დღეს ბავშვის დაბადების დღეს სახლში თითქმის აღარავინ აღნიშნავს. ყველა ცდილობს, ბავშვური ჟრიამული შინ კი არა, დაბადების დღის ცენტრში მოაწყოს. დღეს ბავშვის დაბადების დღეს სახლში თითქმის აღარავინ აღნიშნავს. ყველა ცდილობს, ბავშვური ჟრიამული შინ კი არა, დაბადების დღის ცენტრში მოაწყოს. შესაბამისად, მშობლებს ამ ცენტრებთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება დაუგროვდათ.
სამწუხაროდ, უმრავლესობა ხშირად უკმაყოფილოა გაწეული მომსახურებით და ამის შესახებ სოციალურ ქსელებშიც მსჯელობენ.
საინტერესოა, პირველ რიგში რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, როცა დაბადების დღის აღსანიშნავად ბავშვთა გასართობ ცენტრს მიაკითხავს, რას უნდა დააკვირდეს და რას მიანიჭოს უპირატესობა?
რჩევებს, ბიბლუსი ქიდსის ანიმატორი ერთ-ერთი "პოპინსი" გიზიარებთ:
პირველ რიგში, გარემო უნდა იყოს სახალისო და საინტერესო. იქ გატარებულმა დრომ ბავშვს სასიამოვნო მოგონება უნდა დაუტოვოს. ქიდსში, მაგალითად, მთელი სივრცე წიგნებითაა გარშემოტყმული, რაც ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ბავშვებზე. მათ შეუძლიათ ნებისმიერი წიგნი აიღონ, დაათვალიერონ და წაიკითხონ.
აუცლებელია, რომ ბედნიერად და გამორჩეულად იგრძნოს თავი არამარტო იუბილარმა, არამედ თითოეულმა მისმა სტუმარმა. მაგალითად, ბიბლუსი ქიდსში საჩუქარს ყველა ბავშვი იღებს, ხელცარიელი არავინ მიდის და ამიტომაც თითოეული მათგანი ყოველთვის კმაყოფილი ტოვებს გასართობ ცენტრს.
მნიშვნელოვანია, რომ ანიმატორი, რომელიც იუბილარს და მის სტუმრებს გაართობს, იყოს ძალისიანი, ბავშვების მოყვარული და სუპერენეგიული. რადგან ცენტრის პოპინსებთან ერთად მასაც დიდი წვლილი შეაქვს სადღესასწაულო განწყობის შექმნაში. ჩვენთან ყველაზე ყურადღებიანი და ხალისიანი ანიმატორები ელოდებათ ბავშვებს.
წინასწარ შეისწავლეთ დაბადების დღის წვეულების პროგრამა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მორგებული სხვადახვა ასაკობრივი კატეგორიის სტუმარზე, რათამაქსიმალურად დააკმაყოფილოს იუბილარისა და მისი სტუმრების სურვილები. ბავშვებს ყოველთვის უხარიათ, როცა მათთან ერთად მშობლებიც იღებენ სხვადასხვა თამაშში მონაწილეობას. მაგალითად, ბიბლუსი ქიდსში ერთ-ერთი თამაშის შედეგად იუბილარი, აუცილებლად, ხდება პრინცი ან პრინცესა, ხოლო მისი მშობელი მეფე ან დედოფალი და მათ საზეიმოდ გადაეცემათ გვირგვინი.
ჩვენი ცენტრი გამოირჩევა იმით, რომ დაბადების დღეებზე ბავშვებს ვასწავლით ხელსაქმეს. ბავშვები "პოპინსებთან" ერთად, საბავშვო კრაფტის მასალების დახმარებით ძერწავენ, ხატავენ და მრავალფეროვან ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ. თავისი ხელით დამზადებული ნივთი, რა თქმა უნდა, სამახსოვროდ მიაქვთ.
მშობელმა ყურადღებით უნდა დაათვალიეროს ის სივრცე, სადაც იუბილარებისა და სტუმრების მიყვანას გეგმავს. მნიშვნელობანი დეტალია იატაკი - არის თუ არა ის საგანგებოდ დარბილებული და დაიცავს თუ არა ბავშვს დაცემის შემთხვევაში. წაქცევისგან ხომ არცერთი ბავშვი დაზღვეული არაა.
ფოტოგადაღება - ფოტოსესია ხომ ნებისმიერი ზეიმის გვირგვინია. მშობლების სურვილის შემთხვევაში ცენტრი თავად უზრუნველყობს ფოტოგადაღებას, თანაც ისე, რომ არცერთი სტუმარი არ გამორჩეს.