ორბორბლიანი თვითმავალი - ანუ ჰოვერბორდი, ყველაფერი მის შესახებ!
ორბორბლიანი თვითმავალი - ანუ ჰოვერბორდი, ყველაფერი მის შესახებ!
რა არის ჰოვერბორდი?
ჰოვერბორდი - სატრანსპორტო გადაადგილების საშუალებაა და ბოლოს დროს ძალიან პოპულარულია ბავშვებში. ამ ახალ წელს, ბავშვების უმრავლესობა სწორედ ჰოვერბორდს სთხოვს თოვლის პაპას.
ძალიან პოპულარულია ევროპასა და ჩინეთში, რადგან გადაადგილების ერთ-ერთ მარტივ და პრაქტიკულ საშუალებად ითვლება. არსებობს ბევრი, სხვადასხვა სახეობის ჰოვერბორდი, რომელიც ერთმანეთისგან მონაცემებით, სიძლიერით, დიზიანით განსხვავდება.
აღნიშნული საშუალებით სხეულის წონის წინ გადატანით მოძრაობთ პირდაპირ, ხოლო უკან გადაწევით - ამუხრუჭებთ.

ადამიანები ყოველდღე მიდიან სამსახურში მანქანით, იქ მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებენ, საღამოს
ისევ მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბრუნდებიან შინ. როგორც შეამჩნიეთ, ტექნიკური პროგრესი ისეთ დონემდე მივიდა, რომ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება ნეგატიურ ხასიათს იღებს როგორც თავად ადამიანებზე, ასევე მათ ჯანმრთელობაზე. თანამედროვე ცხოვრებაში სულ უფრო ხშირად გამოჩნდა გადაადგილების მსგავსი საშუალებები. მისი საშუალებით შეგიძლიათ მარტივად გადაადგილდეთ და არც საცობში იდგეთ საათობით.

ჰოვერბორდი - ბავშვებისთვის!
როდესაც ჰოვერბორდს ბავშვისთვის არჩევთ, პროფესიონალი კონსულტანტების რჩევა დაგჭირდებათ. უნდა შეარჩიოთ ისეთი მოდელი, რომელიც ბავშვის ასაკს შეესაბამება. თუ თქვენს შვილს ჰოვერბორდზე დგომა მოეწონება, დარწმუნებულები იყავით, რომ პლანშეტებს და გამუდმებით კომპიუტერთან ჯდომას აუცილებლად გადაეჩვევა, მეტ დროს გაატარებს სუფთა ჰაერზე და მოგთხოვთ ისეთ ადგილებში სიარულს, სადაც თავისუფლად ატარებს ჰოვერბორდს.
mshoblebi
თუმცა, როგორც ყველა ნივთს ჰოვერბორდსაც აქვს გარკვეული მინუსები.

საშიშია თუ არა ჰოვერბორდი?
- გაუმართავი ჰოვერბორდი ნამდვილად საშიშია. თუ თქვენ იგი სანდო მაღაზიაში არ შეგიძენიათ, ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან შესაძლოა სიარულის დროს უცებ გიმტყუნოთ და ბავშვი გადმოვარდეს. ამიტომ მისი ყიდვის დროს ყურადღება მიაქციეთ გარანტიის პირობებს. გარანტია მინიმუმ 1 წელი უნდა იყოს.
თუ ბავშვი გამართული არ იდგება და წონასწრობას არ შეინარჩუნებს, შეიძლება ჰოვერბორდიდან გადმოვარდეს. საჭიროა ბალანსის დაცვა და სწორად დგომა.
ყურადღება უნდა მიაქციოთ გზას, სადაც ჰოვერბორდის ტარებას აპირებთ. ქალაქის პირობებში, ჩვენს რეალობაში ძნელია მოძებნოთ ადგილი, სადაც თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდებით. შეგიძლიათ ჰოვერბორდი თავისუფლად ატაროთ კუს ტბაზე, ლისის ტბაზე და სხვა ადგილებში, სადაც გაშლილი სივრცე და კარგი გზებია.
არსებობს მოსაზრება, რომ ჰოვერბორდზე დგომის დროს ფეხები ისვენებს და ადამიანი არანაირ ფიზიკურ დატვირთვას არ იღებს. ამ მოსაზრებას ნამდვილად არ დაეთანხმებით, თუ ერთხელ მაინც დადგებით ჰოვერბორდზე. დაახლოებით ნახევარი საათი თუ გაატარებთ მას, ნახავთ, რომ სხეულის ყველა კუნთი დაგეჭიმებათ და გექნებათ განცდა, რომ სატრენაჟორო დარბაზში გაატარეთ მთელი დღე.
ჰოვერბორდის გადატანა, მისი წონის გამო, ხშირად ძნელია ბავშვისთვის. ჰოვერბორდის ყიდვის დროს შეარჩიეთ ბავშვის ასაკის და აღნაგობის შესაფერისი მოდელი, რომ მსგავსი პრობლემა არ შეგექმნათ.
mshoblebi
ჰოვერბორდის მფლობელი როდესაც მას ატარებს, გზას ნაკლებად უყურებს, რადგან ყურადღება გადააქვს იმ ადამიანებზე, რომლებიც მას უყურებენ. მის მფლობელს უყალიბდება მაღალი თვითშეფასება, რადგან მისნაირი ნივთი ყველას არ აქვს - ჰოვერბორდი ხომ არ ღირს იაფი. ამის გამო, მას გონება ეფანტება და უფრო ადვილად ექცევა დაცემის საფრთხის ქვეშ.
ტეგები: ჰოვერბორდი
8647
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
თათია
0
დატენვას რამდენი ხანი უნდა?? და რომ ვრთავთ 5წუთში ჯდება რატო ხომარ იცით??
10:02 / 02-01-2020
ვატო
0
შევიძინე ჰოვერბორდი მაღაზია GREDSTAR ში. რკინისააო ამბობდნენ, ანტიუდარნიო. გადავიხადე 600 ლარი და 2 დღეც არ უმუშავია. ეხლა ვჭიდაობ რომ დაიბრუნონ, მაგრამ 1000 მიზეზს იშველიებენ რომ არ დაიბრუნონ. მაწვალებენ მაგრად. ვაპირებ მივმართო სასამართლოს. ხომ ვარ მეტყვით სად ჩავუტარო ექსპერტიზა, რომ დავადგინო ქარხნული წუნი?
15:24 / 22-06-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?