როგორ უნდა მოაცილოთ ბავშვს ტილები ქიმიური საშუალებების გარეშე - ზეთი+ ნიორი
როგორ უნდა მოაცილოთ ბავშვს ტილები ქიმიური საშუალებების გარეშე - ზეთი+ ნიორი
1 / 2
Next
ნებისმიერი მშობლისთვის ბავშვის თავში აღმოჩენილი ტილი კატასტროფის ტოლფასია. დატილიანების პრობლემა თანამედროვე ჰიგიენური საშუალებების პირობებში თითქოს მოგვარდა, მაგრამ მშობლები სოციალურ ქსელებში ისევ ითხოვენ ტილების საწინააღმდეგო რჩევებს. 
სამწუხაროდ, დატილიანება არ ემუქრებათ მხოლოდ დაუბანელ და მოუწესრიგებელ ბავშვებს. ექიმების აზრით, ეს ჰიგიენას სულაც არ უკავშირდება და ტილებიც ისეთივე გადამდებია, როგორც ჰაერ-წვეთოვანი გზით გავრცელებული ინფექციები. 
შესაბამისად, არც ერთი ბავშვი და მოზრდილი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში, ბაღსა თუ სკოლაში ხვდება, დაზღვეული არ არის ამ დაუპატიჟებელი სტუმრებისგან.

როგორ აღმოვაჩინოთ ტილები
დატილიანების, იგივე პედიკულეზის დადგენა ძალიან იოლია, თუ ბავშვს მის
ნაკბენზე ალერგია აქვს. ამ შემთხვევაში კბენა იწვევს ქავილს და მშობელი ადვილად მიხვდება.
სამაგიეროდ, თუ კბენაზე ალერგია არ აქვს, ბავშვი ისე გაივსება ტილებით, მშობელი ვერც მიხვდება. ამიტომ ბავშვს თმა ხშირ-ხშირად უმოწმეთ.
რით ვებრძოლოთ ტილებს?
mshoblebi
აფთიაქებში ქიმიური საშუალებების დიდი არჩევანია, რომლებსაც მოხმარების ინსტრუქციას მოჰყვება. 

მშობლისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ტილებთან გამკლავების პრაქტიკული ხერხები, რომლებსაც აქ წარმოგიდგენთ.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
19608
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?