რამდენად ფასდება ადამიანის სიცოცხლე საქართველოში? და რამდენად მნიშვნელოვან ასპექტად მიაჩნიათ ქართველებს საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება გზაზე? რამდენად ფასდება ადამიანის სიცოცხლე საქართველოში? და რამდენად მნიშვნელოვან ასპექტად მიაჩნიათ ქართველებს საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება გზაზე? ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების მთავარი პოსტულატი: «მე არ დამემართება». არ გვსურს ვიფიქროთ წინასწარ. რაიმე ქმედებას რომ ჩავდივართ, გვეზარება, ან არ გვინდა ფიქრი, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამას უსაფრთხოების თვალსაზრისით...
ბავშვთა უსაფრთხოება
მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი: მძღოლების მიერ თავისი და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე ქვეითების მიერ უსაფრთხოების წესების დაცვა.
ალბათ გეცნობათ სცენა: თქვენს გვერდით, შუქნიშანზე აჩერებს მანქანა და წინა მგზავრის სკამთან, მანქანის სალონის წინა პანელზე, ”ტორპედოზე” თავდადებული პატარა ბავშვი დგას. თავი ზუსტად იქ უდევს სადაც უსაფრთხოების ბალიშია!
ნაცნობი მომენტია, არა? ნუთუ ბავშვის მშობელი ვერ უნდა მიხვდეს, რომ შეჯახების დროს უსაფრთხოების ბალიში 200-300 კმ/სთ სისწრაფით იხსნება და ბავშვს ლეტალურ ზიანს მიაყენებს? ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ 12 წლამდე ბავშვები უკანა სავარძელზე, სპეციალურ სკამებზე ან დასადებზე უნდა ისხდნენ, თანაც, დაბმულები. ბევრმა ან არ იცის, ან უბრალოდ არც კი ინტერესდება იმ ფაქტით, რომ უსაფრთხოების ღვედი ჩვენ შეჯახების დროს ინერციით წინ წასვლისა და ამავე დროს, გახსნილი ბალიშის მიერ მიყენებული ზიანისგან გვიცავს. რაღაც მომენტში ჩვენ კი თავით ვეხებით ბალიშს, მაგრამ ღვედის გარეშე გახსნილ უსაფრთხოების ბალიშზე თავის მირტყმა შეიძლება საკმაოდ საშიში, ზოგჯერ ფატალურიც კი აღმოჩნდეს.
12 წლამდე ბავშვის ადგილი მანქანაში არის უკან, ბავშვის სპეციალურ სავარძელში
მეორე ტიპიური სცენა: მამას ბავშვი კალთაში უზის და საჭეს ატრიალებინებს ქალაქის მოძრაობაში. უპასუხისმგებლობა? უცოდინრობა? დაუსჯელობის სინდრომი? ალბათ ყველაფერი ერთად. ამ შემთხვევაში კი მძღოლის და უსაფრთხოების ბალიშის შორის პატარა ბავშვი ზის. რეზულტატი კი ნათელია. ისევ ჩვენი საყვარელი გამართლება ”მე არ დამემართება”, ან ”მე მაგარი მძღოლი ვარ”. რა გასაკვირია, რომ ყველას, ვინც მანქანას ატარებს, ფორმულა 1 პილოტის მძღოლის დონეზე მიაჩნია თავი. კარგი მძღოლობა პირველ რიგში ნიშნავს ნებისმიერ მომენტში უშვებდე იმის ალბათობას, რომ ვინმე შეიძლება ან ცუდი ან დამწყები მძღოლი აღმოჩნდეს და ვერ აერიდოს რაიმე ინციდენტს!
მძღოლმა ბავშვი კალთაში რომ არ უნდა ჩაისვას, ეს უსაფრთხოების ერთ-ერთი უპირველესი წესია, მაგრამ ხშირად უარესიც ხდება და ბავშვს საჭესთან დაჯდომის და მანქანის მართვის საშუალებას აძლევენ. განაგრძეთ კითხვა