როდის ჯობს მეორე შვილის გაჩენა - საუკეთესო ასაკობრივი შუალედი
როდის ჯობს მეორე შვილის გაჩენა - საუკეთესო ასაკობრივი შუალედი
თუ მეორე ოსრულობის დაგეგმვას აპირებთ, სჯობს გაითვალისწინოთ, რამდენწლიანი შუალედია ყველაზე ოპტიმალური პირველსა და მეორე ბავშვს შორის.

საუკეთესო შემთხვევაა, თუ შუალედი 3-4 წელია. უფროსი ბავშვი უკვე მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია, შეუძლია თავისით ჩაიცვას, თავისი ხელით შეჭამოს, იცის ქუჩაში ქცევის წესები, ცოტა ხნით მარტო თამაშიც შეუძლია. უკვე გააგებინებ, რატომ უჭირავს დედას მეორე ბავშვი. თუმცა უფროსი შვილი აუცილებლად უნდა მოამზადოთ მეორეს მისაღებად, რათა არ იფიქროს, რომ მშობლებმა "სხვაზე გაცვალეს".

ჯერ კიდევ ორსულობისას ესაუბრეთ დაიკოსა და ძამიკოზე. აუხსენით, რომ პატარას არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ამიტომ
დედამ უნდა იზრუნოს მასზე. რომ არ იეჭვიანოს, ბავშვის დასახვედრ ღონისძიებებში ისიც ჩართეთ. მაგალითად, ჰკითხეთ, და ურჩევნია თუ ძმა, რომელი სახელი მოსწონს. კარგი იქნება, თუ დედა უამბობს, როგორ აჭყუმპალავებენ ერთად აღუას თბილ წყალში, როგორ ასეირნებენ ეტლით და ა. შ.

საკმაოდ გაგიჭირდებათ მოვლა, თუ შვილებს შორის 1-2 წლიანი შუალედი იქნება. ბავშვები ქუჩაში სხვადასხვა მიმართულებით გარბიან, ერთს რომ მაგიდაზე საფენს უცვლით, მეორე ამ მაგიდაზე მობობღავს, ვერც დედის ორგანიზმი ასწრებს პირველსა და მეორე ბავშვს შორის ძალების აღდგენას. გადაღლილი დედა კი სრულფასოვნად ვერცერთ ბავშვს ვერ მოუვლის. თ
ან მხოლოდ ბავშვის დევნა ხომ არ არის საკმარისი. ორივეს სჭირდება რეცხვა, კვება... თან სახლსაც უნდა მიხედოს და ქმარსაც (გაუთვალისწინებელს შემთხვევებზე რომ აღარაფერი ვთქვათ). ძიძის ან დამხმარეს აყვანის საშუალება ყველას არ აქვს და იწყება დედის დეპრესია.

დადებითი მხარე ამ შუალედსაც აქვს. ბავშვები ადვილად პოულობენ საერთო ენას, თითქმის ერთნაირი საჭიროებები აქვთ და დედას ბევრი მიმართულებით გახლეჩა აღარ უწევს. თითქმის ერთი ზომის ტანსაცმელი სჭირდებათ, ერთნაირი გასართობები მოსწონთ, ბაღშიც ერთად ივლიან...

7-წლიან შუალედს თავისი ხიბლი აქვს. ერთი სკოლაში მიდის, მეორე ხელში გიჭირავს. მთავარია, დრო სწორად გაანაწილო, განსაკუთრებით, საღამოობით. ერთი რომ მეცადინეობს, მეორეს ჭამა და ბანაობა სჭირდება. მამის დახმარების გარეშე არაფერი გამოვა. თუმცა ამ შუალედსაც აქვს ნაკლი - მშობლებს მიაჩნიათ, რომ უფროსი ბავშვი უკვე "დიდია" და დამოუკიდებლადაც გაართმევს თავს რაღაც-რაღაცებს. სწორედ ასეთი მიდგომა იწვევს ბავშვის ეჭვიანობას.

მეორე ბავშვის სახლში შემოყვანისთანავე პირველი შვილი მშობლების თვალში ერთბაშად "იზრდება". სინამდვილეში ის კვლავაც პატარაა. მისი ფიქრები კი ასე ჟღერს: "მე ყველაზე საყვარელი ვიყავი. ახლა კი სკოლაში მაგდებენ, რომ პატარას ეფერონ და უჩემოდ იხალისონ".
მერე სათამაშოების თხოვებას ან პატარაზე თვალყურის დევნებას მოსთხოვენ. მას კი არ უნდა საყვარელი თოჯინა გაუწეწონ, არც ბავშვის მოვლა სურს. ისევე სჭირდება დედის ყურადღება, როგორც ადრე. ეს ფაქტორები აუცილებლად გასათვალისწინებელია.

10 წლითა და მეტით დაშორებული ბავშვები შედარებით ადვილი მოსავლელია. უფროსი უკვე თავის თავს უვლის და შეუძლია, დედასაც დაეხმაროს. სამაგიეროდ ბავშვები ერთმანეთს შორის საერთოს ვერ პოულობენ. პატარა კი ტიპიური "ნებიერა" იზრდება. ასეთ დროს ასევე არის საფრთხე, უფროსი შვილი პატარის „ძიძად“ აქციონ და ნაადრევად გაადიდონ. მშობლებმა ეს დეტალი აუცილებლად უნდა მიიღონ მხედველობაში - ბავშვი უნდა დაიხმარიოთ პატარის გაზრდაში, მაგრამ ზომიერება უნდა დაიცვათ და თავად მას არ უნდა დაუკარგოთ ბავშვობა.

რაც შეეხება მესამე და შემდეგ ბავშვებს, ეს უკვე სხვა სტატიის თემაა...
105640
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
ქეთი
0
ამ სტატიას თუ მივაქცევთ ყურადღებას ერთზე მეტი არ უნდა გააჩინო მაშიიიინ
18:31 / 27-11-2017
ნინო
2
ძალიან ცუდი სტატიაა. ბავშვებს შორის იდეალური სხვაობა არ არსებობს და ნებისმიერ შუალედს აქვს თავისი საფრთხეები და სირთულეები. ძალიან დილეტანტური მიდგომაა აღწერილი აქ. თუ ბავშვი ოდნავ წამოზრდილია და ატ ამჟღავნებს ისეთ გრძნობებს, როგორც პატარა ასაკში მოიქცეოდა უმცროსის დანახვისას, იმას არ ნიშნავს, რო ამ რაღაცებს არ გრძნობს. და ნებისმიერ ასაკში ეჭვიანობენ ბავშვები, ოღონდ სხვადასხვანაირად ამჟღავნებენ. და არასდროს არ უნდა კითხო და უნდა თუ ძმა. და კიდევ მამის ჩართვა ნებისმიერ დროსაა სავალდებულო!
18:35 / 25-06-2017
natia
0
chemi shvili 8 clis xdeba 21 sektembers.da vpikrob dzalian xom ar davagviane tviton dzalian unda rom kavdes da an dzma.magram me ver gadavckvite cesierad ra vkna ver gavige
19:08 / 17-09-2015
0
პირველსა და მეშვიდეს შორის რამდენი უნდა იყოს სხვაობა ნეტა?
18:44 / 17-09-2015
lela
0
მართლაც ასეა, უფროსებს შორის შუალედი 4 წელია. პატარა კი ძალიან გვიან მეყოლა და ნებიერაა ყველასათვის, უფროსსა და პატარას შუა 17 წელია სხვაობა
08:38 / 17-09-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი