რა უნდა ასწავლოთ ბავშვს 18 წლამდე, რომ ცხოვრებას უფრო მომზადებული შეხვდეს
Prev
2 / 2

5. ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარება
ნუ ჩაერევით ყველა მის საქმეში მიეცით საშუალება, რომ მსუბუქი საკითხებიც კი დამოუკიდებლად გადაჭრას.
დასკვნა: მიეცით შანსი, რომ გამოავლინოს ინიციატივა, ისწავლოს რთული სიტუაციიდან სწორი გამოსავალი.

6. დატვირთვასთან გამკლავება
ცხოვრება მარტივი არავისთვისაა. ყველა ადამიანი ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს სიძნელეების დასაძლევად.
დასკვნა: ნუ ჩაერევით ბავშვის საქმეში, როცა უჭირს, ნუ ჩაერევით ბავშვის საქმეში, როცა ძალიან უჭირს. ჩაერით მხოლოდ მაშინ, როცა აუცილებელია.

7. ფულის გამომუშავება და ხარჯვა
რაც უფრო ადრე ასწავლით შვილს ფულის ყადრს, მით უკეთესია თქვენთვის. მარტივად აუხსენით თითოეული ნივთის ღირებულება და რა ფასად გიჯდებათ მისი მოპოვება.
დასკვნა: კვირაში ან თვეში ერთხელ გამოუყავით ბავშვს გარკვეული თანხა, რომელსაც აუცილებელ ნივთებზე დახარჯავს, მიაჩვიეთ ფინანსურ დისციპლინას, ასწავლეთ დაგროვების სიკეთე, ეკონომიურობა.

8. გადაწყვეტილების მიღება
ნუ გახდებით შვილისთვი ზედმეტად მზრუნველი მწყემსი, რომელიც უძლურ ცხვარს გაზრდის. როცა გაიზრდება, გამოჩნდება სხვა ვინმე, ვინც თქვენსავით დაიმორჩილებს მას.
დასკვნა: ასწავლეთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. მიაჩვიეთ, რომ თვითონ აირჩიოს სამოსი, ჯანმრთელი საკვები, ერთგული მეგობრები, სასიამოვნო მუსიკა და კიდევ მილიონი რამ.
Prev
2 / 2
8637
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?