ექიმების აზრით, ეს ჰიგიენას სულაც არ უკავშირდება ნებისმიერი მშობლისთვის ბავშვის თავში აღმოჩენილი ტილი კატასტროფის ტოლფასია. დატილიანების პრობლემა თანამედროვე ჰიგიენური საშუალებების პირობებში თითქოს მოგვარდა, მაგრამ მშობლები სოციალურ ქსელებში ისევ ითხოვენ ტილების საწინააღმდეგო რჩევებს.
სამწუხაროდ, დატილიანება არ ემუქრებათ მხოლოდ დაუბანელ და მოუწესრიგებელ ბავშვებს. ექიმების აზრით, ეს ჰიგიენას სულაც არ უკავშირდება და ტილებიც ისეთივე გადამდებია, როგორც ჰაერ-წვეთოვანი გზით გავრცელებული ინფექციები.
შესაბამისად, არც ერთი ბავშვი და მოზრდილი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში, ბაღსა თუ სკოლაში ხვდება, დაზღვეული არ არის ამ დაუპატიჟებელი სტუმრებისგან.
როგორ აღმოვაჩინოთ ტილები
დატილიანების, იგივე პედიკულეზის დადგენა ძალიან იოლია, თუ ბავშვს მის ნაკბენზე ალერგია აქვს. ამ შემთხვევაში კბენა იწვევს ქავილს და მშობელი ადვილად მიხვდება.
სამაგიეროდ, თუ კბენაზე ალერგია არ აქვს, ბავშვი ისე გაივსება ტილებით, მშობელი ვერც მიხვდება. ამიტომ ბავშვს თმა ხშირ-ხშირად უმოწმეთ.
რით ვებრძოლოთ ტილებს?
აფთიაქებში ქიმიური საშუალებების დიდი არჩევანია, რომლებსაც მოხმარების ინსტრუქციას მოჰყვება.
მშობლისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ტილებთან გამკლავების პრაქტიკული ხერხები, რომლებსაც აქ წარმოგიდგენთ.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
1. ჟანგბადით მომარაგების შეწყვეტა ტილებისა და კვერცხებისთვის. ამისთვის თმაზე ძალიან ცხიმიანი და ბლანტი მასა უნდა წაისვათ, მაგალითად ვაზელინი ან ზეთი. შემდეგ თმა ცელოფნით შეიფუთეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ. შემდეგ წვრილკბილიანი სავარცხლით დაივარცხნეთ. პროცედურა რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ. 2. ეთილირებული ზეთი. ზოგიერთ სუნს პარაზიტები ვერ იტანენ. ასეთია ჩაის ხის, ნუშის, ლავანდის ეთილირებული ზეთები. ეს ზეთი თავზე რამდენიმე საათით უნდა გააჩეროთ და შემდეგ ჩამოივარცხნოთ. 3. მცენარეებით მკურნალობა: 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 3 სუფრის კოვზი პიტნა აურიეთ და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. ეს ხსნარი თმის ძირებში უნდა შეიზილოთ. 4. ნივრით მკურნალობა - ტილები ნივრის სუნს ვერ იტანენ. დაანაკუწეთ რამდენიმე კბილი და 7 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ შეიზილეთ თმის ძირებში. წარსულ წლებში ასევე აქტუალური იყო ნავთის წასმა თავზე - ნავთის სუნსაც ვერ იტანენ ტილები. თუმცა ზედმეტმა ნავთმა შეიძლება ბავშვს კანი დაუწვას. ამიტომ ამ მეთოდს მოერიდეთ.
ყველა შემთხვევაში, ტილების მოკვლის შემდეგ კვერცხები უნდა მოაცილოთ თავიდან.