საავადმყოფოებში ბავშვების მიმართვიანობა სადღესასწაულო დღეებში მატულობს საახალწლო დღესასწაულები - მხიარულების, საჩუქრების, წვვეულებების პერიოდია. გემრიელობებით გადატვირთული სუფრა უფროსისთვისაა საზიანო, აღარაფერს ვამბობთ ბავშვებზე. გვინდა დაგიცვათ უსიამოვნო მოულოდნელობებისგან და ექიმის რჩევები გაგიზიაროთ.
ზომიერი კვება - უმთავრესია
კერძების მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება პროდუქტების ვადასა და ხარისხს უნდა დაეთმოს. სუფრაზე ბავშვს ნუ დააძალებთ სხვადასხვა კერძის ჭამას. იმისათვის, რომ პატარას კუჭი არ გადაეტვირთოს, ხშირად მავნე უსარგებლო საკვებით, უმჯობესია, ძირითადი ყურადღება გართობაზე გადაიტანოთ. შეგიძლიათ ბავშვი თამაშში აიყოლიოთ, უმჯობესია, სუფთა ჰაერზე გაართოთ.
გონივრული ორგანიზება
სადღესასწაულო კერძები - მარილიანი, შემწვარი, ცხიმიანი, სოკო, ხორცი, შოკოლადი - მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ ბავშვს. სადღესასწაულო დესერტებიდან შესთავაზეთ მსუბუქი, ხილის ან ხაჭოს, ნაკლებკალორიული, ცომიანი და კრემიანი.
საახალწლო დღესასწაულების გამო საავადმყოფოებში ბავშვების მიმართვიანობა მატულობს - ამაში კი დამნაშავეები უფროსები არიან. რომლებიც ცდილობენ, ბავშვს ძალდატანებით ზედმეტი ლუკმა აჭამონ.
ექიმის აზრით, უმჯობესია, ბავშვი ოდნავ მშიერი იყოს, ვიდრე გადატენილი კუჭით. საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ. როცა ბავშვის კუჭი ნახევრად ცარიელია, მასში გამოიყოფა საკმარსი რაოდენობის კუჭის წვენი, რომელიც ადვილად ამარცხეს ინფექციებს. გადატენილი კუჭი კი სწრაფად ვერ უმკლავდება პრობლემებს. გარდა ამისა, გადაიტვირთება კუჭ-ნაწლავის სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი. ამასთანავე, გადატენილი კუჭის დროს ბავშვი უფრო ადვილად დაავადდება ჩხირისებრი ბაქტერიით ვიდრე ის, რომელიც მშიერი კუჭით სუფრასთან მოირბენს და რაიმეს შეჭამს ჭუჭყიანი ხელებით.
წვეულების მეორე დღე
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვს დააძალოთ, რომ ზედმეტი შეჭამოს. დაუშვებელია ბავშვი კვებოთ საათების მიხედვით და არა შიმშილის გრძნობაზე ორიენტირებით. უმჯობესია, ბავშვს დაუდოთ ნაკლები საჭმელი და დამატება მოითხოვოს, ვიდრე გადაუვსოთ თეფში და ტირილით აიძულოთ მისი მოსუფთავება.
თუ წვეულების მეორე დილით ბავშვი ჭამაზე უარს ამბობს, არ დააძალოთ. ამასთანავე, ნუ აჭმევთ ბავშვს მთელი კვირის განმავლობაში ოლივიეს იმ აზრით, რომ "აბა, ხომ არ გადავყრი?"
გახსოვდეთ, რომ დღესასწაულებზე ბევრი, განსხვავებული საკვებია და მოწამვლის ალბათობაც იმატებს. განსაკუთრებით, ბავშვებში.
ბავშვებზე მორგებული საახალწლო მენიუ - რა შეიძლება მოვუმზადოთ ბავშვს დღესასწაულზე ექიმ კომაროვსკის დაახლოებითი მენიუ საუზმის, სადილისა და ვახშმისთვის"ნუ დააძალებთ ბავშვს ბოსტნეულის ჭამას" – ექიმ კომაროვსკის რჩევები, რომლებიც ბავშვის კვებას გაგიადვილებთ ხალხური მეთოდები ანგინის მკურნალობის დროს - ექიმი კომაროვსკის რჩევები