გზა, თუ როგორ უნდა დაიცვათ თქვენი შვილები ინტერნეტსაფრთხეებისგან - ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ!

ყველა მშობელი, რომლის შვილსაც ინტერნეტსივრცესთან წვდომა აქვს, შესაძლოა გახდეს ინტერნეტის მავნე ზეგავლენის მსხვერპლი. ერთი მხრივ ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების ცოდნა და გაცნობა, მეორე მხრივ კი კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები მოსვენებას აკარგვინებს მშობლებს. ამიტომ აუცილებელია მშობელი ჩართული იყოს მისი შვილის ონლაინცხოვრებაშიც და დარწმუნდეს, რომ ბავშვი დაცულია საფრთხეებისაგან, თუმცა მხოლოდ ასეთი მიდგომა საკმარისი არ არის. საჭიროა ისეთი მექანიზმები, რომლებიც უფრო მეტად დაგვეხმარება, თავი დავიცვათ სხვადასხვა საიტზე გავრცელებული ძალადობის, პორნოგრაფიის, ცრუ ინფორმაციის ამსახველი

მასალების მიღებისგან.
თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით არასამთავრობო ორგანიზაციის"მწვანე ინტერნეტის" აღმასრულებელ დირექტორ თინათინ ყირიმლიშვილს. იგი გვესაუბრა იმ მექანიზმის შესახებ, რომლის დანერგვითაც შესაძლებელი გახდება ინტერნეტსივრცეში მავნე ინფორმაციისგან თავი დაცვა.

- "მწვანე ინტერნეტი" არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, ინტერნეტსივრცეში არსებული პროლემები დაარეგულიროს. მუშაობს რეგულაციებზე. საქართველოში არ არის კანონი ინტერნეტის შესახებ, აქედან გამომდინარე პრაქტიკაში ძალიან რთულია დარეგულირდეს ინტერნეტში საფრთხის შემცველი შინაარსის მასალები. პრობლემა საკმად აქტუალურია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. მოგეხსენებათ, ნაკლებად ხდება მონიტორინგი ვებგვერდების, რომლებზეც განთავსებულია ძალადობის, პორნოგრაფიის, ცრუ ინფორმაციის ამსახველი მასალები. ბოლო პერიოდში სამწუხარო რეალობის წიაშე ვდგავართ, რასაც ჰქვია ონლაინთამაშები, კერძოდ "ლურჯი ვეშაპი", რომლის გამოც არაერთი ცუდი შემთხვევა მოხდა. იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, რომ
სუიციდის მცდელობები ბავშვებში ამ თამაშთან იყო დაკავშირებული. ამ თამაშზე მარტივად შეგვიძლია გავიგოთ თუნდაც თბილისში ინფორმაცია ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანებისგან.


14 წლის ბიჭმა დედის თვალწინ თავი მოიკლა - ვარაუდობენ, რომ "ლურჯ ვეშაპს" ქართველი მფარველებიც ჰყავს


- ამ და სხვა საფრთხის შემცველი შინაარსის მასალებისგან თავის არიდება ძალიან რთულია, როგორ აპირებთ პრობლემასთა ბრძოლას ? 
- ჩვებ ბოლო პერიოდში ვთანამშრომლობთ პარლამენთან, კერძოდ ჯანდაცვის კომიტეტთან, რომელიც მუშაობს კანონის ინიცირებაზე. ორ კანონში კონკრეტული მუხლების შეცვლა და ინიცირება , რომელიც ეხება არასრულწლოვანებს და ინტერნეტსივრცეს. როდესაც ეს კანონი გავა პარლამენტში, მეტი ბერკეტი , რომ პრობლემას წინ დავუდგეთ და პრაქტიკაში შესაძლებელი იყოს რეაგირება კანონის მიხედვით.

- კანონის ამოქმედების შემთხვევაში რა სანქციები შეიძლება ამოქმედდეს ძალადობის, პორნოგრაფიის, ცრუ ინფორმაციის ამსახველი მასალების გავრცელებისთვის?
- ამ ეტაპზე ზუსტად ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ დაახლოებით შემიძლია გითხრათ და აგიხსნათ, მოდელი როგორი იქნება. კონკრეტული ვებგვერდები, რომლებზეც გავრცელდეა მსგავსი ტიპის ინფორმაციები, პირველ ჯერზე შესაძლოა დაჯარიმდნენ, ხოლო შემდგომ საბოლოო სანქცია იქნება კონკრეტული ვებგვერდის გაუქმება. ამასთანავე გვაქვს სიახლე. ჩვენ ვთანამშრომლობთ ამერიკულ კომანიას MSPY, რომელიც მუშაობს ფილტრებზე. მათ გადმოგვიგზავნეს ფილტრები პროგრამულად და მიდის ახლა ტესტირება, რა უფრო მეტად იქნება საქართველოს რეალობაში მომხმარებლისთვის საჭირო, იმ ფილტრს გამოვიყენებთ.
იქნება კონკრეტული საიტების ნუსხა, რომელიც შევა ამ ფილტრში და რაც იმას იშნავს, რომ როცა მომხმარებელი დააყენებს მობილურზე ან კომპიუტერზე ამ ფილტრს, ის საიტები დაიბლოკება, რომლებიც გაავრცელებენ საფრთხის შემცველ ინფორმაციას. ამ ყველაფრის მონიტორინგს, თუ რომელი საიტები მოხვდებიან ფილტრის ქვეშ, ჩვენ განვახორციელებთ. აგრეთვე მშობლებსაც შეეძლებათ, თვითონ დაამატონ ის ვებგვერდები ფილტრში, რომელსაც თვლიან საფრთხის შემცველად. მშობლებს შეუძლიათ დაგვიკავშიდნენ და მიგვითითონ ასეთი საიტები, რომ მათზეც მოვახდინოთ მონიტორინგი.

რუსკა კილასონია
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

2917
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?