, ზურგი გაასწოროს, თავი ასწიოს, ხელები და თითები გაშალოს და ოთახში გაიარ-გამოიაროს. შემდეგ გაჩერდეს და ჩაიცუცქოს სწორი ზურგით. გაიმეოროს ვარჯიში 2-3-ჯერ.
3. ნიანგი
სთხოვეთ პატარას ოთხზე დადგეს. დაუჭირეთ მუცელი ორივე ხელით და სცადოს ჯერ ერთი ფეხი მოხაროს, შემდეგ მეორე, მერე კი ორივე ერთად. დაეყრდნოს საკუთარ ხელებს და ჰქონდეს თქვენი მხარდაჭერა. გაიმეოროს ვარჯიში 2-3-ჯერ.
4. ქანქარა
ბავშვი იატაკზე დაფენილ ხალიჩაზე "თურქულად" დასვით. ახლა კი თავი ორივე მხარეს 8-8-ჯერ უნდა მიაბრუნოს.
სხვა ვარჯიშების სანახავად გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
5. ჩიტუნა
მოხრილი ხელები მხრებზე დაიწყოს. ეს ჩიტუნას ფრთებია. დაეხმარეთ ზურგი გაასწოროს, მოეფერეთ ზურგზე, სცადოს, მხრები მაქსიმალურად უკან წაიღოს. ახლა კი ერთ ადგილზე იხტუნაოს. გაიმეოროს ვარჯიში 2-3-ჯერ.
6. დელფინი
დააწვინეთ პატარა იატაკზე დაფენილ ხალიჩაზე. ის სწრაფად უნდა გადაგორ-გადმოგორდეს მუცელზე. ისე, როგორც დელფინი ტრიალებს წყალში. გაიმეოროს ვარჯიში 3-5-ჯერ ორივე მხარეს, მცირე შესვენებებით.
7. გველი
ზურგზე დაწოლილმა ბავშვმა თავი უნდა ასწიოს, ტერფები მოხაროს და ფეხის თითებს შეხედოს. შემდეგ თავი დასწიოს და ტერფები გაასწოროს. გაიმეოროს ვარჯიში 3-5-ჯერ.