"შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, მძიმედ და დასრულდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი შედეგითაც" სალმონელოზით დაავადება შეიძლება არა მარტო დაბინძურებული საკვებით, არამედ ცხოველებთან და ფრინველებთან კონტაქტითაც. გამომდინარე იქიდან, რომ ნატურალური პროდუქტების მომხმარებლების რიცხვი დღითი დღე მატულობს, ადამიანები ფრინველებს საკუთარ ეზოებში ამრავლებენ. წიწილებს, იხვებს, ბატებს, ინდაურებს სალმონელას ბაქტერიები შეიძლება ჰქონდეთ არა მარტო ნაწლავებში, არამედ ბუმბულში, ნისკარტში, ფეხებში მაშინაც კი, როდესაც ისინი სუფთები გვეჩვენებიან. მიკრობები მრავლდება გარემოში, სადაც ისინი ცხოვრობენ: საქათმე, ბუდე, ნიადაგი და თივა. ამიტომ ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს არა მხოლოდ შინაურ ფრინველთან კონტაქტით, არამედ იმ გარემოსთან კონტაქტით, სადაც იმყოფება ფრინველი. სალმონელამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, მძიმედ და დასრულდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი შედეგითაც. პატარა ბავშვები რისკის ქვეშ არიან სალმონელოზით დაავადების მხრივ, რადგან მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ვითარდება. მათ შეუძლიათ დაბინძურებული ხელები ან საგნები ჩაიდონ პირში. ⠀
ამიტომ:
ცოცხალი შინაური ფრინველი უნდა იყოს ღია ეზოში ან სპეციალურ შენობაში. ნუ დაუშვებთ შინაური ფრინველის თქვენს საცხოვრებელ ფართში ყოფნას. ⠀ დაიბანეთ ხელები საპნით შინაურ ფრინველთან, მის კვერცხთან კონტაქტის შემდეგ. უფროსები უნდა აკონტროლებდნენ პატარა ბავშვების ხელების დაბანის პროცესს. გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალება, თუკი არ გაქვთ იმ დროს წყალი და საპონი. ⠀ არ ჩაიხუტოთ, სახესთან ახლოს არ მიიყვანოთ, არ აკოცოთ შინაურ ფრინველს. არ ჭამოთ და არ დალიოთ შინაურ ფრინველთან ახლოს. ⠀ კვერცხი ხარშეთ მანამ, სანამ ცილაც და გულიც არ გამაგრდება. კვერცხის შიგნით ტემპერატურა უნდა იყოს 71°C-ზე მაღალი. ⠀ გარეცხეთ ნებისმიერი ხელსაწყო და ნივთი, რითიც შეხება გექნებათ ფრინველთან. გამოყავით ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, რომელსაც იხმართ ფრინველებთან შენობაში ყოფნის დროს. ⠀ ბავშვებმა 5 წლამდე და უფროსებმა 65 წლის ზევით, რომელთაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, არ უნდა მოკიდონ ხელი ცოცხალ ფრინველს.