5 გამოცდილი ხერხი "უჭმელი" ბავშვის გამოსაკვებად
5 გამოცდილი ხერხი "უჭმელი" ბავშვის გამოსაკვებად
თუ კვების პროცესი ბავშვისა და დედისთვის ნამდვილ სატანჯველს დაემსგავსა, რამდენიმე მარტივ და გონებამახვილურ ხერხს გთავაზობთ. ეს წერილი ერთ-ერთ ახალგარზრდა დედას ეკუთვნის, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა "უჭმელი ბავშვის სინდრომი" და მისი დაძლევის ხერხებსაც მიაგნო. ახლა ის მსგავსი პრობლემით შეწუხებულ სხვა დედებს უზიარებს გამოცდილებას.
"ყველა მშობელმა იცის, რომ ბავშვის კვება ადვილი საქმე არ არის. ეს პროცესი მოთმინებას და გამომგონებლის ნიჭს მოითხოვს", - ხშირად ამ სიტყვებით იწყება ხოლმე სტატიები ბავშვთა კვების შესახებ. ალბათ
ჩემს წერილსაც ასე დავიწყებდი, სანამ არ ვნახე, რა ოსტატურად ახერხებს
ამას ერთ-ერთი ჩემი მეგობარი. ერთი წლის ბიჭი ჰყავს. ჩვენს ჭამის პროცესში ჩართული გვაქვს სათამაშოების მთელი არსენალი, ჩემი გამოხმოვანებითა და ყიჟინა-შეძახილებით, ხან თვითმფრინავი მოფრინავს, ხან მატარებელი და ხანაც სატვირთო მანქანაა დასაცლელი. ჩემს მეგობარს კი ბავშვის გამოსაკვებად სჭირდება მხოლოდ ბავშვი, საჭმლით სავსე თეფში და კოვზი. მის შვილს არაჩვეულებრივი მადა აქვს და დამატებასაც მხოლოდ იმიტომ არ ითხოვს, რომ ჯერ ლაპარაკი არ იცის. ჩემი ქალიშვილი კი ცოტას ჭამს და იმასაც უხალისოდ. ბევრ კერძზე საერთოდ უარს ამბობს და არც კი სინჯავს. ჯერ დავადგინე, რომელი საკვები მოსწონდა მეტ-ნაკლებად და შემდეგ კვების ეფექტური წესების შემუშავებაც ვცადე.
mshoblebi
მეთოდი პირველი, ხალხმრავლობა
ჩემი
გოგონა ხალხმრავლობის მოყვარულია. რაც მეტი ხალხია სამზარეულოში, მით უფრო ადვილად მიმდინარეობს კვების პროცესი. თუმცა დღეში სამჯერ სამზარეულოში ხალხმრავალი ტრაპეზის მოწყობა ძალიან ძნელია, რადგან ხალხის მხოლოდ სამზარეულოში ჯდომა არ აკმაყოფილებს, ყველანი მაინცდამაინც უნდა ჭამდნენ.

ხერხი მეორე - კულტურულ-საგანმანათლებლო
ამ მეთოდს ჯერ კიდევ დედაჩემი იყენებდა. ბავშვს რაიმე გასაოცარი უნდა უამბო და დროულად ჩასჩარო სავსე კოვზი გაოცებისგან დაღებულ პირში. ვიწყებთ საბავშვო ლექსებითა და სიმღერებით, შემდეგ უფრო სერიოზულ პოეზიაზე გადავდივათ, მერე საკუთარი ლექსებით ვაგრძელებთ, მერე... რაც თავში მოგივათ. მთავარია, ლაპარაკობდეთ გამოთქმით, ემოციურად და შეუჩერებლად.

მეთოდი მესამე - აზარტული
ეს ნოუ-ჰაუ ჩემს მეუღლეს ეკუთვნის, რომელიც თამაშის დიდი მოყვარულია და მინიატურული სათამაშოების უზარმაზარიუ კოლექციაც შეუგროვა ბავშვს. მამამ ნამდვილი შეჯიბრი მოაწყო: ვინ მიასწრებს მაგიდის ბოლოს, თხა თუ ძაღლი? რომელი მანქანა გადაიჩეხება პირველი, ლურჯი თუ წითელი? სანამ ჩვენი გოგონა ამ საჭირბოროტო კითხვებზე პასუხს მოიფიქრებს, ფაფა თუ პიურე დანიშნულებისამებრ ათვისებულია.
mshoblebi
მეთოდი მეოთხე - დამოუკიდებლად
ამბობენ, ერთი წლის ბავშვი რაღაცებს უკვე დამოუკიდებლად უნდა მიირთმევდეს, თავისი ხელით. ვერ გეტყვით, რომელმა გენიოსმა მოიფიქრა ეს, სამაგიეროდ ბავშვისთვის საჭმლით სავსე თეფშის წინ დადგმა ცუდი იდეა არ არის... სანამ შიგნით კოვზს ურევს და წუწაობს, მანამდე ჭმევას ვასწრებ.

მეთოდი მეხუთე - თანამედროვე
ეს ყველა დედამ იცის: დაუდებ ნავშვს წინ სმარტფონს, ჩაურთავ მუსიკას ან მულტფილმს და... აჭამე რაც გინდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემს შვილთან ეს მუშაობს. მიუხედავად ამისა, ამ მეთოდს მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში ვიყენებ, რადგან ჭამის დროს მულტფილმების ყურება სასარგებლო არ არისო.
mshoblebi
თქვენ რა ხერხებს იყენებთ? ველოდებით თქვენს პასუხებს კომენტარებში
11949
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ლექსო
0
ჩემი შვილიშვილები ძალიან მიდრეკილები არიან საბავშვო მულტფილმებზე,თუმცა ვცდილობთ როგორმე ფილმების გარეშე ვკვებოთ და კიდევ - ლუკა ს (2.5 წლის) ულუფის მიღების შემდეგ სულ პური უნდა რომ ეჭიროს, ამ დროს მუსიკალური “ნარკოზი” აღარ სჭირდება
23:35 / 26-09-2019
ირინა
0
ყველანაირ მეთოდს ვიყენებ, მაგრამ თუ არ უნდა არანაირი მეთოდი არ ჭრის
17:40 / 20-12-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?