დიან რობსონი 2 შვილის დედაა, კანადელი, ნახევარ განაკვეთზე ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობს. დანარჩენ დროს დიასახლისობასა და შვილების აღზრდას უთმობს. ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, რომელიც დროთა განმავლობაში საკუთარ შვილებთან ურთიერთობის დროს დააგროვა. დიანი საკმაოდ აქტიური დედაა, საკუთარი ბლოგიც აქვს და არაერთი წიგნიც გამოვიდა დედებისთვის პრაქტიკული რჩევებით.
მის ერთ ვაჟს ჰიპერლექსიის პრობლემა აწუხებს, აქვს მეორეს ბიჭს კი - აუტისტისტური სპექტრის აშლილობა. დიანმა თავი მოუყარა მიღებულ გამოცდილებას და 50 მოკლე ჩანაწერის სახის გვიზიარებს მას. სხვათა შორის, ეს ჩამონათვალი ძალიან პოპულარულია მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც. ეს რჩევები ქართველმა ფსიქოლოგებმაც გაუზიარეს საზოგადოებას.
"საბავშვო ბაღის მესვეურნო და თანამშრომლებო, აი ესაა ის უნარები, რაც ბავშვს უნდა განუვითარდეს და არა წერა-კითხვა, ანგარიში ან უაზროდ უცხო ენაზე ფრაზების წარმოთქმა. უნარები, რომლებიც თამაშით უნდა განივითარონ ბავშვებმა!" - წერს ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი.
"უნარები, რომელზეც წესით ყველა! ბაღი უნდა მუშაობდეს. შემდეგ სკოლა, განსაკუთრებით დაწყებითი კლასები.
წერა, კითხვა, ალგებრა, ფიზიკა, ფრანგული, ჰამლეტის დადგმა და ა.შ. ნამდვილად არსად არ წერია
მაგრამ თუ არც ერთ აღნიშნულ ეტაპზე არ მოხდა მსგავსი სასწაული (--), არასდროს არაა გვიან და მაღალი კლასის მასწავლებლებმაც იგივეს უნდა მიხედონ ჯერ- მერე ბავშვის ლანძღვა (ოჯახიანად) და წივილ-კივილი, მანდატურების შემოყვანა (...) არ მოუწევთ." - წერს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის წარმომდგენელი ნატა ძაძამია.
50 სოციალური უნარი, რომელიც უნდა გამოუმუშავოთ ბავშვებს:
1. რიგის დაცვა
2. სხვების წარმატების გაზიარება, შექება
3. წარმატების საზეიმოდ აღნიშვნა
4. პირადი სივრცის პატივისცემა
5. ნივთების სხვებთან გაზიარება
6. დახმარების თხოვნის უნარი
7. მიიღო ადექვატურად როგორ წარმატება, ისე-დამარცხება
8. ნებართვის თხოვნის უნარი
9. კრიტიკის, შენიშვნის გამოხატვის უნარი
10. ემოციის შესაბამისი ტონის და ხმის ტემბრის გამოყენების უნარი
11. ბოდიშის მოხდა
12. მონაწილეობის მიღების უნარი
13. მოთმინების უნარი
14. იყოს კარგი მეგობარი
15. დავალების შესრულების უნარი
16. იყოს კეთილი
17. სახელებით მიმართვის უნარი
18. სხვების წახალისების უნარი
19. მოთმინებით დალოდების უნარი
20. სწორი კომუნიკაცია
21. განსხვავებული აზრის მიღების უნარი
22. ყურადღებით მოსმენა
23. კონფლიქტის მოგვარების უნარი
24. მითითებების შესრულების უნარი
25. პარაფრაზირების უნარი
26. გუნდთან, ჯგუფში ყოფნის უნარი
27. სხვისი გამხნევების უნარი
28. ზრდილობიანად, სოციალურად მისაღები ფორმით შეწინააღმდეგება
29. გარისკვა
30. შენიშვნის მიღება
31. უნარი მიიღო ადექვატურად „არა“
32. მოსალოდნელი და მოულოდნელი ქცევების ერთმანეთისგან განსხვავება
33. იდეების გამოხატვა
34. სხვათა აზრის პატივისცემა
35. თვალით კონტაქტის უნარი
36. დათმობაზე წასვლის უნარი
37. მოლაპარაკების უნარი
38. ზრდილობიანად მოქცევის უნარი
39. წინდახედულობა
40. პატიების უნარი
41. პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
42. მოქნილობა
43. არავერბალური ენის გამოცნობა
44. საკუთარი ემოციების კონტროლი
45. სხვისი გრძნობების პატივისცემა
46. სხვისი პერსპექტივის დანახვა
47. იმის გაანალიზება, რომ შენი ქცევა გავლენას ახდენს სხვაზე
48. მშობლების პატივისცემა
49. უფროსის და უმცროსის გარჩევა
50. საკუთარი თავის კონტროლი
მოამზადა სალომე გორგოშიძემ