როგორ და რით უნდა ირეცხებოდეს ბავშვის სარეცხი და სათამაშოები?
როგორ და რით უნდა ირეცხებოდეს ბავშვის სარეცხი და სათამაშოები?
რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ის სარეცხი საშუალებები, რომელსაც ოჯახში ვიყენებთ და რომელი სარეცხი საშუალება უფრო ეფექტურია? აქედან მეორე შეკითხვაზე ბევრი დაფიქრებულა, პირველზე კი, სამწუხაროდ, ხშირად არ ვფიქრობთ. ძირითადად არჩევანს ვაკეთებს რეკლამის, ნაცნობების და გამყიდველის რჩევით.

მსოფლიო მეცნიერული კლასიფიკაციით სარეცხი საშუალებები განეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის ყველაზე საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს მათ შორის, რომლებიც საყოფაცხოვრებო მოხმარებაშია.
სარეცხი ფხვნილის ყველაზე საშიშ კომპონენტებს განეკუთვნება ფოსფატები და ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც თუ პროდუქტის შემადგენლობაში
5%-ზე მეტია, შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, იმუნიტეტის დაქვეითება, უარყოფითი მოქმედება კანის უჯრედებზე, მაღალი კონცენტრაციით კი შეუძლია დააზიანოს ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები და ნერვული სისტემა.
mshoblebi
ამ რეალობაში განსაკუთრებით აქტუალური ხდება საკითხი, თუ როგორ უნდა გავრეცხოთ ოჯახში არსებული სარეცხი, განსაკუთრებით - ბავშვის. ამაზე ხომ ჩვენი პატარების ჯანმრთელობაა დამოკიდებული. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ბავშვის კანის პრობლემები, ალერგია თუ იმუნიტეტის დაქვეითება სწორედ ცუდად შერჩეულ სარეცხ საშუალებაში გარეცხილ სამოსსა თუ სათამაშოებთან კონტაქტს გამოუწვევია.

ზოგჯერ ვერც კი იჯერებ, რომ პატარა ბავშვს ამდენი ტანსაცმლის გაჭუჭყიანება შეუძლია, მაგრამ ფაქტია, ოჯახში ბავშვის გაჩენისთანავე, სარეცხი ერთიორად იმატებს. მის გარეცხვას კი რამდენიმე წესის დაცვა სჭირდება.

როგორც უკვე ითქვა, ბევრი თანამედროვე სარეცხი საშუალება ქიმიურ დანამატებს შეიცავს, რომლებიც
ნივთების ზედაპირზე ჯდება. ისინი შეიძლება ბავშვის ორგანიზმში მოხვდნენ და ალერგია გამოიწვიონ. გახსოვდეთ, რომ ქლორი, ფოსფატი და სხვა ქიმიური საშუალებები არ უნდა იყოს ბავშვის სარეცხ საშუალებაში, აგრეთვე, მოერიდეთ მძაფრსუნიან კონდიციონერებს.
ჩვილის სარეცხი უნდა გაირეცხოს სპეციალური საბავშვო სარეცხი საშუალებით, რომელიც ნატურალური ინგრედიენტებისგანაა დამზადებული (არანაირი ქიმია და არომატიზატორები). მოგვიანებითაც, როცა ბავშვი ცოტა წამოიზრდება, მაქსიმალურად სწორად უნდა შეარჩიოთ სარეცხი საშუალება, რათა იყოს არაალერგიული, ქიმიური დანამატების გარეშე და მაქსიმალურად უსაფრთხო. სასურველია, თქვენი სამოსიც ასეთი სარეცხი საშუალებით გაირეცხოს.
არანაკლებ პრობლემატურია ბავშვის სათამაშოების რეცხვა, რომლებსაც პატარა ხშირად პირში იდებს.
დიდი ბეწვის სათამაშოები, რომლებიც მტვრის ბუდეებად გვევლინებიან, უმჯობესია შინ არც გააჩეროთ. საბავშვო სათამაშო ჰიპოალერგიული უნდა იყოს, მცირე დეტალების გარეშე და კარგად უნდა ირეცხებოდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათამაშო იატაკზე ყოველი დაგდების შემდეგ უნდა გარეცხოთ.
mshoblebi
სასურველია, 1-2 კვირაში ერთხელ სათამაშოები, ბეწვისაც და რეზინისაც, თუ ისინი ბავშვს უკვე აინტერესებს, ხელს კიდებს და პირშიც იდებს, საპნიან-სოდიანი წყლით გაირეცხოს (სამ ლიტრ წყალზე 1 ჩ/კ თხევადი საპონი და 1 ს/კ სოდა). ოღონდ რასაკვირველია, საპონი ან სხვა სარეცხი საშუალება ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად უსაფრთხო და გამოცდილი უნდა აარჩიოთ.
გარეცხვის შემდეგ ცხელი წყალი გადაავლეთ და კარგად გაამშრალეთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ყველა რეზინის სათამაშო ვერ გაუძლებს ამგვარ აბაზანას.
თუ სათამაშოების ბანაობის დრო არ გაქვთ, გარეცხეთ სარეცხის მანქანში 50-60 გრადუსზე.
3931
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?