რა მოლოდინები აქვთ ასტროლოგებს ძაღლის წელთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, მომავალი 2018 წელი ყვითელი ძაღლის წელიწადია. საინტერესოა, რას გვპირდება ადამიანის ოთხფეხა მეგობარი და როგორ უნდა შევეგებოთ მას.
როგორც ამბობენ, 2018 წელი ძალიან კარგი იქნება ურთიერთობების დასალაგებლად, ოჯახის შესაქმნელად. პირად ცხოვრებაში გარდამავალ პერიოდად თებერვალი მიიჩნევა. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ახალი, ყვითელი ძაღლის წელიწადი სწორედ თებერვლიდან, უფრო ზუსტად კი თებერვლის 16 რიცხვიდან იღებს სტარტს.
თუ აქამდე არ გიპოვიათ ცხოვრების თანამგზავრი, ძაღლი აუცილებლად დაგეხმარებათ მის პოვნაში და რაც მთავარია, თამამად შეგიძლიათ დააჩქაროთ ძიება, რადგან დიდი ალბათობით ეს სწორედ ის ადამიანი იქნება, რომელსაც ამდენი ხანი ელოდით.
მიწის სტიქია უხვი მოსავლის სიმბოლოა, ამიტომ ფერმერები და აგრონომები ამ წელს დიდ და კარგ მოსავალს უნდა ელოდონ. ეს წელი ძალიან კარგია წარსული არეული ურთიერთობების დასალაგებლად. ამ წელს პატიების წელსაც კი უწოდებენ.
ასევე იხილეთ: როგორები იქნებიან ძაღლის წელს დაბადებული ბავშვები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ წლის მმართველი სტიქია მიწაა, ამიტომაც ძაღლი მოგვიწოდებს პატივი ვცეთ უკვე არსებულ და დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, ადათ-წესებსა თუ კანონებს. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი ერთგულების სიმბოლოა, ამ წელიწადს მაინც არ არის გამორიცხული მოულოდნელი სიურპრიზები. აქედან გამომდინარე, დროდადრო შესაძლოა იგრძნოთ ენერგიის ნაკლებობა და სიზარმაცე, თუმცა ეს ხანმოკლე პერიოდი გაგრძელდება და ამის ნუ შეგეშინდებათ და ნუ განეწყობით პესიმისტურად.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
მომავალი წელი დიდი აღმოჩენების წელი იქნება განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში, ასევე პოლიტიკასა და ეკონომიკაში. სტატისტიკის მიხედვით, ძაღლის წელიწადში არასდროს დაწყებულა ომი და რევოლუცია, პირიქით, ამ წელს ყოველთვის მთავრდებოდა ხოლმე მსგავსი მოვლენები.
ასტროლოგები გვირჩევენ, ახალ წელს ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში შევხვდეთ. მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო ღამეს სუფევდეს ოჯახური სიმყუდროვე, სიმშვიდე და სიწყნარე. არ არის საჭირო ზედმეტი ღრეობა. ახალი წლის შეხვედრა უმჯობესია სახლში, არ არის რეკომენდებული კლუბები და რესტორნები.
რაც შეეხება ჩაცმულობას, ეცადეთ შეარჩიოთ ერთ ან მაქსიმუმ ორ ფერთა გამაში გადაწყვეტილი სამოსი. ამ წლის ფერებია ყვითელი, ქვიშისფერი, ოქროსფერი, ყავისფერი, თეთრი, კრემისფერი და რძისფერი. ფერები არ უნდა იყოს მყვირალა, უპირატესობა თბილ ფერთა გამას მიანიჭეთ. მოერიდეთ ვულგარულ ჩაცმულობას, ღრმა დეკოლტესა და ძალიან მოკლე კაბებს. ეს ძაღლს არ მოსწონს.
სუფრის გაწყობის დროსაც ეცადეთ იყოთ ზომიერები, არ არის საჭირო განსაკუთრებული დელიკატესები. ძაღლი კი არის გურმანი, თუმცა ზომიერება ყოველთვის საჭიროა. ტრადიციულ საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს ხილი, ბოსტნეული და, რა თქმა უნდა, ხორციც.
სუფრის მოსართავად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ძაღლის გამოსახულებიანი აქსესუარები, ეს ძალიან აქტუალურია. გამოიყენეთ სანთლებიც, ეს თქვენს სუფრას სიმყუდროვეს შესძენს.