ისე მოუწყვეთ გარემო, რომ მისთვის საინტერესო და უსაფრთხო იყოს თქვენი შვილი სამყაროს გაცნობას ხოხვით იწყებს. ისე მოუწყვეთ გარემო, რომ მისთვის საინტერესო და უსაფრთხო იყოს.
მანეჟი და სათამაშო ნოხი პატარისთვის გამოგადგებათ, რომლებიც ჯერ გამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან. მოზრდილს კი მეტი თავისუფლება და უსაფრთხოება სჭირდება. მოიფიქრეთ და განახორციელეთ ცვლილებები:
იატაკი - სწორი და სრიალა უნდა იყოს. შეამოწმეთ იატაკს/ლამინატს ხომ არა აქვს დაბრკოლება ბავშვისთვის. ხალიჩა მტვრის ბუდეა. უმჯობესია, მასზე უარი თქვათ. ბავშვმა იატაკზე უნდა იხოხოს.
კიბეები - ან რამდენიმე საფეხურიც კი საშიშია ბავშვისთვის. ამიტომ, დაბლოკეთ, მასთან გასასვლელი.
მიიტანეთ მაუსი ნახატზე და დააწკაპუნეთ ლურჯ რგოლებზე
კარადები - ბავშვების საყვარელი გასართობია. დაბლოკეთ, ჩაკეტეთ ის რაც ბავშვისთვის საშიშია. ნება დართეთ გამოაღოს 1-2 უჯრა, რომელშიც მისთვის უსაფრთხო ნივთებს, სათამაშოებს ჩააალაგებთ.
შტეფსელი - დაამაგრეთ, რათა ბავშვისთვის უსაფრთხო იყოს.
სადენები - მაქსიმალურად დააშორეთ ზედაპირს, თუნდაც ერთ მეტრზე ზევით ასწიეთ.
აფთიაქი - ყველა სამედიცინო ნივთი და მედიკამენტი ბავშვისთვის უსაფრთხო ადგილზე შეინახეთ.
თუ იატაკი თბება ნუ შეგეშიდებათ, რომ ბავშვი გაცივდება. თუ ჩვეულებრივი იატაკი გაქვთ, ცნობისმოყვარე პატარას ჩააცვით წინდები და თბილი შარვალი ან ბოდე. გახსოვდეთ, რომ გრილი ხელები და ფეხები ნორმაა.