თუ საკუთარი შვილისთვის ეძებთ, არჩევანს მარტივად გააკეთებთ, მაგრამ თუ სხვისი შვილის გახარება გიწევთ, ასაკსა და საჩუქრის შესაბამისობაზე მეტი უნდა იცოდეთ როცა ბავშვისთვის საჩუქარს არჩევთ, ყოველთვის გინდათ, რომ სიხარული მოჰგვაროთ. ამ დროს ფიქრობთ, "რა უფრო გაუხარდება"? თუ საკუთარი შვილისთვის ეძებთ, არჩევანს მარტივად გააკეთებთ, მაგრამ თუ სხვისი შვილის გახარება გიწევთ, ასაკსა და საჩუქრის შესაბამისობაზე მეტი უნდა იცოდეთ.
3 წლამდე:
ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ და რთულ სათამაშოებს. შეარჩიეთ ნატურალური მატერიისა და ბუნებრივი ფერის სათამაშოები, რომლებიც ხელშესახებაც სასიამოვნოა. საჩუქარი შეიძლება იყოს ბებიის ან დედის მოქსოვილი თოჯინა, კლოუნი, თოვლის პაპა. აგრეთვე, მარტივი ფაზლი მსხვილი ელემენტებით; საბავშვო მარტივი კონსტრუქტორი მსხვილი ელემენტებით; თითების თეატრი და შემოქმედებითი ნაკრები: ხატვის, აპლიკაციის, ძერწვის.
3-დან 7 წლამდე:
ეს ის პერიოდია, როცა ბავშვს შეგიძლიათ თავად ჰკითხოთ თუ რას ისურვებს საჩუქრად. რამდენიმე ვარიანტი ჰკითხეთ, რომ არჩევა შეძლოთ. გასავითარებლად კარგია შემდეგი საჩუქრები: ექიმის, სტილისტის, მზარეულის ნაკრები; სამაგიდო თამაშები (შაში, დომინო, ჭადრაკი) ან საბავშვო შემეცნებით-გასართობი ჟურნალები.
7-დან 12 წლამდე
როგორც წესი, ამ ასაკში ბავშვს უჩნდება ჰობი. შეიძლება უყიდოთ მუსიკალური, სპორტული სამეცნიერო (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია), შემოქმედებითი ნაკრები, ინვენტარი. პულტიანი სათამაშოები. ბავშვებს ძალიან მოსწონთ აგენტისა და მეფოკუსეს ატრიბუტები. თუ შესაძლებლობა გაქვთ, საუკეთესო საჩუქარია პლანშეტი, მობილური, მოდური სამოსი.
13-დან 15 წლამდე
ეს ის პარიოდია, როცა შეიძლიათ ბავშვს უკვე აჩუქოთ ფული და შინაური ცხოველი. ამ ასაკში ბავშვს უმძაფრდება უმწეობზე ზრუნვის განცდა. კნუტი, ლეკვი ან ჩიტუნები სიხარულსა და აღფრთოვანებას მოუტანთ. ამასთანავე, ეს ის ასაკია, როცა ბავშვი თავად გთხოვთ საჩუქრის შეძენას და საფიქრალიც გიადვილდებათ.