რა უნდა ასწავლოთ ბავშვს 18 წლამდე, რომ ცხოვრებას უფრო მომზადებული შეხვდეს
რა უნდა ასწავლოთ ბავშვს 18 წლამდე, რომ ცხოვრებას უფრო მომზადებული შეხვდეს
1 / 2
Next
მშობლების უმტესობას ბავშვის უსაფრთხოებასა და მზრუნველობაზე ამახვილებს ყურადღებას. მათი შვილები კი ხშირად მოწყენილ, უსიცოცხლო ყვავილებად იზრდებიან. რა ცხოვრებისეული ცოდნა უნდა გადავცეთ შვილებს 18 წლამდე, რომ ცხოვრებას მომზადებულნი შეხვდნენ.

1. უცხოებთან საუბარი
უსაფრთხოებაზე "ჩაციკლული" უფროსი ბავშვებს უცხოებთან საუბარს უკრძალავს. შედეგად მივიღებთ წვერიან ბიძას, რომელსაც არ შეუძლია კაფეში მოითხოვოს ყავას ან ერიდება ექიმთან ჩაწერა.
დასკვნა: ტოტალური აკრძალვის ნაცვლად ასწავლეთ ბავშვებს გარჩევა: კარგი და ცუდი ადამიანისა და უსაფრთხო და საშიში სიტუაციისა.

2. არ
დაიკარგებით
ბავშვი ყველა მარშუტით ხელჩაკიდებული განსაზღვრულ ასაკამდე უნდა ატაროთ. თუ ხელს დროზე არ გაუშვებთ, დაპროგრამირებულ ბავშვს გაზრდით, რომელიც დედის მიერ შედგენილი მარშუტით გააგრძელებს სიარულს.
დასკვნა: ასწავლეთ ბავშვს უსაფრთხო მარშრუტები, ტრანსპორტში მოქცევა, ერთი პუნქტიდან მეორეში დამოუკიდებლად გადაადგილება.

3. მართეთ თქვენი დავალება, გეგმა და დრო
ბევრი ბავშვი ფიქრობს, რომ მშობლის მთავარი დანიშნულებაა, იწუწუნოს იმაზე, რომ ბავშვმა დროზე მოამზადოს გაკვეთილები, არ დააგვიანის ვარჯიშზე, დროზე დაწვეს.
დასკვნა: ადრე თუ გვიან, დადგება დრო, როცა ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს პრიორიტეტები, დატვირთვები, სწორად გადაანაწილოს დრო, ისწავლოს ვადის დაცვა.

4. საოჯახო საქმეების შესრულება
თუ გგონიათ, რომ შვილს ბავშვობას წაართმევთ, თუ საოჯახო საქმეების შესრულებას დაავალებთ, ცდებით. შედეგად მიიღებთ ახალგაზრდას, რომელიც ვერ იზრუნებს
ვერც საკუთარ თავზე და ვერც ახლობლებზე.
დასკვნა: ბავშვი დაიხმარეთ ისეთი საქმეების შესრულებისას, როგორებიცაა: დალაგება, რეცხვა, სადილის მომზადება. ასწავლეთ, განუმარტეთ. შემდეგ კი დამოუკიდებლად შეასრულებინეთ ყველა საოჯახო საქმე, რაც მასვე გამოადგება.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
8442
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```