სადღესასწაულო ფუსფუსში მეტი შანსია, რომ პატარა მდუღარე სითხით სავსე ჭურჭელთან ან უყურადღებოდ დარჩენილ სადენთან მოხვდეს ახალი წლის დღეებში ოჯახში, როგორც წესი, ფუსფუსი და გაწამაწიაა. ამ დროს მეტი შანსია, რომ პატარა მდუღარე სითხით სავსე ჭურჭელთან ან უყურადღებოდ დარჩენილ სადენთან მოხვდეს.
სულ რამდენიმე წამიც საკმარისია, რომ პატარა სერიოზულად დაშავდეს. თუ ასეთი რამ მოხდა, პირველადი დახმარება მას ძალიან სწორად და ეფექტურად უნდა ჩაუტარდეს. ეს კი შეიძლება ექიმის მოსვლამდე თქვენ გააკეთოთ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე, ყველას მოუწოდებს, რომ დამწვრობისას ყოველთვის სააფთიაქო საშუალებები გამოიყენონ და ხალხური მეთოდებით უარეს მდგომარეობაში არ ჩააგდოთ პაციენტი.
კატასტროფული შეცდომები
დამწვრობაზე სოდის მოყრა დამწვარ ადგილებზე ზეთის წასმა ბოსტნეულისა და მისი ნათალების გამოყენება
საშინელი მითი - მიწაში დამარხვა დენის დარტყმის დროს
გუგა ქაშიბაძე:
ელექტროკონტაქტის დროს გავრცელებულია მითი - დაზარალებულის მიწაში დამარხვა. შარშან 9 წლის ბავშვი ერთი საათით ქვიშაში ჰყავდათ ჩამარხული, ამოწმედნენ დენმა გაიარა თუ არა. მშობლის ფანტაზიას ამ დროს არ აქვს საზღვარი... არადა ნებისმიერ აფთიაქში იყიდება პირველადი დახმარების საშუალებები.
დამწვრობითი შოკი - შეიძლება ვერც შეამჩნიოთ.
თუ დამწვარი ფართობი 10%-ზე მეტია, დამწვრობითი შოკი ვითარდება. ეს კი სრულიად განსხვავდება სხვა ტრავმობითი შოკისგან. ამ მგომარეობაში ადამიანი ჩვეულებრივ კონტაქტურია, სიარულიც შეუძლია და მანქანის მართვაც. ყოფილა შემთხვევა, დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში ადამიანს 5 კილომეტრი ფეხით უვლია, რომ დასახლებამდე მიეღწია. ამ დროს კი მისი სტაციონატრში მოთავსება, გადასხბემი და ანტისეპტიკური საშუალებებით დამუშავება აუცილებელია. თუ საქმე ბავშვს და მოხუცს ეხება, შეიძლება ეს კატასტროფით დასრულდეს.