რატომ არ შეიძლება ძალდატანებით ბავშვის კვება?
რატომ არ შეიძლება ძალდატანებით ბავშვის კვება?
1 / 2
Next
"დედიკოს ხათრით, მამიკოს ხათრით", "როგორ არ გინდა? ბებომ მოგიმზადა, შენ კიდევ იპრანჭები!" "ახლავე დაამთავრე ბოლომდე, არ მინდა არაფრის მოსმენა!" ნაცნობი სიტყვებია? დიახ, ახლანდელი ზრდასრული ადამიანების უმრავლესობა ასე ექცეოდა თავის შვილებს, ბევრი ახლაც ასე იქცევა. რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება?

კვებით ძალადობად ითვლება ბავშვის თეფშთან ჩხუბი და იძულებითი კვება.

თუ ბავშვმა უარი თქვა საკვებზე:
  • მშობელს ჰგონია, რომ ის მშიერია;
  • ის, რაც თეფშზე უდევს - სასარგებლოა;
  • სადილის დროა;
  • "არ შეიძლება დედის ან ბებისს წყენა.
    მათ იშრომეს და ძალიან მოინდომეს, შენ კი"...
  • კვების სასჯელად გადაქცევა: "სანამ არ დაამთავრებ, მაგიდიდან არ ადგები".
ბავშვის საგემოვნო თვისებებისა და სურვილების იგნორირება. მაგალითად: თუ მას არ უყვარს მოხარშული სტაფილო - თქვენ მაინც აძალებთ მის გასინჯვას. აიძულებთ, უყვებით მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. "ნიღბავთ" საცოდავ სტაფილოს სხვადასხვა პროდუქტით, ან ურევთ სხვა საკვებთან ერთად. სხვათა შორის, ბავშვებს გაცილებით მეტი საგემოვნო რეცეპტორები აქვთ და თუ ის გარწმუნებთ იმაში, რომ ტკბილი ბულგარული წიწაკა მწარეა - მისთვის ალბათ ასეც
არის.
mshoblebi
დიახ, ბავშვები ხშირად კონსერვატორები არიან კვების საკითხში. მათ უყვართ პროდუქტების შეზღუდული ჩამონათვალი. თქვენი ძალდატანებითი ქცევა საწინააღმდეგო შედეგს მოგცემთ - ეჭვი მხოლოდ გაიზრდება.

თქვენ მიჰყვებით საკვების მიღების მკაცრ განრიგს, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოთხოვნებს: ვვახშმობთ ზუსტად 7 საათზე. ამის შემდეგ არავინ არ მიიღებს ერთ ნაჭერსაც კი. ბავშვებს ისე აქვთ მოწყობილი ორგანიზმი, რომ მათ ესაჭიროებათ მცირე ულუფები და ხშირი კვება. არსებობს მოსაზრება, რომ თუ სახლში იკვებებიან რეჟიმით - ბავშვიც ეჩვევა ამ განრიგს და შიმშილის გრძნობა უვითარდება ამა თუ იმ დადგენილ დროს. მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ასეთ განრიგს და ესეც ნორმაა.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
7245
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?