"ოთხი წლის ბავშვს ხელში აუფეთქდა ასაფეთქებელი" - გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას აფრთხილებს
"ოთხი წლის ბავშვს ხელში აუფეთქდა ასაფეთქებელი" - გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას აფრთხილებს
მალე სკოლა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდება. ცნობილი ექიმი გუგა ქაშიბაძე ვარაუდობს, რომ მალე ასაფეთქებლებით გამოწვეული დაზიანებების სტატისტიკა მოიმატებს. მისი ტქმით, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ასაფეთქებლებით გამოწვეული ტრავმები არდადეგებზე მკვეთრად მატულობს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს...

- საბედნიეროდ წელს ჯერ ყოფილა ასაფეთქებლებით გამოწვეული დაზიანებების შემთხვევები... ერთი კვირის წინ გვყავდა ოთხი წლის ბავშვი, რომელსაც ხელში აუფეთქდა ასაფეთქებელი და საბედნიეროდ, გადავრჩით. ძალიან მცირე უბანზე ჰქონდა ტრავმა. ჩვენი გამოცდილებით, ასაფეთქებლების გამოყენების რაოდენობა მაშინ იმატებს, როგორც კი სკოლაში არდადეგები
ცხადდება. პირველი ტალღა მაშინვე იწყება და ეს გრძელდება ძველით ახალი წლის შემდგომ პერიოდამდე, ლამის ჩინურ ახალ წლამდე... რაც კი შემოტანილია ასაფეთქებლები, სანამ ბოლომდე არ გაიყიდება, მანამდე არ ეშვებიან. ეს არის ძალიან დიდი გაუფრთხილებლობა! ნებისმიერ ასაფეთქებელს თავის მუხტი, ენერგია გააჩნია, რომელიც გარეთ უნდა გამოვიდეს. ამიტომ ერთი შეხედვით, რაც არ უნდა იაფფასიანი და უმნიშვნელო იყოს, ხელის გულზე აფეთქება, როდესაც ხელი შეკრულია, წარმოუდგენლად დიდ ტრავმას აყენებს ბავშვსაც და მოზარდსაც... აქ არ არის საუბარი მხოლოდ დამწვრობაზე. ჩვენთან ერთად ჩართულნი არიან მიკროქირურგები, ხელის ქირურგები, სხვადასხვა კლინიკაში გვაქვს ურთიერთობა და სტატისტიკა სულ იმატებს და იმატებს საგრძნობლად... მითუმეტეს, ეს არის ის შემთხვევა, რომლის თავიდან აცილებაც თავისუფლად შეიძლება. უბრალოდ, ცოტა მეტი
ყურადღება და გაფრთხილებაა ბავშვებთან საჭირო მშობლების მიერ! მარტო ბავშვებითაც არ შემოიფარგლება დაზიანების შემთხვევები. ვერც კი წარმოიდგენთ, იმდენად სერიოზული ხალხი ხვდებიან ჩვენს კლინიკაში.

როგორ შეიძლება ასაფეთქებლებით გაერთო?! არ ხდება უსაფრთხოების ნორმების ელემენტარული დაცვა. ბევრ მათგანს ინსტრუქცია არ აქვს, ზოგიერთს აქვს, მაგრამ ყუთზეა და ზოგჯერ გაყიდვისას არც მოყვება... თან ქართველები არ ვართ შვედები და დანიელები, ინსტრუქცია დეტალურად ვნახოთ და ყველა რჩევა გავითვალისწინოთ. როდესაც ინსტრუქციაში წერია, რომ ოცი მეტრის რადიუსზე არ უნდა იყოს ადამიანი, ცხოველი, თუ ცოცხალი არსება და ამ ასაფეთქებელს პირდაპირ შუა ოთახში აფეთქებენ, ამის შემდეგ საერთოდ რაღაზეა საუბარი?! ასეთი შეთხვევები სამწუხაროდ გვქონია, როდესაც ძალიან სერიოზული ტრამვები ყოფილა. ხელის ფალანგიც კი დაუკარგავთ. შარშან პატარა ბავშვს მუცლის ზედაპირზე მოხვდა და მას ორი ქირურგიული ჩარევა დაჭირდა... ძირითადად ზიანდება მარჯვენა მტევანი, შემდეგ მოდის სახის მიდამო, თვალები, გულ-მკერდი და მარცხენა მტევანი...

- ახლა როცა გამოჩნდა, რომ ანახულად არის ბავშვებში აგრესია გაზრდილი, ასაფეთქებლებთან კიდევ მეტი სიფრთხილე ხომ არ გვმართებს?
- რა თქმა უნდა! მახსოვს შარშან სამარშუტო ტაქსის მძღოლს ფანჯარაში შეუგდეს ასაფეთქებლები. როდესაც ადამიანს გული აწუხებს, მისთვის ეს სერიოზული პრობლემაა... ძალიან უსიამოვნო ემოციაა და შეგიძლიათ თქვენს თავზეც წარმოიდგინოთ – ხმაური, კვამლი და ასე შემდეგ... ამას ჩვენ ზედაპირულად ვუყურებთ, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად უნდა მივხედოთ. ჯანდაცვის სამინისტროს მშვენიერი საყოველთაო დაზღვევის პროგრამა აქვს, მაგრამ მაინცდამაინც საკუთარი ოჯახის წევრებზე ნუ გამოცდიან ამ პროგრამის ყველა სიკეთეს. ჯობია, ერთმანეთს უსაფრთხო საჩუქრები მივუძღვნათ ვიდრე მაშხალები და ასაფეთქებლები... დღესასწაულზე ძალიან იმატებს ტრამვიანობა, რაც მხოლოდ მაშხალებით არ არის გამოწვეული. საყოველთაო ეიფორიაა, საზეიმო განწყობილება და ბევრი ადამიანი ნასვამია ამ დღეს... გაუფრთხილებლობასაც თუ მივუმატებთ, კარგი არაფერი მოგვივა. ახლა ბარბარობა მოდის და ასაფეთქებლებით რამეს მოიწევენ და მერე დააბრალებენ ცუდი მეკვლე გვყავდაო... ჩურჩხელა ვაჩუქოთ ერთმანეთს მაშხალების ნაცვლად, ბოლობოლო, შეიძლება ძაფი გადაგვეყლაპოს, რასაც ასევე ადვილად მოვინელებთ!
მანანა გაბრიჭიძე
8827
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ლალუკა
0
არასდროს არ მიყიდია შვილებისთვის სანამ სკოლაში სწავლობდნენ, ახალ წელს, ძალიან გაბრაზებულებიც იყვნენ ხოლმე, ყველა აფეთქებს და ჩვენ რატომ არაო, ეხლა დიდები არიან და აღარ მიჯერებენ, მშობლებო არასდროს არ ანდოთ შვილებს ეს მკვლელი ნივთი ხელში.
09:52 / 14-12-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?