"ინფექციებს ბავშვი მშიერი კუჭით უფრო ამარცხებს" - კომაროვსკის რჩევები სადღესასწაულო სუფრის დღეებში
"ინფექციებს ბავშვი მშიერი კუჭით უფრო ამარცხებს" - კომაროვსკის რჩევები სადღესასწაულო სუფრის დღეებში
1 / 2
Next
საახალწლო დღესასწაულები - მხიარულების, საჩუქრების, წვვეულებების პერიოდია. გემრიელობებით გადატვირთული სუფრა უფროსისთვისაა საზიანო, აღარაფერს ვამბობთ ბავშვებზე. გვინდა დაგიცვათ უსიამოვნო მოულოდნელობებისგან და ექიმის რჩევები გაგიზიაროთ.

ზომიერი კვება - უმთავრესია
კერძების მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება პროდუქტების ვადასა და ხარისხს უნდა დაეთმოს. სუფრაზე ბავშვს ნუ დააძალებთ სხვადასხვა კერძის ჭამას. იმისათვის, რომ პატარას კუჭი არ გადაეტვირთოს, ხშირად მავნე უსარგებლო საკვებით, უმჯობესია, ძირითადი ყურადღება გართობაზე გადაიტანოთ. შეგიძლიათ ბავშვი თამაშში აიყოლიოთ, უმჯობესია, სუფთა ჰაერზე გაართოთ.

გონივრული ორგანიზება
სადღესასწაულო
კერძები - მარილიანი, შემწვარი, ცხიმიანი, სოკო, ხორცი, შოკოლადი - მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ ბავშვს. სადღესასწაულო დესერტებიდან შესთავაზეთ მსუბუქი, ხილის ან ხაჭოს, ნაკლებკალორიული, ცომიანი და კრემიანი.
საახალწლო დღესასწაულების გამო საავადმყოფოებში ბავშვების მიმართვიანობა მატულობს - ამაში კი დამნაშავეები უფროსები არიან. რომლებიც ცდილობენ, ბავშვს ძალდატანებით ზედმეტი ლუკმა აჭამონ.
mshoblebi
ექიმის აზრით, უმჯობესია, ბავშვი ოდნავ მშიერი იყოს, ვიდრე გადატენილი კუჭით. საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ. როცა ბავშვის კუჭი ნახევრად ცარიელია, მასში გამოიყოფა საკმარსი რაოდენობის კუჭის წვენი, რომელიც ადვილად ამარცხეს ინფექციებს. გა
დატენილი კუჭი კი სწრაფად ვერ უმკლავდება პრობლემებს. გარდა ამისა, გადაიტვირთება კუჭ-ნაწლავის სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი. ამასთანავე, გადატენილი კუჭის დროს ბავშვი უფრო ადვილად დაავადდება ჩხირისებრი ბაქტერიით ვიდრე ის, რომელიც მშიერი კუჭით სუფრასთან მოირბენს და რაიმეს შეჭამს ჭუჭყიანი ხელებით.

გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
8404
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?