ბავშვები, რომლებმაც გადაიტანეს კვებითი ძალადობა, მიდრეკილნი არიან საშიში აშლილობისკენ... "დედიკოს ხათრით, მამიკოს ხათრით", "როგორ არ გინდა? ბებომ მოგიმზადა, შენ კიდევ იპრანჭები!" "ახლავე დაამთავრე ბოლომდე, არ მინდა არაფრის მოსმენა!" ნაცნობი სიტყვებია? დიახ, ახლანდელი ზრდასრული ადამიანების უმრავლესობა ასე ექცეოდა თავის შვილებს, ბევრი ახლაც ასე იქცევა. რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება?
კვებით ძალადობად ითვლება ბავშვის თეფშთან ჩხუბი და იძულებითი კვება.
თუ ბავშვმა უარი თქვა საკვებზე:
მშობელს ჰგონია, რომ ის მშიერია; ის, რაც თეფშზე უდევს - სასარგებლოა; სადილის დროა; "არ შეიძლება დედის ან ბებისს წყენა. მათ იშრომეს და ძალიან მოინდომეს, შენ კი"... კვების სასჯელად გადაქცევა: "სანამ არ დაამთავრებ, მაგიდიდან არ ადგები". ბავშვის საგემოვნო თვისებებისა და სურვილების იგნორირება. მაგალითად: თუ მას არ უყვარს მოხარშული სტაფილო - თქვენ მაინც აძალებთ მის გასინჯვას. აიძულებთ, უყვებით მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. "ნიღბავთ" საცოდავ სტაფილოს სხვადასხვა პროდუქტით, ან ურევთ სხვა საკვებთან ერთად. სხვათა შორის, ბავშვებს გაცილებით მეტი საგემოვნო რეცეპტორები აქვთ და თუ ის გარწმუნებთ იმაში, რომ ტკბილი ბულგარული წიწაკა მწარეა - მისთვის ალბათ ასეც არის.
დიახ, ბავშვები ხშირად კონსერვატორები არიან კვების საკითხში. მათ უყვართ პროდუქტების შეზღუდული ჩამონათვალი. თქვენი ძალდატანებითი ქცევა საწინააღმდეგო შედეგს მოგცემთ - ეჭვი მხოლოდ გაიზრდება.
თქვენ მიჰყვებით საკვების მიღების მკაცრ განრიგს, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოთხოვნებს: ვვახშმობთ ზუსტად 7 საათზე. ამის შემდეგ არავინ არ მიიღებს ერთ ნაჭერსაც კი. ბავშვებს ისე აქვთ მოწყობილი ორგანიზმი, რომ მათ ესაჭიროებათ მცირე ულუფები და ხშირი კვება. არსებობს მოსაზრება, რომ თუ სახლში იკვებებიან რეჟიმით - ბავშვიც ეჩვევა ამ განრიგს და შიმშილის გრძნობა უვითარდება ამა თუ იმ დადგენილ დროს. მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ასეთ განრიგს და ესეც ნორმაა.
თქვენ ზედმეტად მოიხიბლეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით: არავითარი ტკბილეული, ფასთფუდი, ტრანსცხიმები - სამაგიეროდ, სიამოვნებით ითვლით კალორიებს და სასარგებლო ნივთიერებებს. ამასთან ერთად აკრიტიკებთ ბავშვის წონას, გამუდმებით წონით - "ხომ არ გასუქდა?" დარწმუნებული ხართ, რომ დიეტა საუკეთესო საშუალებაა წონის კონტროლისთვის.
კვებითი ძალადობის შედეგები
მთავარი არის ის, რომ თქვენ ხელს უშლით ბავშვს საკუთარი საზღვრების ფორმირებაში. ვინ წყვეტს შია თუ არა მას? ვინ ირჩევს საკვებს და დროს? ფსიქოლოგები გვახსენებენ: "ნებისმიერი ძალადობა ანგრევს ბავშვის პიროვნულ თვისებებს. ეს არის უხეში ჩარევა ბავშვის ორგანიზმში. გავიხსენოთ ცნობილი ანეკდოტი: "- შვილო, ამოდი სახლში!
- რატომ, მცივა?
- არა, გშია".
ბავშვს უყალიბებთ ნევროზს საკმაოდ უწყინარ თემაზე - კვებაზე. ყალიბდება დაძაბულობა, ჩხუბი, კონფლიქტი. სინამდვილეში კვება ნორმალური პროცესია: თუ მშია - შევჭამ.
მოზარდს აქვს სიმსუქნისადმი მიდრეკილების რისკი. მას ხომ არ ჰქონდა ბავშვობაში შანსი შეეგრძნო შიმშილის გრძნობა, დედა ხომ ყოველთვის მის მაგივრად წყვეტდა, თუ რამდენი საკვები უნდა მიეღო და როდის? ბავშვები, რომლებმაც გადაიტანეს კვებითი ძალადობა, მიდრეკილნი არიან ისეთი საშიში აშლილობისკენ, როგორიცაა ანორექსია და ბულიმია. მათ დარღვეული აქვთ კავშირი საკუთარ სხეულთან. მათ მუდმივად აქვთ არასრულფასოვნების განცდა საკუთარ გარეგნობასთან.
რა მოვიმოქმედოთ?
ბავშვის თეფშზე დავდოთ მინიმალური რაოდენობის პორცია (თუ მოუნდება დამატება - მოითხოვს). არ აიძულოთ ბოლომდე მოასუფთაოს თეფში. ოჯახში "სუფთა თეფშების ორგანიზაციის" იდეა არ არის სწორი. მხოლოდ ასე ისწავლის ბავშვი, რა და რამდენი უნდა რომ შეჭამოს.
შესთავაზეთ თავად აირჩიოს ორი კონკრეტული კერძიდან ერთ-ერთი.
ხელმისაწვდომი გახადეთ ბავშვისთვის დაჭრილი ბოსტნეული, ხილი, ყველი და კაკალი.
ნუ დაუწესებთ კონტროლს ტკბილეულზე, როგორც "მავნებელ" პროდუქტზე რადგან, სანამ ამ სფეროზე კონტროლს დააწესებთ, ბავშვი უფრო მეტად აქტიურად მოინდომებს აკრძალულ "ხილს".
და ბოლოს, გადაერთეთ ბავშვის რაციონოდან თქვენს კვებით ჩვევებზე. დარწმუნებული ხართ, რომ სტრესის, მოწყენილობის ან უკმაყოფილების გამო არ მიირთმევთ საკვებს? ბავშვი მაინც მიეჩვევა ისეთ ჭამას, როგორც თქვენ იკვებებით. ამიტომ დაიწყეთ საკუთარი თავიდან!