როგორ უნდა იკვებოთ მარხვაში, რომ ორგანიზმი არ დააზიანოთ - რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან
როგორ უნდა იკვებოთ მარხვაში, რომ ორგანიზმი არ დააზიანოთ - რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან
შობის მარხვა ახლოვდება: 28 ნოემბერიდან - 7-იანვრამდე მართლმადიდებლები უარს ამბობენ ცხოველურ პროდუქტებზე და მხოლოდ მცენარეული პროდუქტებით იკვებებიან. ხშირად მემარხულეებს შორის არიან შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მქონე პაციენტები, რომლებსაც ხშირად მარხვაზე არა მარტო მოძღვრისგან სჭირდებათ კურთხევის აღება, ასევე აინტერესებთ ექიმის რეკომენდაციებიც, თუ როგორი უნდა იყოს მარხვის პერიოდში მათი კვების რეჟიმი.

როგორ ვიკვებოთ მარხვაში ისე, რომ ორგანიზმი არ დავაზიანოთ, ამ თემაზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრება:

- არა მარტო მარხვის პერიოდში, კვება სხვა დროსაც უნდა იყოს ჯანსაღი, რაციონალური. სწორი კვება არ ეწინააღმდეგება
მარხვის პრინციპებს... თუმცა პაციენტებს, მარხვის პერიოდში, ხშირ შემთხვევაში, უჩნდებათ კითხვა, - მარხვაშიც უნდა დაიცვან დიეტა? დიეტა ჯანსაღი კვებაა, რაც ცხოვრების ნებსნიერ ეტაპზე, შესაძლებელია და, რა თქმა უნდა, მარხვის პირობებშიც.

ბოლო დროს ბევრი ე.წ. სამარხვო პროდუქტი შემოვიდა, რომლებიც სხვადასხვა ცხიმით, სხვადასხვა ტიპის დანამატით, კონსერვანტითაა გაჯერებული, რომელთა მიღება ადამინებისთვის მიზანშეწონილი არ არის - თუნდაც ეს იყოს სამარხვო კარაქი, ყველი და ა.შ. ისინი მცენარეულ ზეთებზეა დამზადებული, სამწუხაროდ, ამ პროდუქტების დასამზადებლად ძირითადად, პალმის ცხიმი გამოიყენება, რაც საბოლოო ჯამში კარცეროგენული ნივთიერებაა, არადა, ადამიანები, მარხვის პერიოდში, სწორედ ამ პროდუქტებს იღებენ...

რა არის მარხვა? სასულიერო სწავლებაში ძალიან რომ არ გადავიჭრათ, მარხვა, გარკვეულ სურვილზე, სიამოვნებაზე უარის თქმაა იმისთვის, რომ სული იყოს რწმენით სავსე...
მაგრამ თუ სამარხვო ნამცხვარს, ყველს, კარაქს მივირთმევთ, - მაშინ სად არის მარხვის პრინციპი? მარხვა გარდა იმისა, რომ სულის გაწმენდას ემსახურება, გარკვეულწილად, ორგანიზმის განწმენდა-გაჯანსაღებაც არის...

- ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის სამარხვო პროდუქტით, რომელთა ბაზარზე გამოტანას უმეტესად, კომერციული დატვირთვა აქვს და მათთვის მარხვის პერიოდში იმ პროდუქტის გაყიდვა მნიშვნელოვანია.
- დიახ, ასეა, მაგრამ მარხვის პერიოდში ამ პროდუქტების მიღებას, ხილისა და ბოსტნეულის მეტი რაოდენობით მიღება, ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა ჯობია. იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ მარხვის პერიოდში არც ორგანიზმს და არც სულს ვავნოთ.
განაგრძეთ კითხვა

18129
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია